თბილისში სამშენებლო კომპანიები შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო, მილიონ 600 ათასი ლარით დააჯარიმეს

თბილისში სამშენებლო კომპანიები შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო, მილიონ 600 ათასი ლარით დააჯარიმეს

access_time2019-08-13 14:00:07

შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის გამო, თბილისში სამშენებლო კომპანიები მილიონ 600 ათასი ლარით დააჯარიმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ავრცელებს.


უწყების ცნობით, ერთობლივი მონიტორინგის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, 2019 წლის 3 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 30 ობიექტი.


შემოწმებული ობიექტებია: შპს „ნიუ გრუპ პლიუსი“, ამხანაგობა სიმაღლე წერეთლი, შპს ,,იმფაირ ბილდინგ“, შპს ,,პლატინიუმ ვაზისუბანი“, შპს ,,ორჯ ორთაჭალა“, შპს „სამშენებლო ინვესტიციები ვერაზე“, შპს ,,ეს დი ჯი“, შპს ,,სან დეველოფმენთი“, შპს ,,თორი“, შპს ,,ბალავარი პროპერტის“, შპს ,,ჯეო ქონსტრაქშენი“, შპს ,,ჰაუსარტ-ლუქსი“, შპს ,,საბურთალო პალასი“, შპს ,,იუნიქსი“, შპს ,,ზ და დ გლობალ ბილდინგ კომპანი“, შპს ,,ქიაჩელი რეზიდენსი“, შპს ,,აგორა“, შპს ,,ქართულ-ესპანური სამშენებლო კომპანია-2017“, შპს ,,კიკვიძე 1“, შპს ,,რესტარტ“, შპს ,„ტჯ ჯგუფი“, შპს ,,ვესადენი“, შპს ,,ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“, შპს „ლუქსორ აპარტამენტები“, შპს „მწვანე სახლი“, შპს ,,ჯორჯიან ფექიჯინგი“, შპს ,,ემ დე კა+“, შპს ,,სოლოლაკი რაიზ“, შპს ,,დ+დ“, სს ,,ეს ჯგუფი“.



უწყების ცნობით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები: რისკების შეუფასებლობა; სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა; დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა, ადამიანების ვარდნა); რასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები; ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები; ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა; აღჭურვილობის გაუმართაობა; შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა; მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა; ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.


შრომის ინსპექციის მონაცემებით, 30-ვე ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ შვიდიდან 14 დღემდე ვადა, ასევე 20 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 21 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 605 500 ლარის ოდენობით. მანამდე, 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში ჯამში მილიონ ლარამდე ჯარიმა გამოიწერა.


ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც 2019 წლის 23 ივლისს დაიწყო, ჯამში, 12 აგვისტოს ჩათვლით, 86 ობიექტი შემოწმდა.





სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს
access_time2019-11-15 14:30:45
„დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია“, – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა,პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა. მისი თქმით, ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, საქართველოს მსგავსად ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს: „რამდენად საგანგაშოა ამჟამად არსებული ვალის ნიშნული? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნიშნული არ არის...


მსგავსი სიახლეები

up