„შრომის კოდექსის ამ რედაქციით მიღება ბიზნესისთვის და ქვეყნისთვის დამანგრეველია, ამას  ევროკავშირი და ამერიკა არ ითხოვს  “

„შრომის კოდექსის ამ რედაქციით მიღება ბიზნესისთვის და ქვეყნისთვის დამანგრეველია, ამას ევროკავშირი და ამერიკა არ ითხოვს “

access_time2019-10-07 10:00:17

საქართველოს პარლამენტში განხილბა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული კანონპროექტი, რომელის მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს შრომის ბაზარს  სტრუქტურულად არეგულირებს  შეიცვლება. კანონპროექტის ავტორი, დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია.



კანონპროექტში გათვალისწინებულია რიგი ახალი ფინანსური ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ქვეყანაში მოქმედ დამსაქმებლებს მოუწევთ. მათ შორის დგინდება ერთიანი ლიმიტი თუ რა შეიძლება იყოს დასაქმებულის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო (კვირაში 8 საათი), გათვალისწინებულია მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტის მიღება და  ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის 25%-იანი დანამატი, ასევე დგინდება შეზღუდვა დასაქმებულის მიერ ერთდროულად ერთზე მეტ სამსახურში მუშაობაზე და სხვა ცვლილებები. 


„კომერსანტის“ მიერ გამოკითხული ბიზნესმენები  “შრომის კოდექსის“ ამ ცვლილებებს ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ მისი ამ რედაქციით მიღება  არ შეიძლება.


 

ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელ ლაშა პაპაშვილის განმარტებით,  შრომის კოდექსის ამ რედაქციით მიღება ბიზნესისთვის და ქვეყნისთვის დამანგრეველია.

 

„რამდენიმე დღის წინ  შევხვდით ამერიკელებს, საქართველოს მთავრობას ისინი პირდაპირ სთხოვენ მიიღონ დასაქმების საკითხებში  რეგულაციები , მაგრამ ჩვენ ჩავუღრმავდით და ვნახეთ, რომ ერთ მხარეს ვართ ყველანი. უბრალოდ, ნაჩქარევად არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. არავინ არ სთხოვს ქვეყანას ისეთ რამეს, რომ ბიზნესს დარტყმა მიაყენოს. კანონში თუ ნახავთ, ადამიანს კვირაში 40 საათზე მეტი მუშაობა ეკრძალება. ჩვენ არ ვართ ისეთ დალხენილ ქვეყანაში, რომ ადამიანმა მეორე ადგილზე არ იმუშაოს. ახალი საკანონდმებლო ბაზა კი ამას კრძალავს. ამის ასე ბრმად მიღება არ შეიძლება. ევროკავშირი და ამერიკა ამ სახით მიღებას არ ითხოვს, ჩვენ ეს გავარკვიეთ,“-აცხადებს პაპაშვილი.



ასევე პრობლემაა ზეგანაკვეთურ სამუშაოზე  25%-ის გადახდის ვალდებულება. ქვეყანაში ძალიან ბევრ ბიზნესს არ აქვს იმის საშუალება, რომ დასაქმებულს ამდენი თანხა უხადოს, ისინი უბრალოდ დაითხოვენ თანამშრომლებს და დასაქმების მაჩვენებელი შემცირდება. 


იგივე პოზიციაზეა კომპანია „ნატახტარის“  კორპორატიული  მენეჯერი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილიც, რომელიც იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ბიზნესის აზრს გაითვალისწინებს.


 „მაგალითად, მე პირადად სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტში მიწევს ლექციების კითხვა. ამაში ანაზღაურებს არ ვიღებ, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, არიან ადამიანები, ვინც ორ ადგილზე, დამატებითი ანაზღაურების მიღების გამო მუშაობენ. ასეთ ადამიანს  ეს ყველაფერი კვირის განმავლობაში 48 საათზე მეტი გამოსდის. ცვლილებით, რა გამოდის, რომ  პრაქტიკულად უნდა შევზღუდოთ ასეთი ადამიანების შრომა?“-აცხადებს ხუნძაკიშვილი.  


