შტატების ეკონომიკა რეცესიაში ჩაეფლო

შტატების ეკონომიკა რეცესიაში ჩაეფლო

access_time2020-03-25 19:45:52

საფონდო ბირჟის ესქპერტის ჯაბა დიხამინჯიას განცხადებით, მიმდინარე სიტუაცია საფონდო ბირჟებზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დრამატული პერიოდია Wall Street ის ისტორიაში. კორონავირუსის COVD-19 ის გავლენა და შესაბამისი სოციალური იზლაცია სრულაიდ დედამიწაზე აქვს და ექნება უდიდესი ნეგატირუი გავლენა ყველა ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე და მათ შორის შეერთებულ შტატებზეც.


ამ მოკლე მიმართვაში მინდა დაგანახოთ. თუ რა ვითრების მომსწრენი გავხდებით მოკლე მომავალში. ბლოგში მოყვანილი იდეა არის ჩემი შეხედულება, დაფუძნებული ფაქტებზე, რომელიც უკვე საჯაროდ არის ცნობილი. და ბლოგი მატარებელია იდეის, თუ როგორ მოვახდინოთ პოზიციონირება კაპიტალის ბაზარზე მომავლისთვის.


ავიღოთ უკვე მოცემულობად რომ, შეერთბული შტატების ეკონომიკა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ეკონომიკა უკვე იმყოფება რეცესიის სტადიაში. ჯერ ამ ეკონომიკური მდგომარეობის (რეცესიის) დამადასტურებელი ციფრები ცნობილი არ არის, მაგრამ მე ველოდები უმუშევრობის მაჩვენებლის გიგნატურ ზრდას, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ასევე ველოდები GDP-ის მაჩვენებლების გიგანტურ ვარდნას. ამას კარგად ხედავს შტატების ხელისუფლება.


შტატების სარეზერვო ბანკის მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაჩქარევი და წარმოუდგენელი ნაბიჯები ამას მოწმობს. ისინი ყველა ღონეს ხმარებენ ვირუსის შედეგი და გავლენა ეკონომიკაზე იყოს არადამანგრეველი. ამ ნაბიჯებმა შესაძლოა შეასუსტოს ეკონმიკის ვარდნა, მაგრამ რესესია გარდაუვალია.


ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში საფონდო ინდექსების ვარდნა კატასტროფული იყო. გასულ კვირას 3-ჯერ მოხდა ის ფაქტი, რომ ინდექსების დიდი ბიჯით ვარდნის გამო Wall Street-ზე ვაჭრობა შეჩერდა 15 წუთით. ( მოგახსენებთ რომ თუ ინდექსები ერთ დღის განმავლობაში დავარდა 7%-ით ვაჭრობა ჩერდება 15 წუთით. იმავე დღეს თუ დავარდა 13%-ით კიდევ 15 წუთით აჩერებენ ვაჭრობას. ხოლო 20%-იანი ვარდნის შემთხვევაში საფონდო ბირჟა მთელი დღით იკეტება. ეს გამოწვეულია კომპანიის აქციების პანიკური გაყიდვების თვიდან ასაცილებლად)


გასულ კვირას 2-ჯერ მოხდა ინდექსების 7%-ზე მეტი ბიჯით ვარდნა და ერთხელ მოხდა 12% იანი ვარდნა. მესმის ბევრისთვის ეს გაუთვიცნობიერებელი ფაქტია საფონდო ინდექსების ამ ზომის ვარდნა, მაგამ გეტყვით რომ ეს უზარმაზარი ვარდნაა და ისტორიულ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ესეთი რამ, არ მომხდარა 1929 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ. თითქმის 100 წლის წინ.



S&P500 ინდექსი ამ პერიოდისთვის დავარდნილია 33,9%. ქვემოთ მოცემულ დიაგარმაზე ხედავთ ძირითდ ინდექსებს და მათი ვარდნის პროცენტულ მოცულობებს.




ეხლა დააკვირდით S&P 500 ინდექსის ქვეშ მყოფი ბიზნესსექტორების ვარდნის პროცენტულ მაჩვენებლებს.


შეგახსენებთ რომ ამ სულ 11 ბიზნესსექტორში, რომელიც სრულად წარმოადგენს S&P500 ინდექსს გაერთიანებულია 502 ყველაზე მსხვილი ამერიკურლი კომპანია ის კომპანიები რომელბიც დიდწილად ქმნიან შეერთებული შტატებში ეკონომიკურ დოვლათს. დააკვირდით თითოეულ ბიზნესსექტორს.





ეს მიმანიშნებელია იმისა, თუ როგორი იაფი შეიძლება იყოს ზოგიერთი კომპანიის აქცია ამ დროისთვის.


ისეთ მყარი კომპანიები, რომლებსაც არ გააჩნიათ ვალდებულებები, რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში აგენერირებდნენ კვარტლიდან კვარტლამდე მოგებას, ამ კომპანიების აქციები ეხლა საფონდო ბირჟაზე ძალიან იაფად იყიდება.


ამ კომპანიების ბიზნესი არ გაფუჭებულა, უბრალოდ აქციების ფასი დავარდა შიშის და იმედგაცრუების გამო. სინამდვილეში როცა შტორმი გადაივლის ეს კომპანიბი ისევ განაგრძობენ მოგების გენერირებას და შესაძლოა მეტიც, ვინაიდან კონკურენტები ამ ეკონომიკური კატაკლიზმების გამო შეიძლება გაქრნენ ბიზნესიდან ვალდებულებების გამო. და შესაბამისად მათ ბაზრის წილი გადაინაცვლებს იმ კომპანიების ხელში ვისაც შეუძლია ესეთი ეკონომიკური შტორმის გაძლება, როგორსაც ეხლა ვადევნებთ თვალს.


საქართველოში კომპანიის აქციებში ინვესტირება არ არის პოპულარული საქმიანობა, და ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს: პირველი ეს არის, საკითხის არ ცოდნა. მეორე,  ეს არის უნდობლობა გამომდინარე ფორექს შარლატანების საქმიანობის გამო. არადა საფონდო ბირჟა გაცილებით სხვა რამ არის ვიდრე ჩვენი საზოგადოება ამას აღიქვამს.


შეჯამებისთვის.


ეხლა და კიდევ რამოდენიმე ხანი არის ხელსაყრელი დრო, რომელიც ისტორიაში რამოდენიმეჯერ შეიძლება მოხდეს ეს არის ეკონომიკური კრიზისი, რეცესია. როცა შიში და გაურკვევლობის მოლოდინი ქმნის პანიკას და კომპანიის აქციების ფასები არარეალურად უფასურდება. როგორც ლეგენდარული ინვესტორი Warren Buffett-მა თქვა: “Be Fearful When Others Are Greedy and Greedy When Others Are Fearful”


ეხლა არის სწორედ მომენტი როცა ყველას გონება შიშით არის დაბნელებული და თვიანთ მფლბელბაშიარსებულ აქციებს უკანმოუხედავად ყიდიან, მეტსაც გეტყვით ერთმანეთს ასწრებენ გაყიდვას. შედეგად კომპანიის აქციების ფასები ვარდბა კატასტროფულად, ეხლა არის ჭკვიანი ინვესტორეის ქმედების დრო.


არაეთიკური ნათქვამია მაგარამ, ადვილად ჩანს პრაგმატული აზრი: როცა ქუჩაში სისხლისღვრა ხდება, დაიწყე უძრავი ყონების შესყიდვა. ეხლა ეს მომენტია.


დღეისათვის სულ ეს იყო–აცხადებს დიხამინჯია. 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up