შტატგარეშე ბიუროკრატია იზრდება -  2018 წელს საჯარო სამსახურებში შტატგარეშედ დასაქმებულებზე  217 მლნ. ლარი დაიხარჯა

შტატგარეშე ბიუროკრატია იზრდება - 2018 წელს საჯარო სამსახურებში შტატგარეშედ დასაქმებულებზე 217 მლნ. ლარი დაიხარჯა

access_time2019-04-16 10:00:26

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ივლისში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობის კონცეფციის განვითარება დააანონსა, არსებული რელობა აჩვენებს, რომ ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, პირიქით.  როგორც გადაცემა “Forbes-ის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად” წამყვანმა განაცხადა, 2018 წელს  საჯარო სამსახურებში  მხოლოდ შტატგარეშე სტატუსით დასაქმებულებზე  217 მლნ. ლარი დაიხარჯა, რაც რეკორდული ციფრი აღმოჩდა.  


უკვე წლებია, რაც შტატგარეშე ბიუროკრატია მუდმივად იზრდება, მსხვილდება და მოუგვარებელ პრობლემად რჩება.


მაშინ, როცა საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა, სახელფასო ანაზღაურება და აღწერილობა გამჭირვალე პროცესია, უშტატო დასაქმებულის შემთხვევაში ყველაფერი ბუნდოვანია. მას ვერც კანონი აკონტროლებს და, შესაბამისად, დიდი ალბათობა საქმე გვქონდეს კორუფციასთან, ნეპოტიზმთან თუ ინტერესთა კონფლიქტთან.


ბიზნეს სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე, პრობლემებსა და დაბრკოლებებზე გვესაუბრება.


მისი თქმით, შტატგარეშე თანამშრომელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა სახელმწიფო უწყებებს დაქვემდებარებულ სსიპ-ებსა და ააიპ-ებში გვხდება, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში. ბიზნესიურისტს არ უკვირს არც ის ფაქტი, რომ 2018 წელს რეკორდული თანხა დაიხარჯა უშტატო დასაქმებულებზე:


„რეალობა ასეთია - ყოველ ახალ ხელმძღვანელს სურს მოიყვანოს თავისი, ერთგული კადრი, მასთან დაახლოებული პირი. რადგან ჩვენთან ხელმძღვანელობა ხშირად ცვალებადია, ახალი თანამშრომლებიც მუდმივად ემატება. დღეს კი მათი რაოდენობა და მათზე დახარჯული თანხებიც იმიტომაა ასე გაბერილი, რომ კანონში ურთიერთსაწინააღმდეგო ამბავს ვაწყდებით. ერთგვარ ხარვეზთან გვაქვს საქმე“.



დღევანდელი შრომის კოდექსის მიხედვით სამსახურიდან თანამშრომლის თვითნებურად გათავისუფლება გამკაცრებული და გართულებულია. შესაბამისად, წლების წინ დამკვიდრებული ტენდენცია რომ ყოველი ახალი ხელმძღვანელი ძველ გუნდს უშვებდა და ახალი მოჰყავდა, დღეს აღარ არსებობს. თუმცა ერთი შეხედვით სამართლიანი მიდგომა მეორე მხრივ ნეპოტიზმისა წყაროც აღმოჩნდა:


„ის, რომ თვითნებურად სამსახურიდან ვერავის უშვებენ კარგია, მაგრამ იმავე კანონი  ახალ ხელმძღვანელს საშუალებას აძლევს  მოიყვანოს თავისთვის სასურველი თანამშრომლებიც. როდესაც ბიუჯეტი გაწერილი და დამტკიცებულია, თავმჯდომარე ვალდებულია მისთვის სასურველი კადრები უკვე უშტატოდ აიყვანოს. ამიტომაც მივიღეთ არსებული რელობა“,- განმარტავს აკაკი ჩარგეიშვილი.


გარდა საკანონმდებლო ხარვეზისა და ბიუჯეტიდან გაფლანგული თანხებისა, ბიზნესიურისტი ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს:


„ყველაფერთან ერთად კიდევ ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ზოგადად დღევანდელ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სადაც ასე მნიშვნელოვანია მოთხოვნა-მიწოდება, არსებობს გარკვეული საჭიროებები. მათ შორის საჯარო სამსახურებში ხშირად სჭირდებათ დროებითი, (მაგალითად 1 წლის ვადით) შტატი IT ტექნოლოგიების სპეციალისტის მიმართულებით. ამ დროს იცით რა ხდება? ასეთი გაბერილი სიის შემდეგ მართლა რომ სჭირდებათ იმ თანამშრომლებს ვეღარ იყვანენ და საბოლოოდ უფრო რთულდება შრომითი ურთიერთობები. ეს არის მენეჯმენტის არცოდნის ბრალი, როდესაც არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები და არ არის გამართული პროცესები“.


გამოსავალს აკაკი ჩარგეიშვილი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ზომების გატარებაში ხედავს:


„აუცილებელია აუდირება ჩატარდეს. გამოიკვლიოს ხელისუფლებამ ეს პრობლება და დაადგინოს რეალურად რა სჭირდება; სად რამდენი შტატია საჭირო; გამოსწორდეს საკანონმდებლო ხარვეზიც და დადგინდეს ოფიციალური სტატისტიკა. რომ ვიცოდეთ რა სერვისზეა მოთხოვნა, ბაზარზე რა პრიორიტეტებია და ა.შ. ბევრად გამართული იქნებოდა პროცესები. ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება საჯარო სამსახურის სპეციალური ბიუროს, რომელის ასევე სსიპ-ადაა დღეს ჩამოყალიბებული“,- აღნიშნავს აკაკი ჩარგეიშვილი.


2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში სულ 315 სსიპ და ააიპ-ია. საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო - არაკომერციული იურიდიული პირების ბიუჯეტი 2 მილიარდ 039 მილიონი ლარია, აქედან ბიუჯეტის სახსრები 958 მილიონია, საკუთარი შემოსავლები კი 1 მილიარდ 081 მილიონი.


315 სსიპ-სა და ააიპ-ში დასაქმებულების შრომის ანაზღაურება ჯამში 680 მილიონ ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ამ ციფრებსა და რაოდენობას ემატება ადგილობრივი თვითმმართველობის სტატისტიკაც, რომელზეც სრული ინფორმაციის მოპოვება თითქმის შეუძლებელია.


სალომე ლემონჯავა






„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
access_time2019-09-20 16:05:42
20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი...

ირაკლი ლექვინაძე: „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“

ირაკლი ლექვინაძე:  „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“
access_time2019-09-20 16:30:57
„წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ...


მსგავსი სიახლეები

up