შრომით ურთიერთობებში დამატებითი ანტიდისკრიმინაციული საკანონდებლო გარანტიები ინერგება

შრომით ურთიერთობებში დამატებითი ანტიდისკრიმინაციული საკანონდებლო გარანტიები ინერგება

access_time2018-02-23 10:33:18

საქართველოს პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს „საქართველოს შრომის კოდექსში“ და სამ სხვა ნორმატიულ აქტში ცვლილებებს, მათ შორის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში. ცვლილებების მიზანი, დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მიმართული დამატებითი საკანონმდებლო გარანტიების შექმნაა. 



“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები მოიცავს არათანასწორი მოპყრობის აკრძალვას წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, როგორიცაა ვაკანსიის გამოქვეყნება და გასაუბრების ეტაპი, ხოლო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის ცვლილებები ითვალისწინებს დისკრიმინაციის აკრძალვას, ასევე, შრომითი ურთიერთობის სხვა ეტაპებზეც. 


„ცვლილებები გამოწვეულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებით, კერძოდ შეთანხმების XXX დანართის მიხედვით, რომელიც ეხება დასაქმებას, სოციალურ პოლიტიკას და თანაბარი შესაძლებლობებს. შეთანხმების მიღებიდან სამი წლის განმავლობაში (2019 წლის 1 ივლისამდე) უნდა მომხდარიყო ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა შემდეგ ევროდირექტივებთან: 2000/43/EC, 2000/78/EC, 2004/113/EC. 
უფრო კონკრეტულად განვიხილოთ თუ რა ცვლილებები შედის „შრომის კოდექსში“: 



კოდექსის იმ ნორმაში,1 სადაც საუბარია სახელშეკრულებო და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციის აკრძალვაზე, დაკონკრეტებულია, რომ წინასახელშეკრულებო ურთიერთობა მოიცავს ასევე ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებას და, შესაბამისად, მასზეც უნდა გავრცელდეს ანტიდისკრიმინაციული რეგულირებები. 



დამსაქმებელს ეკრძალება დასაქმებულის გათავისუფლება, ან რაიმე სახით მასზე ზემოქმედება იმ მიზეზით, რომ მან „დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან“. შესაბამის ორგანოში იგულისხმება სახალხო დამცველი, შსს, პროკურატურა და ა.შ. ნორმის მიზანია ანტიდისკრიმინაციული რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტური გამოყენების წახალისება და მათი დამსაქმებელთა მხრიდან შესაძლო ზეწოლისგან დაცვა. 



შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად2, დამსაქმებელს უფლება აქვს წინასწარ მოიპოვოს ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რაც გულისხმობს ინფორმაციის შეგროვებას როგორც ღია, (მაგ.: სოციალური ქსელები) ასევე დახურული (მაგ.: ცნობა ნასამართლეობის შესახებ) წყაროებიდან. ცვლილება ამ უფლებას უნარჩუნებს დამსაქმებელს, თუმცა უკრძალავს მას ისეთი ინფორმაციის მოთხოვნას კანდიდატისაგან, რომელიც ეხება კანდიდატის რელიგიას ან რწმენას, შეზღუდულ შესაძლებლობებს, სექსუალურ ორიენტაციას, ეთნიკურ კუთვნილებას, ორსულობას (გარდა იმ შემთვევებისა, როდესაც ეს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელი გარემოებაა). რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ჩამოთვლილი გარემოებები მკაფიოდ და ცხადად არ იქნება დაკავშირებული შესასრულებელ სამუშაოსთან, ამ საკითხებზე გასაუბრების დროს კითხვის დასმაც კი დისკრიმინაციად ჩაითვლება.

 

კანონპროექტით განსაზღვრულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომ შინაგანაწესში და მარეგულერებელ დოკუმენტაციაში ასახოს დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები და გააცნოს ის კანდიდატს. 




„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონს ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც გარანტირებულია თანაბარი მოპყრობის პრინციპი კარიერული წინსვლის ხელმისაწვდომობაზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და შრომის ანაზღაურების პირობებზე, დასაქმებულთა ან დამსაქმებელთა ორგანიზაციის წევრობაზე და საქმიანობზე და ა.შ. დისკრიმინაციის აკრძალვის ზოგადი ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობაში, ცხადია, ამ ურთიერთობებზეც ვრცელდებოდა, თუმცა საქმიანობის სფეროების კონკრეტულად მითითებამ შესაძლოა მეტი სიცხადე და, შესაბამისად, ეფექტურობა შეიტანოს კანონის პრაქტიკაში მოქმედებისას. 



შრომით წინასახელშეკრულებო ურთიერთობების დროს დისკრიმინაციის პრობლემა საქართველოში აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები. სახალხო დამცველის ზოგად წინადებაში3 „დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითზე“ აღწერილია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ინტერნეტ რესურსზე ქვეყნდებოდა ვაკანსიები, სადაც დაუსაბუთებლად იყო მოთხოვნილი კონკრეტული სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, ისეთი სუბიექტური კატეგორიები, როგორიცაა, მაგალითად, „სრულიად უკომპლექსო“ და ა.შ. 



მიგვაჩნია, რომ ინიცირებული ცვლილებები დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენის ახალ მექანიზმს არ ქმნის და დავის შემთხვევაში მხარეები სასამართლო წესით იდავებენ, თუმცა, იძლევა დამატებით საკანონმდებლო გარანტიებს იმისთვის, რომ შეიზღუდოს შრომით ურთიერთობებში არათანასწორი მოპყრობის პრაქტიკის განვითარება. თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატსაც ექმნება მკაფიო სამართლებრივი საფუძველი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინოს რეაგირება4 დისკრიმინაციის შემთხვევებზე. 



„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიესალმება დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციას. მნიშვნელოვანია, კანონის იმპლემენტაცია მოხდეს კანონის მიზნების შესაბამისად, შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტების საფუძვლიანი და მხარეთა ჩართულობით შესწავლით, რათა კანონის ცვლილებები დაუსაბუთებელ ბარიერად არ იქცეს შრომით ურთიერთობაში. ამავე დროს მნიშვნელოვანია, ახალი რეგულაციების შემოღებისას მოხდეს საზოგადოების იმ ჯგუფების ინფორმირება, ვისზეც კანონის მოქმედება გავრცელდება. ასევე, აუცილებელია, განხორციელდეს კანონმდებლობასთან დაკავშირებით რეგულირების გავლენის შეფასება“, - განმარტავენ არასამთავრობოში. 



ბლოგი მომზადდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამისდემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოშიდაფინანსებული პროექტისპარლამენტის ანგარიშვალდებულების და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის გაძლიერებისფარგლებში. ბლოგში გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდსაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსდა არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.







კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up