შსს მძღოლების დაჯარიმების გახშირების მიზეზებს განმარტავს

შსს მძღოლების დაჯარიმების გახშირების მიზეზებს განმარტავს

person access_time2016-03-22 09:05:13

პატრულის მიერ 200-ლარით დაჯარიმებული მოქალაქეების ნაწილი საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ სასამართლოში საერთო სარჩელს შეიტანს.  სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ შექმნილ გვერდზე STOP-ი ერთიანდებიან მძღოლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პატრულმა უსაფუძვლოდ დააჯრიმა დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის. მძღოლების ინფორმაციით, მათ დგომისას არც საცობი და არც სხვა ტიპის საგზაო შეფერხება არ  გამოუწვევიათ.


ერთ-ერთი, ვინც სარჩელის შეტანას სასამართლოში აპირებს, გეგა კალმახელიძეა. მისი თქმით, პატრული უსაფუძვლოდ აჯარიმებს მძღოლებს, რისი დადასტურებაც მას საკუთარი მაგალითით შეუძლია.


„მე პირადად დამიწერეს 200-ლარიანი აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში. ვიდეო მაქვს, სადაც ჩანს, რომ არც საცობს ვქმნი და არც ვაფერხებ სიტუაციას. ეს ვიდეომასალა საპატრულოში გასაჩივრებისას დავურთე, მაგრამ არ მიიღეს, როგორც მასალა. პატრულის ჩვენება უფრო სანდოდ მიიჩნიეს, ვიდრე ჩემი ვიდეოფირი“,- აცხადებს გეგა კალმახელიძე „კომერსანტთან“ საუბრისას.


არასამთავრობო ორგზანიაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი  მიიჩნევს, რომ დაჯარიმების კანონიერება და მიზანშეწონილობა სასამართლოს გასარჩევია. ზოგადად, პატრულის გააქტიურებას გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებით კი ეკა ლალიაშვილი მიესალმება.



ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით მართლა მაღალი ჯარიმაა და ბევრ ადამიანს უჭირს ამის გადახდა.  მეორე მხრივ, ისეთ შემთხვევებს ვაწყდებით ქალაქში, ისეთი უკულტურო მძღოლები არიან , ნამდვილად უნდა დაჯარიმდნენ ეს ადამიანები, რომ მეორედ არ გაიმეორენ ასეთი რამ. ამ ადამიანებისთვის 10 ლარიანი ჯარიმა არის ძალიან დაბალი. რეალურად ჯარიმის სიდიდის გამო ატყდა ამხელა ამბავი“,- აცხადებს ეკა ლალიაშვილი და აღნიშნავს, რომ პრეტენზიების მქონე ადამიანებმა საკუთარი უფლებები სასამართლოში უნდა დაიცვან და არა ქუჩაში აქციების მეშვეობით.


„კომერსანტი“ კომენტარის მოპოვებას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც შეეცადა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ საპატრულო პოლიციამ გაამკაცრა ადმინისტრირება ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა დგომა-გაჩერების წესების დარღვევა, რომელიც  შეფერხებას ან საცობს ქმნის.


ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მძღოლთა მიერ მიერ დგომა-გაჩერების წესების უგულებელყოფის შემთხვევები, რაც გამოიხატება სატრანსპორტო საშუალების გზის სავალი ნაწილის სამოძრაო ზოლში გაჩერებით. იმ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და, შესაბამისად, მოძრაობის ინტენსივობის ზრდას, ამგვარი შემთხვევები მნიშვნელოვნად აფერხებს საგზაო მოძრაობას და ქმნის მისი პარალიზების მაღალ რისკს. აღნიშნული გარემოებების გამო, შსს- საპატრულო პოლიცია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იძულებულია გაამკაცროს ადმინისტრირება დგომა-გაჩერების ისეთ დარღვევებზე, რომლებიც იწვევს საგზაო მოძრაობის შეფერხებასა და .. საცობის შექმნას“,- განუცხადეს „კომერსანტს“ საპატრულო პოლიციაში.


ამასთან, უწყება განმარტავს საგზაო მოძრაობის შესახებკანონის იმ ნაწილს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების დგომაგაჩერების წესებს არეგულირებს.


 

საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებკანონის 37– მუხლით განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალების დგომაგაჩერების წესები, რომლებიც მოიცავს როგორცგაჩერება აკრძალულიადადგომა აკრძალულიაამკრძალავ ნიშნებს, ასევე დგომაგაჩერების წესებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, ის უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს და .. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125– მუხლის მე–8 ნაწილით ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს ამკრძალავი ნიშნებისგაჩერება აკრძალულიადადგომა აკრძალულიამოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 10 ლარის ოდენობით. მოქმედი კანონმდებლობით, უფრო მკაცრი ადმინისტრაციულ პასუხიმგებლობაა დაწესებული, როდესაც ზემოაღნიშნული დგომაგაჩერების წესების დარღვევას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რამაც გამოიწვია საცობი. ეს ითვალისწინებს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, დამრღვევი შეიძლება გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან და უფლებამოსილი პირი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლოს“,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

 




ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია

ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-03-05 13:00:52
ფულადი დახმარების გარეშე დარჩენილი რესტორნებისთვის ასოციაცია ეკონომიკურ გუნდთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს. მსჯელობა იქნება როგორც რეგიონში არსებული ასევე მსხვილი რესტორნებისთვის გარკვეული დახმარების გამოყოფაზე. „პანდემიის დაწყებიდან დღემდე იყო დახმარების რამდენიმე პაკეტი. ეს იყო საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, საბანკო პროცენტების სუბსიდირების პროგრამა და ბოლო ფულადი დახმარება. რა თქმა უნდა, ყველა რესტორანი ერთდროულად ამ სამ დახმარების პაკეტს ვერ...

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“
access_time2021-03-05 11:00:01
2020 წლის კრიზისის ფონზე, საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სხდომის გადაწყვეტილების...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...

მთავრობა 500 მლნ დოლარიანი ვალის დაფარვას ახალი ვალით გეგმავს

მთავრობა 500 მლნ დოლარიანი ვალის დაფარვას ახალი ვალით გეგმავს
access_time2021-03-05 12:00:40
$500 მლნ-ის ღირებულების ევროობლიგაციების დაფარვის დრომდე 1 თვეღა დარჩა. მთავრობა მის გასტუმრებას ახალი სესხით გეგმავს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეფინასნირების თაობაზე მოლაპარაკებები საერთაშორისო საინვესტიციო ბანკთან დაიწყება. ევროობლიგაციების ისტორია 2008 წლის აპრილში იწყება. ინიციატივა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს ეკუთვნოდა. მაშინ ლონდონის ბირჟაზე გათავსებულ ობლიგაციებში მთავრობა ძალიან მაღალ 7.5%-იან სარგებელს არიცხავდა, თუმცა იმ პერიოდში...


მსგავსი სიახლეები

up