"შტატები ელოდება იმ დღეს, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად რუსული ოკუპაციის დასასრულს იზეიმებს’’ – აშშ

access_time2019-08-09 11:25:41

აშშ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს - განცხადება ამის შესახებ, აგვისტოს ომის 11 წლისთავზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა, ბრიფინგზე გააკეთა.


სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, შტატები ქართველი ხალხის გვერდითაა და ელოდება იმ დღეს, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად რუსული ოკუპაციის დასასრულს იზეიმებს.


"მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დაადასტუროს და აღასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება’’- დასძინა მან.


სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშანა ისიც, რომ აშშ მუშაობას არ შეწყვეტს, მანამ, სანამ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არ დაამთავრებს.



"ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის უფლებას, დაუბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებს უსაფრთხოდ, ღირსეულად’’,- განაცხადა მორგან ორტაგუსმა.


ვაშინგტონი ასევე ბოლო 24 საათის განმავლობაში ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრის ხაზთან დაწყებულ ბორდერიზაციის პროცესსაც გამოეხმაურა. როგორც ორტეგამ აღნიშნა, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის მშვიდობისა და საკუთრების უფლებას.


"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე სოფელში დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი დასრულდება, სოფელი მოწყდება საირიგაციო სისტემას. ეს ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. როგორც დღევანდელმა ქმედებებმა აჩვენა, რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის უფლებას, უსაფრთხოებასა და საკუთრებაზე. უფრო მეტიც; რუსეთის შეჭრა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია არის გაეროს წესდების პრინციპების დარღვევა, ეწინააღმდეგება ჰელსინკის აქტს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და კანონებს “, – განაცხადა მორგან ორტაგუსმა.



BMG


თეგები:
აშშ



ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

სოხუმური დეჟავიუ

სოხუმური დეჟავიუ
access_time2020-01-18 20:00:11
  აფხაზეთში ისევ დაიკავეს პრეზიდენტის სასახლე. ხელისუფლება ისევ იცვლება, თუმცა, ქვეყნის პრობლემები არ წყდება.   თვეების მანძილზე ოპოზიციის ათასობით მომხრე ითხოვს პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას 2019 წლის სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში მასობრივი გაყალბების გამო. სტიქიური მიტინგები გადაიზარდა მასშტაბურ არეულობაში - მეამბოხეები შევარდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში და დაიკავეს პარლამენტი.   უკმაყოფილების ტალღის პროვოცირება...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...


მსგავსი სიახლეები

up