ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე: დაგეგმილი სახით შრომის კოდექსის ცვლილება შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე: დაგეგმილი სახით შრომის კოდექსის ცვლილება შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს

access_time2019-09-14 17:55:07

სამუშაო შეხვედრაზე - „შრომითი უფლებები საქართველოში: ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები“ საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.


ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ შეხვედრაზე კანონის პროექტთან მიმართებაში ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინა. ბიზნესომბუდსმენის აპარატს შრომის კოდექსზე - 6, შრომის ინსპექციის კანონზე კი 17 შენიშვნა-წინადადება აქვს.


„პარლამენტში დარეგისტრირდა კანონის პროექტები „საქართველოს შრომის კოდექსის“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“. კანონის პროექტებში ასახული ცვლილებები ფუნდამენტურად ცვლის შრომითი ბაზარზე დღეს ბიზნესისთვის არსებულ წესებს და ძირეულად ცვლის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობების ფორმატს. მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი სახით შრომის კოდექსის ცვლილება შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს. არსებული ფორმით „საქართველოს შრომის კოდექსის“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“ კანონის პროექტების მიღება აჩენს საფრთხეს, ჩრდილოვან სექტორში გადავიდეს დამსაქმებლის და დასაქმებულთა ურთიერთობები, რაც გააუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას და წინააღმდეგობაში მოდის დაგეგმილი ცვლილებების მთავარ მიზანთან. ვფიქრობთ, რომ დაგეგმილი ფორმით შრომითი ბაზრის რეფორმირება ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესგარემოზე და შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს პოზიციებზე გავლენიან ბიზნეს რეიტინგებში, მათ შორის, გავლენა მოახდინოს მსოფლიო ბანკის Doing Business-ში საქართველოს მე-6 პოზიციის გაუარესებაზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონის პროექტების მიღებამდე რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ჩატარება და აღნიშნული დოკუმენტის ანალიზის მიხედვით, კანონის პროექტების არსებული ვერსიების დაკორექტირება“, - განაცხადა გურამ გიორგაძემ.


ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ შემუშავებული წინადადებებისა და შენიშვნების მიხედვით, კანონის პროექტების დღეს არსებულ ვერსიაში, ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს შორისაა: ვადიან შრომით ხელშეკრულებებზე შეზღუდვა, შრომითი ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით გაფორმების აკრძალვა, ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმებაზე დამატებითი შეზღუდვები, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა. „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ხშირი, აორაზროვანი და ბუნდოვანი ჩანაწერები.



მნიშვნელოვანია კანონში დეტალურად გაეწეროს შრომის ინსპექციის მრჩეველთასაბჭოს ფუნქციები. ასევე, აუცილებელია განისაზღვროს სამუშაო ადგილზე შრომის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრის დამწერ პირთა წრე (ინსპექციას მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ინსპექტირების უფლებამოსილება), დაუშვებელია შრომის ინსპექციას მიეცეს უფლება, განახორციელოს ნებისმიერი სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის ინსპექტირება განუსაზღვრელი ვადით. შრომის ინსპექტორს უნდა შეეზღუდოს „გამოკითხვის“ ჩატარების უფლება. კანონში უნდა განისაზღვროს ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქული/ამოღებული დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების თუ მასალის დამსაქმებლისთვის უკან დაბრუნების ვადები. დაუშვებელია, შრომის ინსპექციისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებასთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება.







ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...


მსგავსი სიახლეები

up