შსს მედიაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანა და სიცრუის ტირაჟირება ხდება

შსს მედიაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანა და სიცრუის ტირაჟირება ხდება

access_time2021-01-24 11:08:18

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანა და სიცრუის ტირაჟირება ხდება.

შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გასულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან. გადაცემის ანონსის გასვლამდე, არც გადაცემის და არც კონკრეტული სიუჟეტის ავტორები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არ დაკავშირებიან და ანონსიდანვე მტკიცებით ფორმაში განავითარეს აზრი, რომ პოლიციელები არღვევენ კანონს და მფარველობენ პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს. მხოლოდ ანონსის გასვლის შემდეგ, გადაცემის და სიუჟეტის ავტორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კონკრეტული სახელის და გვარის ადამიანების შესახებ გადაამოწმეს ინფორმაცია და იკითხეს, იყვნენ თუ არა ისინი პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ეკუთვნოდათ თუ არა მათ სოციალური ქსელის კონკრეტული პერსონალური გვერდები.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მათ მიერ დასახელებული არც ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდეთ, მათ მტკიცებით ფორმაში განაცხადეს, რომ მათ მიერ დასახელებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები არიან. რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ ფოტოს, რომელიც ჟურნალისტებმა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდიდან აიღეს და მასზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ვინმე ბექა შელია არის პოლიციის თანამშრომელი, ეს ინფორმაცია არის სიცრუე და ფოტოზე ასახული პირი არ არის ბექა შელია. უფრო მეტიც, აღნიშნული ფოტო არის საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი საიმიჯო ფოტო და მისი გამოყენება ღია წყაროებიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.


მედიის მხრიდან მცდელობა, მტკიცებით ფორმაში საუბრით მაყურებელი დაარწმუნონ პოლიციელთა ვითომ უკანონო საქმიანობაში, არის საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანა და სიცრუის ტირაჟირება. არა მხოლოდ აღნიშნული მედიასაშუალების, არამედ სხვა ტელეკომპანიების მიერ, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, განსაკუთრებული აქტიურობით ხდება ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება. აღნიშნული არის თავდასხმა პოლიციაზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(NS)


თეგები:
შსს



„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-03-05 15:00:36
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფორმატით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომელთა უმეტესობა წლების მანძილზე დაგროვდა და სახელმწიფოს დროულ რეაგირებას საჭიროებს. როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებში არ ჰყავს ერთი პირდაპირი კურატორი, რომელიც მოისმენს მათ წინაშე არსებულ...

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ - World Class

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ -  World Class
access_time2021-03-05 17:30:20
თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე თებერვლის ბოლო კვირაში მიიღეს. World Class-მა გახნის დღისთვის მზადება უკვე დაიწყო. პრემიუმ კლასის ფიტნეს ცენტრის შემადგენლობაში საუნაც შედის, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება შესვლის საშუალება. ხოლო პირბადის ტარება სავალდებულო წინა გახსნის დროსაც იყო, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ზონებში. „დავიწყეთ...

ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკით საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ მოხვდები - პაატა ღაძაძე

ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკით საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ მოხვდები - პაატა ღაძაძე
access_time2021-03-05 15:30:42
ქვეყანაში, როდესაც ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკაა, საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ ხვდები, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ განუცხადა. „მიუხედავად ამისა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქვეყნის ეპიდემიოლოგიური ვითარება დრამატულად ცუდი არ არის. სახელმწიფოს მხრიდან ცეცხლის ჩამქრობ ვითარებაში ყოფნა და მართვა აღარ არის ადეკვატური, აღარ მუშაობს. დღეს მუშაობს სისტემური მიდგომა, წინასწარი ლოჯისტიკური მომზადება, არამარტო...


მსგავსი სიახლეები

up