შთაბეჭდილებები თუ დანაზოგი – CNNmoney „მილენიალების“ თაობას რჩევებს აძლევს

შთაბეჭდილებები თუ დანაზოგი – CNNmoney „მილენიალების“ თაობას რჩევებს აძლევს

access_time2016-05-21 18:03:32

საქმიანი გამოცემა CNNmoney მილენიალებს რჩევებს აძლევს.

 

„მილენიალების“ შესახებ კომერსანტმა პირველად რამდენიმე თვის წინ დაწერა.  

 

მილენიალებს უწოდებენ თაობას, რომელიც დაახლოებით 1980-2000 წლებში არიან დაბადებულები და მათ სხვა თაობებისგან განსხვავებული მისწრაფებები და ცხოვრებისეული პრიორიტეტები აქვთ. კვლევითი კომპანიის, Harris Poll and Eventbrite Inc.-ის მიხედვით, მილენიალების 78% ხელფასს მატერიალური ქონების შეძენის ნაცვლად შთაბეჭდილებების მიღებაში დახარჯავს. 


“მილენიალებს შთაბეჭდილებები თავისი იდენტობის ჩამოყალიბებასა და მოგონებების შექმნაში ეხმარება,“ – ამბობს Bank of America Corp.-ის თემატური ინვესტირების ხელმძღვანელი, სარბიტ ნაჰალი: „სპორტული მოვლენები, ფესტივალები, მოგზაურობა, მუსიკა - ეს ის შთაბეჭდილებებია, რომლებსაც მილენიალები თავის მეგობრებთან ერთად იზიარებენ.“


 

ამ ლამაზი  ფრაზების მიღმა, როგორც აღმოჩნდა, მილენიალების ცხოვრების სტილი გარკვეული პრობლემების მომტანიცაა.



 „მალე 30 წლის გავხდები. მოკრძალებული ხელფასი მაქვს და ამიტომაც დანაზოგის გაკეთებას ვერ ვახერხებ. როდის დავამთავრებ მუშაობას, უცნობია. სიკვდილამდე უნდა ვიმუშაო?“ – ამბობს ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები მაიკი. დანაზოგების გაკეთება დღევანდელ სამყაროში ძალიან რთულია: სახლის დაქირავება, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების გადასახადები - დანაზოგების გაკეთებას მილენიალები სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო ვერ ახერხებენ. 


CNNMoney ამ თაობის წარმომადგენლებს რამდენიმე რჩევას აძლევს: დანაზოგების გასაკეთებლად ცხოვრების სტილში გარკვეული ცვლილებები უნდა შეიტანოთ. უნდა სცადოთ, გადაწყვეტილებები თქვენი მოთხოვნილებებისგან დამოუკიდებლად მიიღოთ. ერთ მხრივ, დღევანდელ სამყაროში, სადაც სურვილების დაკმაყოფილება ასეთი მარტივია, ცხოვრების ამგვარი წესის მორგება საკმაოდ რთულია. თუმცა იფიქრეთ სამსახურის დაკარგვაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ან ნებისმიერ მოულოდნელ ხარჯზე და იქნებ გადაწყვეტილება ამან მიგაღებინოთ. მაგალითად, სახლის დაქირავება ყველაზე ძვირადღირებული ხარჯია, რომლის შემცირება სრულიად შესაძლებელია. ნუ იცხოვრებთ ქალაქის ყველაზე მოდურ ნაწილში, დაიქირავეთ სახლი მეგობართან ერთად ან საერთოდაც, დროებით მშობლებთან დაბრუნდით. 


გადაადგილება - თუ დანაზოგებზე ფიქრი გაღელვებთ, გადაადგილებისთვის შესაძლებელია არა უახლესი, არამედ მეორადი ავტომობილის ყიდვა. ან საერთოდაც - საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და განსაკუთრებულ შემთხვევებში ტაქსის სერვისით სარგებლობა ასევე ეფექტური გამოსავალია. თუკი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მუშაობა არ გსურთ და ფიქრობთ, რომ თქვენი შემოსავალი დანაზოგების გაკეთებისათვის საკმარისი არ არის, იფიქრეთ თქვენს ხარჯებზე და გადაწყვიტეთ, რისი შემცირება შეგიძლიათ. დანაზოგების გაკეთების გარანტია სწორედ ამაში მდგომარეობს.



მესიმ ბარსელონა დატოვა!

მესიმ ბარსელონა დატოვა!
access_time2021-08-05 23:32:50
ოფიციალურად! ეპოქა დასრულდა დიდი! მესი ბარსელონაში აღარ ითამაშებს!..მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისს ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და იმ წუთიდან "ბარსელონას" აღარ ეკუთვნოდა, არსებობდა იმედი, რომ კატალონიური გრანდი და მისი სიმბოლო მაინც მივიდოდნენ შეთანხმებადმდე.. მივიდნენ, მაგრამ... თავიდა "მარკამ" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებდა. დეტალები არ აფიშირდება. არადა, თითქოს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-05 23:55:43
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა
access_time2021-08-05 18:00:35
5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.95 თეთრით 3.0927-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0850-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთანაც გამყარდა, მათ შორის ევროსთან 1.56 თეთრით 3.6624-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.48 თეთრით 4.3066-მდე, თურქულ ლირასთან 0.52 თეთრით 0.3620-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.62 თეთრით 1.8188-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.68 თეთრით 4.2282-მდე, 1000 სომხურ...

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა

თბილისში გარე რეკლამის განთავსების 15–წლიანი ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 34,8 მლნ ლარად მოიპოვა
access_time2021-08-05 16:00:39
თბილისში გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიური უფლება „ალმამ“ 15 წლით 34 825 631 ლარად მოიპოვა. ორ ლოტად გამოცხადებული აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენდა.   მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვებას „ალმასთან“ ერთად კიდევ ერთი სარეკლამო კომპანია ცდილობდა. ბიზნეს სუბიექტებს შორის კონკურენცია 4 ბიჯით ალმას სასრგებლოდ დასრულდა. სადაც ერთი ბიჯის ღირებულება 553 910 ლარი იყო. ნებართვის თავდაპირველი საპრივატიზებო საფასური 11 078...

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

Le Figaro: ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა
access_time2021-08-05 20:00:15
ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით,...


მსგავსი სიახლეები

up