შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი აპრილში 185 ლარამდე გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, მარტში ეს მაჩვენებელი 181,2 ლარი იყო.
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი აპრილში 163,9 ლარით განისაზღვრა - ანუ საქსტატის მეთოდოლოგიით სწორედ ეს თანხა უნდა იყოს საკმარისი, რათა 30 დღის განმავლობაში საშუალო მომხმარებელმა იცხოვროს - გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, ისარგებლოს ტრანსპორტით, შეიძინოს ტანსაცმელი და სრულფასოვნად იკვებოს.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმს ოჯახების ტიპების მიხედვით, საქსტატის დაანგარიშებით ორსულიანი ოჯახისთვის ერთი თვის საარსებო მინიმუმი 262 ლარია, სამსულიანი ოჯახისთვის - 295 ლარი, ოთხსულიანი ოჯახისთვის 327 ლარი.
საქსტატის მონაცემებით ერთ თვეში ხუთსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 368,7 ლარია, ექვსსულიანი და მეტი წევრის მქონე ოჯახისთვის კი - 435,9 ლარი.