შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეროვნული ბანკი პროცესებს სრულად არის მოწყვეტილი - პაატა ბაირახტარი ლარის კურსის გამყარებაზე

შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეროვნული ბანკი პროცესებს სრულად არის მოწყვეტილი - პაატა ბაირახტარი ლარის კურსის გამყარებაზე

access_time2019-06-07 09:00:09

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების რეკორდულ მაჩვენებელს გასულ კვირაში მიაღწია. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიური გაუფასურების შემდეგ, მაისის ბოლოს 1 დოლარის ღირებულება 2.80 ლარი გახდა.



ეროვნული ბანკის მიერ გუშინ საღამოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად კი, აშშ დოლარის ღირებულებამ  2.7411 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7500 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0. 0089 შეადგინა.



რას უკავშირებენ ეკონომისტები ლარის კურსის მუდმივ ცვლილებას? რა პროცესებთან გვაქვს საქმე? ამ საკითხებზე „კომერსანტთან“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა ისაუბრა, რომელმაც ორი დღის წინ საკუთარ facebook-ზე ზედმეტი კომენტერების გარეშე დაწერა: 


ეს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი არაა! 

ეს ჯანსაღი პროცესი არაა!






. ეკონომისტი „ლარის სამყაროში“ არსებულ პროცესებს ანომალიურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მცურავი გაცვლითი კურსი სულაც არ ნიშნავს ისეთ მკვეთრ ცვლილებებს ღირებულებაში, რაც ბოლო პერიოდში ლართან მიმართებაში ხდება.



 „ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომელიც ბოლო პერიოდში დავინახეთ,  ეს იყო მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი, რადგან არ არის ახლა ისე გაუარესებული პარამეტრები, რომ რამე ფუნდამენტური მიზეზების გამო უფასურდებოდეს ლარი.  ეს იყო წმინდა აჟიოტაჟური კურსი,  რომელიც შემდგომში გადაიზარდა პანიკაში და ამან მნიშვნელოვნდ მოახდინა ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე, ეს იყო ამბავი.  მე პრინციპში ველოდებოდი იმას, რომ კურსი გამყარებას დაიწყებდა საშუალოვადიან და მოკლევადიან პერიოდში და ასეც მოხდა.



მცურავი გაცვლითი კურსით უნდათ ხოლმე ახსნან გარკვეული ნახტომისებური გაუფასურებები, სინამდვილეში მცურავი გაცვლითი კურსი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კურსი დღის განმავლობაში შესაძლებელია 2 თეთრით  გაუფასურდეს და შემდეგში 3 თეთრით გამყარდეს, ეს არის კურსის ანომალიური ქცევა. არაერთხელ ყოფილა სპეკულაციებთან დაკავშირებული ეჭვები , უბრალოდ  ჩვენ დამადასტურებელი საბუთი არ გვაქვს, რომ ეს გადაჭრით ვთქვათ.



გამოვიდა გუშინ უკან ეროვნული ბანკი და ხელოვნურად გააჩერა ლარის გამყარება თითქოს მნიშვნელოვანი გამყარება გვქონოდა სახეზე (სებ-მა 10 000 000 დოლარი შეისყიდა) . ასეთ რეალობაში ძალიან რთულია რამე პროგნოზის გაკეთება. არსებული ინტერვენცია ყოველგვარ რეალობას გასცდა, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ცენტრალური ბანკი პროცესებს სრულად არის მოწყვეტილი და ისე მიიღო ეს გადაწყვეტილება,“ - აცხადებს პაატა ბაირახტარი „კომერსანტთან“.



რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0794 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0990 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0196 ლარი შეადგინა.

 


მარიამ მორგოშია

 





გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო
access_time2020-09-18 17:09:11
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ.  სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ...

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოვიდეს

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს
access_time2020-09-18 15:48:14
„ბიძინა ივანიშვილის ინტერესი არის რომ ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს, მას  საქართველო წარმოუდგენია, როგორც  თავისი დენდროლოგიური პარკი, თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში განაცხადა სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.  ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა, უმუშევრობა, ფასების ზრდა...

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას
access_time2020-09-18 15:16:52
„წინა ხელისუფლების დროსაც ვმუშაობდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ იმ არაეფექტურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც  ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წინა მმართველობის დროს გაატარა. „წინა ხელისუფლების დროს...

ეკონომიკის მინისტრი არ უნდა საუბრობდეს ბუღალტრულ თემებზე, უნდა გვესაუბრებოდეთ ეკონომიკურ ხედვებზე - კობერიძე თურნავას

ეკონომიკის მინისტრი არ უნდა საუბრობდეს ბუღალტრულ თემებზე, უნდა გვესაუბრებოდეთ ეკონომიკურ ხედვებზე - კობერიძე თურნავას
access_time2020-09-18 14:18:32
„გვაინტერესებს რა არის თქვენი ხედვა, თუნდაც მომავალი წლის ეკონომიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით რაც უკვე ბიუჯეტში უნდა აისახოს“, - ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ ნათია თურნავას სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.     „პირველი ოქტომბრისთვის მზად უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2020-2021 წლის პროექტი. კარგი იქნება თუ დაგვანახებთ, რომ მთავრობას 2020-21 წლის ბიუჯეტის...

პროექტი ახალი გუდაური 2024 წელს დასრულდება - რა ეტაპზეა გუდაურის განვითარების გეგმა

პროექტი ახალი გუდაური 2024 წელს დასრულდება - რა ეტაპზეა გუდაურის განვითარების გეგმა
access_time2020-09-18 13:00:32
„პანდემიამ ხელი შეუშალა ახალი გუდაურის განვითარების ტემპს, მაგრამ ვეცდებით, რომ პროექტი დარჩენილ 3-4 წელიწადში მთლიანად დავასრულოთ,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ იურისტმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა. გუდაურში კომპანია „რედკომ“ მასშტაბური პროექტის „ახალი გუდაურის“ განვითარება 2016 წელს...


მსგავსი სიახლეები

up