რუსთავში კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო

რუსთავში კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო

access_time2021-10-24 16:47:01

რუსთავში, დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

დათო კირკიტაძის შტაბზე ყველა თავდამსხმელისა და მოძალადის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი ინფორმაციით, დავით კირკიტაძის შტაბზე თავდასხმა იმ პირებმა განახორციელეს, რომლებიც 14 ოქტომბერს რუსთავიდან თავისუფლების მოედანზე გასამართ აქციაზე მიმავალ პირებს ცოცხებით დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

,,დავით კირკიტაძეს შტაბს თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ფიზიკურად გაუსწორდნენ შტაბის წევრებს, რუსთავის საკრებულოს მოქმედ დეპუტატებს. ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამ ხალხმა 1 კვირის წინ იძალადა რუსთავში მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, არანაირი რეაგირება არ მომხდარა მაშინ და შედეგად, ეს გაკადნიერებული ხალხი ბედავს, რომ ოფისზე ახორციელებენ თავდასხმას. მოვუწოდებ ოპოზიციურ ამომრჩეველს სიმშვიდისკენ, არ უნდა ავყვეთ „ქართულ ოცნებას“ დაპირისპირებაში და გესლის ნთხევაში. ისინი არიან სუსტები, როგორც არასდროს და იციან, რომ 30 ოქტომბერს მარცხდებიან, ამიტომ დაკარგეს სახე. კატეგორიულად მოვითხოვთ უახლოეს საათებში ყველა მოძალადე და თავდამსხმელი დათო კირკიტაძის შტაბზე დაისაჯოს კანონის სრული ძალით. ამავე დროს, მინდა საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიებს მივმართო, რომ რუსთავში გამოცხადდნენ და მთელმა მსოფლიომ გაიგოს რა არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ქართული ოცნების  რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებითა და დესტრუქციით ცდილობს, რუსთავში დაძაბულობა შექმნას. მისი თქმით, ზოგადად, ძალადობა, ადამიანის დამცირება, ფიზიკური შეურაცხყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

„ეს განსაკუთრებით „კარგად“ გამოსდიოდა წარსულში და როგორც ჩანს, ახლაც გამოსდის დავით კირკიტაძეს. ამ ქალაქში გვინდა, რომ მშვიდობიანად ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია და ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს. მათი მხრიდან პირველი ტურის პერიოდშიც და ახლაც არის დესტრუქცია და პროვოკაცია იმის თაობაზე, რომ რუსთავში ხელოვნურად შექმნან დაძაბული სიტუაცია. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არავის აწყობს. დავით კირკიტაძემ უკვე იცის, რომ რუსთავს გარდაუვლად წააგებს, ნერვებმაც უმტყუნა და გადავიდნენ სწორედ ასეთ მეთოდებზე, რომ პროვოკაციით შექმნან ამ ტიპის დაძაბული სიტუაცია რუსთაველებში. რუსთაველებს აპირისპირებს ერთმანეთს“, - განაცხადა ლაცაბიძემ.


შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება იყო. დავით კირკიტაძის ინფორმაციით, ოფისზე მოხდა თავდასხმა და იყო შეჭრის მცდელობა. მისივე თქმით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. როგორც დავით კირკიტაძე აცხადებს, იდენტიფიცირებული არიან ინციდენტში მონაწილე პირებიც და ისინი 14 ოქტომბერს, ე.წ. „ცოცხების აქციის მონაწილეები არიან.








ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up