კანონის გამკაცრების შემდეგაც სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულ ადამიანთა რიცხი ისევ იზრდება

კანონის გამკაცრების შემდეგაც სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ და დაშავებულ ადამიანთა რიცხი ისევ იზრდება

access_time2019-04-05 10:00:08

ბოლო წლებში, განსაკუთრებით გააქტიურებული საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი გაემკაცრებინა, თუმცა მთავარი - კანონის აღსრულება, პრობლემად დარჩა. 2018 წელს მიღებული კანონით, ინსპექტორებს სამუშაო ადგილებზე დაშვების შესაძლებლობა და შესაბამისად, იმის შემოწმება, რამდენად არის დაცულია  შრომის უსაფრთხოება, მხოლოდ  2019  წლის პირველი სექტემბრიდან შეეძლებათ. რატომ დაუშვა კანონმდებელმა ერთწლიანი შეზღუდვა და ადამიანების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე წინ, ვისი ინტერესები დააყენა, ძნელი სათქმელია. ფაქტია, კანონის გამკაცრების შემდეგაც სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილ თუ დაშავებულ ადამიანების რიცხი ისევ იზრდება. ამას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკაც ადასტურებს. ინფორმაციის თანახმად, 2010 წლიდან 2018 წლამდე სულ 399 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1183 დაშავდა.


2018 წელს, ანუ კანონის გამკაცრების შემდეგ, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 და დაშავდა 199 ადამიანი, რაც წინა წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება.

 

 



 ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა კანონის აღსრულებაშია.


 





„საკანონმდებლო დონეზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებებით ძირითადად დიდი პრობლემები არ გვაქვს, პრობლემა არის ამ კანონის აღსრულება. 2018 წელს მივიღეთ კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც 2019 წლიდან ორგანული კანონის სტატუსი აქვს.  ამავე კანონით, ინსპექტორებს სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვები პირველი სექტემბრიდან მოეხსნებათ. თავისთავად ამ თემის გადატანა არასერიოზული დამოკიდებულებაა სახელმწიფოს მხრიდან.  როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ხელისუფლება მზად უნდა იყოს, მყისიერად მოხდეს რეაგირება“,-  განაცხადა კოტე ერისთავმა.

 

კოტე ერისთავი ამბობს, რომ შრომის ინსპექციის დეპარტამენტი აქტიურად უნდა ამუშავდეს, რადგან საწარმოები მასიურად უგულებელყოფენ უსაფრთხოების ნორმებს. მისი თქმით, საჭიროა ინსპექციის ძალა და მექანიზმი დაფიქსირდეს, რათა გაჩნდეს შიში და ობიექტებმა უსაფრთხოების ნორმებზე პასუხისმგებლობა აიღონ. ერისთავის განმარტებით, აუცილებელია ინსპექტირების მექანიზმის კადრების და რეგიონული წარმომადგენლობის მხრივ გაძლიერება.

 

„შრომის ინსპექციის დეპარტამენტს დაახლეობით 40 ინსპექტორი ჰყავს, რეალურად ბევრად მეტი არის საჭირო, მათ კვალიფიციური კადრები სჭირდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დეპარტამენტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განყოფილებაა, აუცილებლად უნდა მოხდეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა“, - განმარტავს კოტე ერისთავი.

 

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ყურადღებას ამახვილებს სამშენებლო კომპანიების მიერ წარადგენს დასკვნებზე. მისი თქმით,  თბილისის მერია უბრალოდ დოკუმენტაციას იღებს და ეყრდნობა კერძო გეოლოგიურ სამსახურს, რომელიც გასცემს დასკვნას.


კოტე ერისთავი კომერსანტთან საუბრისას სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურების არაეფექტურ მუშაობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

 

მშენებლობის სექტორზე საუბრისას მარტო შრომის ინსპექციის პასუხისმგებლობა არ შემოდის, ასევე შემოდის მერიის ზედამხედველობის ინსპექციისა და  ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსი. პრობლემა არის ის, რომ ამ სამ ინსპექციას შორის არ არის კოორდინაცია. საჭიროა, რომ ეს პრობლემა როგორც კრიზისი ისე აღიქვას სახელმწიფომ, შექმნას საბჭო, სადაც ამ სამივე ინსპექციის მობილიზება მოხდება, სადაც გამოიკვლევენ ხარვეზებს და შესაბამისი რეაგირება ექნებათ ამ ხარვეზებზე“, - განაცხადა კოტე ერისთავმა.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი განმარტავს, რომ პრევენციის კუთხით სისხლის სამართლის მექანიზმი უნდა ამუშავდეს. მისი თქმით, სისხლის სამართლებრივი რეაგირების კუთხით, სახელმწიფო კვლავ არ ირჩევს მკაცრ პოლიტიკას.

 

კოტე ერისთავის პოზიციისა ამყარებს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა მხოლოდ 35 საქმე განიხილეს და მათგან რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 7 საქმეზე. 681 საქმეთა დაახლოებით 69% (22 საქმე) არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, რაიონულ პროკურატურას დაუბრუნდა.

 

 ბაჩო ადამია





„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up