შრომის რეფორმა - რას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული პაკეტი

შრომის რეფორმა - რას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული პაკეტი

access_time2020-06-20 18:30:56

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა.

კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობითაა მომზადებული, ინიციატორები კი მასთან ერთად არიან – სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.

საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შრომის კოდექსში, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში და ა.შ. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.

კანონპროექტი უკვე განიხილეს ადამიანის უფლებათა, დარგობრივი ეკონომიკისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებმა. სამივე კომიტეტმა მას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი შრომის ინსპექციის შესახებ:

კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას შრომის ინსპექციის სამსახური, რომლის იურიდიული სტატუსი იქნება – სსიპ და იქნება ჯანდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული. კანონის მიღების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს რეოგრანიზაცია და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს ამ სამსახურს.

შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ფუნქციები:

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შრომის უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებს შორის იქნება შრომის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების მიღება და განხილვა, ინსპექტირება, შრომის კანონმდებლობის შესრულებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, ინფორმაციის მიწოდება და ა.შ.

შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურა

კანონპროექტით, შრომის ინსპექციის სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი შრომის ინსპექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

პროექტში ვკითხულობთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მინისტრი, რომელიც ზედამხედველობს შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის კანონიერებას, ეფექტიანობას და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მთავარი შრომის ინსპექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

მთავარი შრომის ინსპექტორის უფლება-მოვალეობებს შორის აღნიშნულია, რომ ის ნიშნავს იმ რაოდენობის შრომის ინსპექტორებს, რაც აუცილებელია შრომის ინსპექციის სამსახურის მოვალეობების ეფექტიანად შესრულების უზრუნველსაყოფად. შრომის ინსპექტორთა დანიშვნისას მთავარი შრომის ინსპექტორი ვალდებულია გაითვალისწინოს შრომის ინსპექტორთა კვალიფიკაცია და გენდერული ბალანსი.

მრჩეველთა საბჭო

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შრომის ინსპექციის სამსახურში მრჩეველთა საბჭოს შექმნას.

პროექტში ვკითხულობთ, რომ მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებულ საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს შრომის ინსპექციის სამსახურის სტრატეგიის, ფუნციონირებისა და საქმიანობის შესახებ.

მრჩეველთა საბჭოს შედგება არაუმეტეს 7 წევრისგან  და მის შემადგენლობაში იქნებიან: სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის (დასაქმებულთა მხრიდან) ყველა წევრისაგან ნომინირებული 2 წარმომადგენელი; სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის (დამსაქმებელთა მხრიდან) ყველა წევრისაგან ნომინირებული 2 წარმომადგენელი; ასევე პარალმენტის ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან 1-1 წევრი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი;


ინსპექტირების დაწყების საფუძვლები, შრომის კანონმდებლობის გამოყენება და აღსრულება

შრომის ინსპექციის სამსახური შრომის ინსპექტირებას ახორციელებს:

ა) დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე;

ბ) საკუთარი ინიციატივით, „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად;

გ) ნებისმიერი პირის შეტყობინების საფუძველზე, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით;

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია შრომის ინსპექციას, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მიაწოდოს დოკუმენტი ან  ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ინსპექტირების განსახორციელებლად. შრომის ინსპექცია უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოსგან გამოითხოვოს საგადასახადო საიდუმლოება.



ინსპექტირების განხორციელების მიზნით, შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია:

კანონპროექტში აღნიშნულია, შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი იქნება, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შევიდეს ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში დღე-ღამის ნებისმიერ დროს;


წინასწარი შეტყობინების გარეშე, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ შენობაში/სივრცეში, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის არსებობასთან დაკავშირებით;

მოითხოვოს სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივცრის ან მისი ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რამდენადაც აღნიშნული გონივრულად აუცილებელია სამუშაოადგილის ან სამუშაო სივრცის მოკვლევისათვის საჭირო ვადით.

მოიძიოს, გამოითხოვოს და გამოიკვლიოს ნებისმიერი მასალა, ინფორმაცია, დოკუმენტი ან/და ნივთი, რასაც შრომის ინსპექტორი გონივრულობის ფარგლებში, აუცილებლად მიიჩნევს შრომის ინსპექტორის მიერ მოკვლევის ჩასატარებლად ან/და სხვა ფუნქციის შესასრულებლად;

მოკვლევის მიზნებისათვის დალუქოს ან/და ამოიღოს ამ მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ნებისმიერი მასალა, დოკუმენტი, საგანი ან/და ნივთიერება ან განახორციელოს ასლის გადაღება. დალუქვასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, დალუქვის ვადები, განისაზღვრება მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შესახებ მინისტრი სამართლებრივი აქტით.

