შრომის უსაფრთხოების კანონის აღმასრულებელი სპეციალისტების  გადამზადება შეჩერებულია

შრომის უსაფრთხოების კანონის აღმასრულებელი სპეციალისტების გადამზადება შეჩერებულია

access_time2020-01-24 11:30:30

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც ძალაში 2019 წლის 19 თებერვალს შევიდა, სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტ ნორმასა და ვალდებულებას უწესებს როგორც დამსაქმებელს, ისე შრომის ინსპექციის დეპარტამენტს.  დამსაქმებელს უკვე კანონი ავალდებულებს,  შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ შეძლებენ ორგანიზაციები ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნის შესრულებას და სად გადაამზადებენ ორგანიზაციები თანამშრომლებს, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობას შეასრულებენ.


როგორც გავარკვიეთ, დღეს არ მოქმედებს არცერთი სასწავლო ცენტრი, რომელიც სპეციალისტებს გადაამზადებს აკრედიტებული პროგრამით და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს. 14 ორგანიზაციიდან, რომლებიც სპეციალისტებს ამზადებდნენ, 2019 წლის ბოლოდან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადების აკრედიტებული პროგრამის განხორციელების უფლება შეუჩერდათ.


შეჩერების მიზეზებზე საუბრობენ, როგორც სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელები, ასევე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტშიც.


სასწავლო ცენტრებისთვის ლიცენზიის შეჩერების საკითხს შრომის უსაფრთხოების სასწავლო ცენტრ „ბაუსეიფტის“ დირექტორი ზურაბ გელაშვილის განცხადებით, სწავლების შეჩერების მიზეზი, 2019 წლის ბოლოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაა, რითაც შეიცვალა პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები.


„ორგანიზაციები, რომლებიც სწავლებას ახორცილებენ, მინისტრის ახალი ბრძანებით დამტკიცებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ასევე, პროგრამის გავლის მსურველებისთვის შეიცვალა გამოცდის ჩაბარების მეოთოდიც, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლების დასრულების შემდეგ სასერტიფიკატო გამოცდა სამინისტროში ან სამინისტროს მიერ კონკურსის წესით გამოვლენილ საგამოცდო ცენტრებში უნდა ჩააბარონ. აღსანიშნავია, რომ ასეთი საგამოცდო ცენტრები ჯერ კიდევ არ არის შექმნილი.“ - აცხადებს  ზურაბ გელაშვილი.



მისი განცხადებით დიდი მოთხოვნის მიუხედავად კომპანია ორ თვეზე მეტია გაჩერებულია.


„შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, ბოლო წლებში მრავალი საკანონმდებლო აქტისა და განხორციელებული წარმატებული რეფორმის კვალდაკვალ, ალბათ, შესაძლებელი იყო აღნიშნული პროცესის უკეთესად წარმართვა, რათა არ მომხდარიყო სპეციალისტების მომზადების პროცესის შეჩერება, რაც საბოლოო ჯამში აზარალებს ბიზნესს და დამსაქმებლებისთვის ქმნის ბარიერს, დააკმაყოფილონ კანონის მოთხოვნა და დანიშნონ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები თავიანთ ორგანიზაციებში“-აღნიშნავს გელაშვილი. 


კომერსანტი“  ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტის  უფროსს მაია მიქაიასაც დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, სასწავლო ცენტრებს ლიცენზია ახალი დადგენილების თანახმად შეუჩერდათ და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძობენ მუშაობას, როდესაც იმ ხარვეზებს გამოასწორებენ რაც აკრედიტაციის მისაღებად სამინისტროსთვის გაგზავნილ  საბუთებში დაუფიქსირდათ.


„20 კომპანია, რომელმაც აკრედიტაციისთვის მოგვმართა ყველას დოკუმენტაციაში იყო გარკვეული ხარვეზები. როდესაც ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება ისევ მიენიჭებათ უფლება გააგრძელონ სწავლება. აქვთ ორგანიზაციებს შემოტანილი განცხადებები, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით ვერცერთი მათგანი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას.“-ამბობს  მაია მიქაია.


რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ლიცენზიის მიღება და სასწავლო პროცესის გაგრძელება სურს, დეტალებზე ინსპექტირების დეპარტამენტში არ გვპასუხობენ, თუმცა, სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ საჭიროა ინსპექტორმა სერთიფიკატის მისაღებად 125  სასწავლო საათის ნაცვლად,  235 საათი გაიაროს. არის თუ არა ეს  ლიცენზიის შეჩერების  მიზეზი, აღნიშნულზე  სამინისტროში არ საუბრობენ. 

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დასაწყისში, ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ხელი მოაწერა კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ძალაში გასული წლის 1 სექტემბრიდან შევიდა.  კანონი, ძირითადად,აწესრიგებს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.


ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up