შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2019-11-18 14:32:38

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრების და ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


დოკუმენტი მიზნად ისახავს ქვეყანაში, ახლად ამოქმედებული, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის გაცნობასა და სწავლებას ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოების, ასევე სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებას და იმ ღონისძიებების გატარებას, რაც შრომის უსაფრთხოების საკითხების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. დოკუმენტს ხელი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა მოაწერეს.


შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ადვოკატთა კორპუსის ჩართულობა ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს - „ადვოკატები წარმოდგენილი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით რეგიონალურ ჭრილში სადაც მეტია გამოწვევა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება.



ადვოკატები თავიანთ კომპანიებში მოახდენენ საკითხის პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით მოხდება მეტი პრევენცია, მეტი ინფორმაციის მიწოდება და ეს ქვეყანაში უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“.



„მხარეებმა გადავწყვიტეთ, რომ ურთიერთანამშრომლობის ნიადაგზე მოვახდინოთ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით აქტიური ტრენინგების ჩატარება, რაც ნამდვილად შეუწყობს ხელს შრომითი უფლებების დაცვას, მათ შორის უსაფრთხო შრომის გარემოს შექმნას ჩვენს ქვეყანაში და ამ მემორანდუმს მოჰყვება აქტიური ქმედითი ნაბიჯები ჩვენი ორი ინსტიტუციის მხრიდან,“- განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.


„კომერსანტი“




„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up