გამოკითხოს სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ნებისმიერი პირი, აღნიშნული პირისგან ისეთი ინფორმაციის მოთხოვნის გარეშე, რომელმაც შესაძლოა ამხილოს ეს პირი;

კონფიდენციალობის პირობის დაცვით, შრომის ინსპექციის სამსახურში მოიწვიოს დამსაქმებელი, დასაქმებული ან ნებისმიერი სხვა პირი და გაესაუბროს მას;

შეამოწმოს ან დაათვალიეროს დამსაქმებლის სამუშაო ადგილი, სამუშაო სივრცე, მასალა, მანქანა-დანადგარები ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა ან/და ხელსაწყო;

მოითხოვოს ნებისმიერი პირისგან, მის განკარგულებაში მყოფი მასალის, დოკუმენტის, ნივთის ან ნივთიერების გადაცემა ან/და ნებისმიერ დოკუმენტში არსებული ჩანაწერის განმარტება, რასაც შრომის ინსპექტორი, გონივრულობის ფარგლებში, აუცილებლად მიიჩნევს მოკვლევის ჩასატარებლად ან/და სხვა ფუნქციის შესასრულებლად, მიუხედავად იმისა აღნიშნული არის თუ არა დამსაქმებლის სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში;

მ) საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს პოლიციის, თარჯიმნის ან შესაბამისი ტექნიკური ექსპერტის დახმარება;


ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტი, გააფორმოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითებები.


კონფიდენციალურობის დაცვა

საჩივარი ან/და შრომის ინსპექტორის მიერ პირის გამოკითხვა სრულად არის დაცული კონფიდენციალობის გარანტიით და შრომის ინსპექტორი, მათ შორის შრომის ინსპექციის ყველა თანამშრომელი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. ინსპექტირების განხორციელებისას, შრომის ინსპექციის სამსახური არ მიუთითებს, რომ ინსპექტირება დაიწყო საჩივრის საფუძველზე;

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შრომის კანონმდებლობის დარღვევისათვის

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ შრომითი ნორმების დარღვევისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:

ა) გაფრთხილება;

ბ) ჯარიმა;

გ) სამუშაო პროცესის შეჩერება;


პროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახური სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით შესაბამისი კანონების ფარგლებში და განსაზღვრავს  როდის და რომელი ადმინისტრაციული სახდელი უნდა იქნეს გამოყენებული ან/და რა ოდენობის ჯარიმა უნდა იქნეს დაკისრებული;

შრომის ინსპექციის სამსახური ვადის გასვლის შემდეგ ამოწმებს სამართალდამრღვევს, რის შესახებაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აღინიშნება მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა.

დარღვევის გამოსასწორებლად გაცემული მითითებით დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შრომის ინსპექციის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების და გაცემული მითითების შესასრულებლად სამართალდამრღვევისათვის დამატებითი გონივრული ვადის მიცემის შესახებ.

დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს შრომის ინსპექციის სამსახურს დააკისრებს საურავს აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება.

ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება არ ათავისუფლებს დამსაქმებელს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისაგან.

ცვლილებები შრომის კოდექსში


როგორც აღვნიშნეთ, საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს ასევე ითვალისწინებს შრომის კოდექსში. პაკეტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შრომის ინსპექციის ზედამხედველობის ფარგლებში მათ შორის ექცევა შრომითი უფლებების აღსრულება. შესაბამისად, შრომის ინსპექციის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება შრომის კოდექსის აღსრულება.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება შრომითი დისკრიმინაციის ცნებას, შრომით ხელშეკრულებასა და მასში გასათვალისწინებელ პირობებს, არასრულ სამუშაო განაკვეთს, სტაჟირებისა და გამოსაცდელ ვადას, სამუშაო დროის ხანგრძლივობას, სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესს, ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ღამით მუშაობის შეზღუდვას, შვებულების მიცემის წესს, შრომის ანაზღაურებას, შრომითი პირობების დაცვას, კოლექტიურ შრომით უერთიერთობებს და ა.შ.

მინიმალური ხელფასი

პროექტის ინიცირებულ ვერსიაში აღნიშნულია, რომ შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს მინიმალურ ხელფასზე ნაკლები. მინიმალური ხელფასის განსაზღვრის მექანიზმი, მისი მოქმედების ფარგლები და ანაზღაურების დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციები უნდა განისაზღვროს მინიმალური ანაზღაურების შესახებ კანონით.

პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 2022 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს მინიმალური ხელფასის განსაზღვრის მექანიზმის, მოქმედების ფარგლების და ანაზღაურების დაცვის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტის პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

შრომითი ხელშეკრულება

EMC-ის შეფასებით, დადებითად უნდა შეფასდეს ხელშეკრულების ფორმის ზუსტი განსაზღვრების შემოღება. კერძოდ, ევროდირექტივით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, თუ შრომითი უერთიერთობა ერთ თვეზე მეტი ვადით გრძელდება, სავალდებულო ხდება მისი წერილობითი ფორმით დადება. გარდა ამისა, მისასალმებელია შრომითი ურთიერთობის არსებითი პირობების, ხელშეკრულების შინაარსის მკაფიო და ზუსტი რეგულირება. მათ შორის, სავალდებულო ხდება მხარეთა შესახებ ინფორმაციის ზუსტი ასახვა და შრომითი ხელშეკრულებით მისი შეწყვეტის წესის წინასწარი მოწესრიგება.

სამუშაო დროის ხანგრძლივობა

კანონპროექტის მიხედვით, დღევანდელი მოწესრიგების მსგავსად, შენარჩუნებულია 40 საათიანი სამუშაო კვირა.

პროექტში ვკითხულობთ, რომ სამუშაო დღის განმავლობაში, როდესაც სამუშაო დრო აღემატება 6 საათს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება. შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.

ამასთან, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და დღის განმავლობაში 6 საათს. ხოლო, 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და დღის განმავლობაში 4 საათს.

დასაქმებელი ვალდებული იქნება, ყოველდღიურად აღრიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით და ნამუშევარი საათების აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა თუ სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია.


PUBLIKA




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up