„შრომის უსაფრთხოების ნორმების დასაცავად კერძო სექტორს მოსამზადებლად დრო სჭირდება“

„შრომის უსაფრთხოების ნორმების დასაცავად კერძო სექტორს მოსამზადებლად დრო სჭირდება“

access_time2019-04-23 16:00:40


შრომის უსაფრთხოება - რა ხარვეზებია ამ მიმართულებით და რატომ უნდა ჰყავდეს კომპანიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ? ამ საკითზე რადიო კომერსანტს კომპანია Geosafety-ს დამფუძნებელი კახა დათიაშვილი ესაუბრა.



შრომის უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბარი პირველ რიგში, დამსაქმებლისა და დასაქმებულის ცნობიერების ამაღლების საჭიროებით უნდა დავიწყოთ. საჭიროა ამ მიმართულებებით სწავლებები, ყველა კომპანიამ უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებენ, როგორ და რანაირად უნდა მოიქცნენ, კონკრეტული რისკის შემცველ სიტუაციაში. სახელმწიფოდან ამ მიმართულებით კერძო სექტორის კონტროლი ნამდვილად ხდება, უბრალოდ, კერძო სექტორს მოსამზადებლად დრო სჭირდება. სამწუხაროდ, ბაზარზე სპეციალისტების ნაკლებობა გვაქვს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესია არ გულისხმობს მხოლოდ ცოდნას ჩაფხუტის დაფარების შესახებ, აქ საუბარია, მთელ რიგ დოკუმენტაციის მომზადებაზე, რისკების გაანალიზებაზე.



იანვრიდან უკვე დამტკიცდა ის აკრედიტებული კომპანიები, რომლებიც დაიწყებენ ამ დარგის სპეციალისტების გადამზადებასა და სწავლებას. განათლების სფეროში, ამ მიმართულებით აუცილებელია პრაქტიკული ნაწილის დამატება. საერთაშორისო პროექტებში ნამუშევარ სპეციალისტებსაც კომპანიებთან მუშაობის პროცესში უწევთ ქართულ კანონმდებლობასთან მორგება, რაც გარკვეული სახის პრობლემებს ქმნის.




ყველა მძიმე და საშიში პირობების მქონე სამუშაოზე კომპანიებს უნდა ჰყავდეთ კვალიფიციური კადრი. ამას უკვე კერძო სექტორს კანონი ავალდებულებს. თუ ასზე მეტი ადამიანია დასაქმებული მსგავსი ტიპის სამუშაოზე, მაშინ კომპანიამ უნდა იზრუნოს სამსახურის შექმნაზე, სადაც მინიმუმ ორი სპეციალისტი ეყოლება.



კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს კადრების კონტროლი დამსაქმებლის მხრიდან, რაც ძალიან რთულია. დამსაქმებელი ხშირად, ვერ აკონტროლებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, არადა ბუნებრივია, რომ მასაც სჭირდება კონტროლი. მეორე მხრივ, დასაქმებულებს არ აქვთ შესაბამისი ცნობიერება, გაერკვიონ სპეციალისტის საქმიანობაში. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა დამსაქმებელი ჩაერთოს ამ სისტემაში და აკონტროლოს სპეციალისტის საქმიანობა.



დამსაქმებლისთვის პერსონალის უსაფრთხოება უნდა იყოს პრიორიტეტი. ერთი ინციდენტსაც კი შეუძლია კომპანიის დაღუპვა. ეს ფაქტი, როგორც მორალურ, ისე მატერიალურ ზიანს მიაყენებს მას, რაც რა თქმა უნდა, რეპუტაციაზე იმოქმედებს. ამდენად, დამსაქმებელმა მთავარ პრიორიტეტად პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უნდა განსაზღვროს. თუ დამსაქმებლისთვის ეს იქნება მეორეხარისხოვანი, ან ზედმეტ ხარჯად ჩათვლის, ვერასდროს მივალთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს პრობლემა იყოს აღმოფხვრილი.



ჩვენი კომპანია 70-მდე კომპანიას ემსახურება, ვატარებთ რეგულარულ სწავლებებს, ვგეგმავთ ასევე პროექტს, რომელშიც ჩართული იქნება 50 კომპანიის პერსონალი და მოვახდენთ მათ სწავლებას სრულიად უფასოდ. ყველა კომპანიას სურს, რომ დაცული იყოს შრომის უსაფრთხოება, უბრალოდ, ზოგიერთმა მათგანმა არ იცის, როგორი სახით უნდა გააკეთოს ეს. სპეციალისტები ამ მიმართულებით ბევრნი არ არიან. უნდა ითქვას, რომ ჩვენთან ურთიერთობით კომპანიები კმაყოფილები არიან, რადგან ეს პრობლემა მათი დღის წერიგიდან მოხსნილია, - ამბობს კახა დათიაშვილი.


კომერსანტი





ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up