ქუთაისის აეროპორტიდან უცხოელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს რამდენ მოქალაქეს ეთქვა უარი ევროპის ქვეყნებში გამგზავრებაზე შსს არ ასაჯაროებს

ქუთაისის აეროპორტიდან უცხოელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს რამდენ მოქალაქეს ეთქვა უარი ევროპის ქვეყნებში გამგზავრებაზე შსს არ ასაჯაროებს

access_time2019-08-13 11:05:33

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას, ქუთაისის აეროპორტში უცხოელი მესაზღვრეების განთავსების შემდეგ, საქართველოს რამდენ მოქალაქეს ეთქვა უარი ევროპის მიმართულებით გამგზავრებაზე.


შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით „ინტერპრესნიუსმა“ შსს-ს ორჯერ მიმართა, თუმცა უწყებამ სააგენტოს სტატისტიკა არც ერთ შემთხვევაში არ მიაწოდა.


უფრო კონკრეტულად, „ინტერპრესნიუსი“ შსს-ში გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ითხოვდა ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე თვის წინ განთავსებული უცხოელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით გამზავრებაზე უარის თქმის შემთხვევების სტატისტიკას, თუმცა უწყებამ სააგენტოს საპასუხოდ შემდეგი შინაარსის წერილი გამოუგზავნა: „საერთაშორისო აეროპორტებში, ავიაკომპანიის მიერ მგზავრთათვის ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და გაცემა არ შედის სამინისტროს კომპეტენციაში“. აღნიშნულის შემდეგ „ინტერპრესნიუსმა“ შსს-ს ოფიციალური წერილი მეორედაც გაუგზავნა, სადაც სააგენტომ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ ითხოვდა არა ავიაკომპანიის მიერ მგზავრთათვის ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევების სტატისტიკას, არამედ უცხოელი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების ევროპის მიმართულებით გამგზავრებაზე უარის თქმის შესახებ მონაცემებს, რაზეც ამჯერად უწყებამ სააგენტოს აცნობა, რომ „ვერ განიხილავდა „ინტერპრესნიუსის“ აღნიშნულ ოფიციალურ წერილს, რადგან სააგენტოს ამ თემაზე პასუხი უკვე გასცა“.



„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხის გარკვევას „აეროპორტების გაერთიანებასთანაც“ შეეცადა, თუმცა პრესსამსახურის განმარტებით, სასაზღვრო კონტროლი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის.


შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტში ქართველ მესაზღვრეებთან ერთად უცხოელები, მათ შორის ფრანგი და ბერძენი მესაზღვრეები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან განთავსდნენ.


IPN






ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს" განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს
access_time2019-08-25 14:00:59
პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.   სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.   „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო...

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს
access_time2019-08-25 12:00:23
თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამთავრებული 25 წლის საბა გოგოლიძე ოქტომბრიდან კარიერას ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „ამაზონში“ გააგრძელებს.   საბა გოგოლიძეს მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს.   როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ამაზონის“ გუნდს მინიმუმ ერთი წლით შეუერთდება და მუშაობას ლუქსემბურგის ოფისში 14 ოქტომბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up