შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

access_time2019-10-11 10:05:29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

 


„შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო ნარკოტიკული საშუალებები: 5 კილო და 255 გრამი „კოკაინი“, 1 კილო და 362 გრამი „ჰეროინი“, 4222 აბი „სუბუტექსი“, 675 კაფსულა და 896 აბი „ტრამადოლი“, 579 აბი და 58,3 გრამი „მეტადონი“, 338 აბი და 21,9 გრამი „კოდეინი“, 996 აბი „ამფეტამინი“, 8678 კაფსულა და 198 აბი „პრეგაბალინი“ და 33,7 გრამი „მორფინი“. ასევე, განადგურებულია, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები გაანადგურა.

 

უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“
access_time2020-03-31 16:00:30
„ჯორჯიან ეარვესის“  ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ...

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“
access_time2020-03-31 11:30:44
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სრულ კარანტინსა და საკომენდანტო საათზე სოციალურ ქსელ faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამე უცნობია, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შესაძლებელია ერთი რამის თქმა: ბრძოლის მიზანი უნდა იყოს ინფიცირებით გამოწვეული გართულებული შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს ისე მკვეთრად რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ შესძლოს...


მსგავსი სიახლეები

up