„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ბიზნესომბუდსმენის 4 შენიშვნიდან  ორი პარლამენტმა სრულად გაითვალისწინა

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ბიზნესომბუდსმენის 4 შენიშვნიდან ორი პარლამენტმა სრულად გაითვალისწინა

access_time2018-10-08 13:14:48

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტს რეკომენდაციით მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მიმართა. რეკომენდაცია 4 კრიტიკულ საკითხს მოიცავდა, რომელთაგანაც 2 უკვე გათვალისწინებულია საკანონმდებლო ორგანოს მიერ. შედეგად, შრომის პირობების მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექციის) არ ექნება შრომითი უფლებების დაცვის კონტროლის უფლებამოსილება და მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექციის) წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა არ იქნება სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება.


მიუხედავად ამისა, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ისევ აქტიურად აგრძელებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას, მნიშვნელოვნად მიიჩნევს კერძო სექტორის მოთხოვნებს და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ახალი რეკომენდაციით მიმართვას.
ჩვენი აზრით, დაგეგმილ ცვლილებებში კვლავ რჩება 2 კრიტიკული საკითხი: „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება ეკონომიკის ყველა დარგზე და შრომის პირობების მაკონტროლებელი ორგანოს (შრომის ინსპექციას) უფლება შევიდეს ნებისმიერ სამუშაო ადგილას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ჯერადობით, წინასწარი შეტყობინებისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე.


კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენრათქმაუნდა, ვიზიარებთ დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორთა სულისკვეთებას და ვთვლით, რომ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისთვის შესაბამისი სისტემის შექმნა სწორედ სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული საკითხები, რომელიც ისევ რჩება შემოთავაზებული წინადადებებს შორის დამატებით გააზრებას საჭიროებს, ვინაიდან მათი პრაქტიკაში რეალიზებისთვის არც მაკონტროლებელი ორგანო (შრომისინსპექცია) და არც ბიზნესი ამ ეტაპზე მზად არ არის.







რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები
access_time2021-02-28 11:00:17
“მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს და პარლამენტარებს, რომ ბიზნესს არ აინტერესებს მათი აბდაუბდის მოსმენა”-ეს განცხადება bm.ge-თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა.ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესის როლზე საუბრობს და პოლიტიკოსებს ბიზნესის კრიტიკის ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.“ბიზნესი მიეჩვია განვითარდეს, იპოვოს თავისი გაზა, მოუაროს თავის ბიზნესს. აღმოჩნდა, რომ ბიზნეს საზოგადოება...

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის
access_time2021-02-28 10:00:11
თიბისი კაპიტალში საქართველოში იანვარში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას მოლოდინებთან შესაბამისს უწოდებენ. ამავდროულად საინვესტიციო კომპანია არც წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და მიიჩნევს, რომ მომდევნო 2 თვეში ქვეყანაში იანვართან შედარებით ეკონომიკური ატივობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, ლოქდაუნის შემოღების შედეგებს და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული...

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები
access_time2021-02-27 20:30:47
20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?   1.ვაქცინაციის დაჩქარება აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.   1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით...

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...


მსგავსი სიახლეები

up