მისივე განმარტებით, ასეთი ფორმით მიღების შემთხვევაში, ეს ყველაფერი ჩრდილოვან მხარეს გადაინაცვლებს.


 „მე მესმის, რომ არის ისეთი პროფესიები და სამსახურები, სადაც აბსოლუტურად დაცული უნდა იყოს, რომ არ მოხდეს ადამიანის გადაღლა, პრობლემა არ შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას და მესამე პირის უსაფრთხოებას. მაგალითად, ავიადისპეჩერი, რა თქმა უნდა, არ უნდა ამუშაო ამაზე მეტი, რადგან მისმა გადაღლამ შეიძლება სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს. ბიბლიოთეკარი, ადმინისტრაციული მუშაკი რატომ უნდა შევზღუდოთ დროით? “-აცხადებს ხუნაკიშვილი.


მისი განცხადებით, 2019-2020 წლისთვის სამთავრობო პროგრამაში გაწერილია ის, რომ ყველა გადაწყვტილება მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა იყოს მიღებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება რეგულირების ზეგავლენის შეფასება, გადაწყევტილება მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული.



სოფო ქსოვრელი








BAG-ის წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა

BAG-ის  წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა
access_time2020-01-21 16:00:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგები განაგრძობს აქტიურ ზრდას. ამჯერად BAG-ის კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ შემოუერთდა. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 2005 წლიდან მსოფლიო საავტომობილო ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ბაზარს უზრუნველყოფს როგორც ავტომობილების სრული სპექტრით, მათ შორის კომერციული ავტომობილებითა და მძიმე ტექნიკით, ასევე უახლესი აპარატურით აღჭურვილი...

გენპროკურორობის კანდიდატის ძველი ამბები

გენპროკურორობის კანდიდატის ძველი ამბები
access_time2020-01-21 17:30:18
ირაკლი შოთაძე მონაწილეობდა წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გაფორმების პროცესებში, - ჰყვებიან დაზარალებულები, უფლებადამცველები და იურისტები.სავარაუდოდ წართმეული ქონების საქმეების ძირითადი ნაწილი არ არის გამოძიებული პროკურატურის მიერ და არც ქონებაა დაბრუნებული.გაჭიანურების ერთ-ერთ სავარაუდო ფაქტორად სახელდება სწორედ ირაკლი შოთაძის მუშაობა გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელ...

„სოფლის მეურნეობას მასშტაბური ცვლილებები და რეფორმები სჭირდებოდა, რომელიც საქართველოში ვერ განხორციელდა“

„სოფლის მეურნეობას მასშტაბური ცვლილებები და რეფორმები სჭირდებოდა, რომელიც საქართველოში ვერ განხორციელდა“
access_time2020-01-21 16:30:49
სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პროგრამებითა თუ საერთაშორისო დონორების დაფინანსებით მილიონობით ლარი დაიხარჯა. სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა და ახლა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ 2016 წელს „კომერსანტს “განუცხადა, რომ 2018-2020 წელი იქნება კრიტიკული ზღვარი, როდესაც თვალსაჩინოდ დავინახავთ სოფლის მეურნეობის პროექტების...

საქართველოში მიმდინარე ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს

საქართველოში მიმდინარე  ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს
access_time2020-01-21 15:30:18
საქართველოში ამ ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს. ამის მიზეზი წყლის მარაგის სიმცირეა, რასაც ენერგეტიკოსები უამინდობას უკავშირებენ. 2019 წლის განმავლობაში ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებამ დაახლოებით 8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, როცა ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 9 მლრდ კვტ/სთ-ზე დაბლა არ ჩამოსულა. პრობლემა რეგიონებს უკვე დაეტყო. სამთო კურორტებზე წყალმომარგების პრობლემასთან ერთად, დენის გათიშვის რამდენიმე ფაქტი აღინიშნა, რის გამოც ტურისტებმა...

„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-01-21 12:25:09
დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ. ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით...


მსგავსი სიახლეები

up