JPMorgan Chase-ის ექსპერტებმა ჩამოაყალიბეს ახალი ინდექსი, რომელიც ასახავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტვიტების გავლენას ფინანსურ ბაზარზე . კერძოდ, აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთზე - იუწყება Bloomberg.
ექსპერტებმა გამოავლინეს პრეზიდენტის ტვიტებში გამოყენებული სიტყვები, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი რეზონანსი - „ჩინეთი“, „მილიარდი“. „პროდუქტები“, „დემოკრატები“ და „დიადი“.ინდექსს დაარქვეს Volfefe – ასე გამოიყურებოდა პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული დაუსრულებელი ტვიტი - სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, ან მექანიკურ შეცდომას. ტვიტი რამდენიმე საათში მოიხსნა.
JPMorgan Chase -ის მონაცემებით, ტრამპი აქვეყნებს საშუალოდ 10 ტვიტს დღეში, გაპრეზიდენტების შემდეგ მან უნდა დაბეჭდა 10 000 ტვიტი, მათ შორის რეალური, რომელთაგან 146-მა იქონია ხელშესახები გავლენა ბაზარზე.
ბანკმა ასევე დაადგინა, რომ ყველაზე ხშირად ტრამპი წერს ტვიტებს დღის 2 საათზე და ღამის 3 საათზე. სავარაუდოდ დილის 5-დან 10 საათამდე პრეზიდენტს ძინავს.
rbc