„შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში ამ დრომდე არ არის შესული

„შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში ამ დრომდე არ არის შესული

access_time2016-12-09 10:30:01

„შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის შესახებ „ კანონპროექტი პარლამენტში ამ დრომდე არ არის შესული. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიას ინფორმაციით, ევროპასთან ასოცირების სამოქმედო გეგმაში წერია, რომ დოკუმენტი პარლამენტში მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში უნდა შესულიყო და დამტკიცებულიყო. მისივე თქმით, სამოქმედო გეგმის მიხედვით, წლის ბოლოდან „შრომის ინსპექცია" უნდა ამუშავდეს სრულფასოვნად, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსპექციას ექნება დაჯარიმების და ნებართვის გარეშე საწარმოს შემოწმების უფლება.


ამასთან, ალექსანდრია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ჰქონდათ კომუნიკაცია და დოკუმენტი პარლამენტში ჯერ გადაგზავნილი არ არის, თუმცა არსებობს დაპირება, რომ წლის ბოლომდე კანონპროეწტი წარდგენილი იქნება.


ალექსანდრიას განმარტებით , იმ შემთხვევაში თუ ვადები დაცული არ იქნება, შესაძლოა, ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი თანხების გადმორიცხვა შეფერხდეს. იმ შემთხვევათი, თუ რეფორმა ბოლომდე არ განხორციელდება, ფინანსური ნაკადები გაუქმდება.

 

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო . პროფკავშირებვის ინფორმაციით, კანონის მიღების შემდეგ საწარმოებში გაჩნდება ვალდებულება დაინერგოს თანამედროვე სტანდარტები, შრომის უსაფრთხოების წესები.


სახელმწიფომ შრომის ინსპექცია 2015 წლის თებერვალში შექმნა და ბიუჯეტიდან ამისთვის 4 მილიონი ლარიც გამოყო (2015 წელი). 2016 წელს კი ამ მიმართულებით 4 მილიონ 25 ათასი ლარია გამოყოფილი.შრომის ინსპექციამ ამოქმედებიდან დღემდე ჯამში 200 საწარმო შეამოწმა.

 

ავტორი: სალომე სოსელია


 



„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up