შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის ავტორებთან უკვე შედგა კომპრომისული შეთანხმება,თუმცა,რჩება საკითხები, რომელსაც ასოციაცია მხარს არ უჭერს -BAG

შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის ავტორებთან უკვე შედგა კომპრომისული შეთანხმება,თუმცა,რჩება საკითხები, რომელსაც ასოციაცია მხარს არ უჭერს -BAG

access_time2020-06-22 12:30:46

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იმ საკითხებს განმარტავს, რომელზეც შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის ავტორებთან უკვე შედგა კომპრომისული შეთანხმება, თუმცა ასევე რჩება  პრინციპული საკითხები, რომელსაც ასოციაცია მხარს არ უჭერს


როგორც ასოციაციის განცხადებაში ნათქვამი, „ბიზნესსექტორთანადამიანური ესურსების მართვის პროფესიონალებთანდასაქმებულებთან და ეკონომიკის ექსპერტებთან ინტენსიური კომუნიკაციისა და ევროკავშირის ჩარჩო კანონმდებლობის დეტალური ანალიზის შედეგად შრომის კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტშ  გამოიკვეთა ის არსებითი პრობლემები, რომელთაც შეუძლიათ უარყოფითი გავლენა მოახდინონ ბიზნეს გარემოზე.


ამასთან, მისასალმებელია, რომ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე შედგა კომპრომისული შეთანხმება, კერძოდ:


ნორმირებული სამუშაო საათების შემცირება - დარჩა არსებული რედაქცია


ნორმირებული სამუშაო საათები, პირველადი შემოთავაზებული ცვლილებებით, ნაცვლად დღეს სექტორების დიდი ნაწილისათვის არსებული 48 საათიანი სამუშაო კვირისა, პრაქტიკულად გამონაკლისის გარეშე მცირდებოდა 40 საათამდე. თუმცა, კოდექსის ავტორებთან და საქართველოს მთავრობასთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად შედგა კომპრომისული შეთანხმება, რომელიც გულისხმობს დღეს არსებული ჩანაწერის დატოვებას და გამონაკლისი სექტორების ჩამონათვალის შესახებ საქართველოს მთავრობასთან შემდგომ მოლაპარაკებას.


მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება - ამოღებულია პროექტიდან. 


საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არაერთხელ მიუთითებდა, რომ განვითარებად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მინიმალური ხელფასის შემოღებას, უკეთეს შემთხვევაში, არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებზე, უარეს შემთხვევაში კი (რისი არაერთი მაგალითიც არსებობს) - მინიმალური ხელფასის შემოღება, პირველ რიგში, აზარალებს შრომის ბაზარზე ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს: დაბალკვალიფიციურ, დაბალშემოსავლიან დასაქმებულებს და სამუშაოს მაძიებლებს.შესაბამისიასად, მისასალმებელია, რომ პროექტის ავტორებმა გაიზიარეს აღნიშნული გარემოება და კომპრომისის სახით ამოიღეს მინიმალური ხელფასის შესახებ ჩანაწერი კოდექსის ცვლილებათა პროექტიდან.


მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, კვლავ რჩება ორი პრინციპული საკითხი, რომელზეც ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გაგრძელდეს დიალოგი, კერძოდ: ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების ლიმიტის მკვეთრი ზრდა. 



ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სტანდარტის სახით ხელფასის ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტის დადგენა, განსაკუთრებით, ნორმირებული სამუშაო დროის შემცირების პირობებში, პირდაპირპროპორციულად აისახება ნებისმიერი კომპანიის ხარჯებზე დააქედან გამომდინარე, მათ მიერ შეთავაზებული საქონლისა და მომსახურების ფასებზე. გარდა იმისა, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული არცერთი ვალდებულება არ ითვალისწინებს ამგვარი ლიმიტის დაწესებას, თავად ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში (მაგალითად გერმანია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ესპანეთი), ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა კანონმდებლობით განსაზღვრული არაა და ის სრულად არის დამოკიდებული მხარეთა შეთანხმებაზე; რიგ ქვეყნებს კი, ეს საკითხი იმგვარად აქვთ მოწესრიგებული, როგორც შრომის კოდექსის დღეს არსებულ რედაქციაშია, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები უნდა ანაზღაურდეს ნორმირებული სამუშაო საათის გაზრდილი ოდენობით.ისევე, როგორც ნორმირებული სამუშაო დროის შემცირების შემთხვევაში, ამ ცვლილების განხორციელების შედეგად კომპანიებს მოუწევთ ხელოვნურად შტატების დაყოფა, რაც გამოიწვევს უკვე არსებული დასაქმებულებისათვის ფიქსირებული ხელფასის შემცირებას და დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების ზრდას.


შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოვება. 


შრომის ინსპექციის მანდატთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პრაქტიკაა თავად ევროკავშირის ქვეყნებშიც, ზოგიერთ მათგანში შრომის ინსპექციის მანდატით ძირითადად დაფარულია შრომის უსაფრთხოების სფერო, შრომით უფლებებს კი შრომის ინსპექცია შეზღუდულ ფარგლებში აკონტროლებს (იძულებითი შრომა, არალეგალური შრომა, სამუშაო საათები, ბავშვთა შრომა და სხვა მსგავსი საკითხები). ინსპექციის მანდატის განუსაზღვრელი გაფართოვება, მიზანშეუწონლად გაზრდის ბიზნესზე ადმინისტრაციულ წნეხს და შრომის ინსპექციას მისი ძირითადი ფუნქციებისაგან დააშორებს. შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნებისათვის მთავარი პრობლემა ჩვენი აზრით სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის არასაკმარისი მექანიზმებია, ამ პრობლემას კი ინსპექცია ვერ აღმოფხვრის. მოსალოდნელია, რომ ინსპექცია  გახდება მხოლოდ დამატებითი რგოლი, ადმინისტრაციული ბარიერი, რომლის გადაწყვეტილებების უკვე სასამართლოში გასაჩივრებას  და, შესაბამისად,  დავის გადაწყვეტას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ახლა.ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარებას და წახალისებას, რაც პირველ რიგში ისევ ცივილური, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი ბიზნესის, დამსაქმებლების ინტერესებში შედის.თუმცა, გასათვალისწინებელია ის ახალი რეალობა, როდესაც ხდება ამ ტიპის კანონმდებლობის განხილვა: ქვეყნის ეკონომიკა COVID19-ის სახით უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა და ამ გამოწვევის დაძლევა ცალკეული ნაბიჯის, რეგულაციის თუ მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის საგულდაგულოდ გათვლას, გააზრებას და გაანგარიშებას მოითხოვს. შესაბამისად, მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც გამოთქვამს მზადყოფნას მსგავსი განხილვა ბიზნესის აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით წარიმართოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მზადოფნას, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, სოციალურ პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ და დავხვეწოთ დღეს არსებული მექანიზმები, რათა დასაქმებულებმა შეძლონ მათი უფლების დარღევევის შემთხვევაში დავის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის მექანიზმებით სარგებლობა.  



(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up