ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

access_time2019-07-17 20:30:58

16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა სახელდება.


„ლიფტის სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობდა დადგენილ სტანდარტთან შეუსაბამოდ, არ იყო კოლექტიური დამცავი საშუალებები, არ იყო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, არ იყო საფრთხეები შეფასებული, ობიექტზე სამუშაოები მიმდინარეობდა ზედამხედველის გარეშე“, - ეს იმ დარღვევბის ჩამონათვალია, რომელიც იმ მშენებლობაზე გამოვლინდა, სადაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ობიექტი შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსპექტორმა მას შემდეგ შეამოწმა, რაც 16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე კომერსანტთან საუბარში ამბობს, რომ სამშენებლო ობიექტს იმ შემთხვევაში ამოწმებენ თუ აქვთ ინფორმაცია, რომ არის დარღვევბის მაღალი ალბათობა,  თუ  დაფიქსირდა უბედური შემთხვევა, ან ბოლო 5 წლის განმავლობაში ობიექტზე რამე კონკრეტული ინციდენტია მომხდარი.

 

ბექა ფერაძის განმარტებით, თბილისში მიმდინარე მშენებლობის გამო შრომის ინსპექციის დეპარტამენტი ყველა ობიექტის შემოწმებას ვერ ახერხებს. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ უბედური შემთხვევის პრევენცია ვერ მოხერხდა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უბედური შემთხვევა უკვე დაფიქსირდა, შპს ნირან პროპერტის დეველოპმენტის“ ყველა ობიექტზე სამუშაო პროცესი გაჩერებულია.  

 

„შრომის უსაფრთხოების კანონი რამდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს, ამიტომ მომეტებული საფრთხის შემცველ კომპანიას გეგმა-გრაფიკის მიხედვით ეტაპობრივად ვამოწმებთ. ბუნებრივია 1000- ობით მშენებლობა მიმდინარეობას და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული. როგორც კი ჩვენამდე ინფორმაცია მოვიდა, რომ ინციდენტი მოხდა, ჩვენ დავიწყეთ მოკვლევის პროცედურები, შევაჩერეთ მთლიანად ობიექტზე სამუშაო პროცესი. სანამ არ მოხდება პრობლემის სრულად აღმოფხვრა მათ მუშობის უფლება არ მიეცემათ. ეს არის ყველაზე მძიმე ტვირთი კომპანიისთვის. მოკვლევის დასრულების შემდგომ განისაზღვრება ჯარიმის ოდენობა. საჯარიმო სანქციები ჩვენი მხრიდან 100 ლარიდან 50 000 ლარის ფარგლებში მერყეობს“,- აცხადებს ბექა ფერაძე.


ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ პირველი სექტემბრიდან ინსპექტორებს სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვები მოეხსნებათ, რაც უწყებას 2018 წელს მიღებული კანონის შრომის უსაფრთხოების შესახებ აღსრულების საშუალებას მისცემს.


„კომპანიებს აქვთ ვალდებულება დანიშნონ უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დაიცავს უსაფრთხოებას სამუშაო ადგილზე და შეაფასებს  იქ არსებულ საფრთხეებს. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით პრობლემას, რომ კომპანიები არ ნიშნავენ სპეციალისტებს და, შესაბამისად, გვაქვს ის შედეგი, რომელიც სამწუხაროა. ინტეგრირებული მონიტორინგის სისტემებს ვაყალიბებთ. მომდევნო კვირიდან შრომის ინსპექციის, მერიის ზედამხედველობის ინსპექციის და  ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ერთად დაკომპლექტებული ჯგუფები აქტიურად დაიწყებენ კონკრეტულად მშენებლობის შემოწმებას“, - განაცხადა ბექა ფერაძე.

 

 

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორს. კოტე ერისთავი “კომერსანტთან“ სახელმწიფო უწყების ბრალეულობაზე საუბრობს. მისი თქმით, ის, რომ არასრულწლოვანი სამშენებლო სექტორში არ უნდა მუშაობდეს ეს სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობაა თუმცა, იმის გამო რომ შემთხვევის პრევენცია ვერ მოხდა, თავისი წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა აიღონ.

 


„დამატებით, განსაკუთრებული შესწავლა ამ ამბავს არ სჭირდება. ცხადია, რომ არასრუწლოვანი  შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით არ უნდა იყოს დასაქმებული ისეთ ადგილას, სადაც მის ჯანმრთელობას პრობლემები შეექმნება. ერთის მხრივ დარღვეული იყო შრომის უსაფრთხოების კანონი დამსაქმებლის მიერ და მეორეს მხრივ შრომის ინსპექციამ ვერ მოახერხა თავის ფუნქციის შესრულება, რომელიც მდგომარეობს ამ გვარი საკითხების პრევენციაში. ახლა გვიდასტურებენ, რომ დარღვეული იყო კანონი და მიიღებენ შესაბამის ზომებს მაგრამ, ეს უკვე უმნიშვნელოა. სახელმწოფოს პირველადი ვალდებულება მოახდინოს უბედური შემთხვევის პრევენცია და ჰქონდეს პრევენციისთვის საჭირო ეფექტიანი მექანიზმები“.  

 

კოტე ერისთავი ამბობს, რომ შრომის ინსპექციის დეპარტამენტი აქტიურად უნდა ამუშავდეს, რადგან საწარმოები მასიურად უგულებელყოფენ უსაფრთხოების ნორმებს. მისი თქმით, საჭიროა ინსპექციის ძალა და მექანიზმი დაფიქსირდეს, რათა გაჩნდეს შიში და ობიექტებმა უსაფრთხოების ნორმებზე პასუხისმგებლობა აიღონ. ერისთავის განმარტებით, აუცილებელია ინსპექტირების მექანიზმის კადრების და რეგიონული წარმომადგენლობის მხრივ გაძლიერება.

 

„შრომის ინსპექციის დეპარტამენტს დაახლეობით 40 ინსპექტორი ჰყავს, რეალურად ბევრად მეტი არის საჭირო, მათ კვალიფიციური კადრები სჭირდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დეპარტამენტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განყოფილებაა, აუცილებლად უნდა მოხდეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა“, - განმარტავს კოტე ერისთავი.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ყურადღებას ამახვილებს სამშენებლო კომპანიების მიერ წარდგენილ დასკვნებზე. მისი თქმით,  თბილისის მერია უბრალოდ დოკუმენტაციას იღებს და ეყრდნობა კერძო გეოლოგიურ სამსახურს, რომელიც გასცემს დასკვნას.

 

კოტე ერისთავი კომერსანტთან საუბრისას სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურების არაეფექტურ მუშაობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

 

„მშენებლობის სექტორზე საუბრისას მარტო შრომის ინსპექციის პასუხისმგებლობა არ შემოდის, ასევე შემოდის მერიის ზედამხედველობის ინსპექციისა და  ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსი. პრობლემა არის ის, რომ ამ სამ ინსპექციას შორის არ არის კოორდინაცია. საჭიროა, რომ ეს პრობლემა როგორც კრიზისი ისე აღიქვას სახელმწიფომ, შექმნას საბჭო, სადაც ამ სამივე ინსპექციის მობილიზება მოხდება, სადაც გამოიკვლევენ ხარვეზებს და შესაბამისი რეაგირება ექნებათ ამ ხარვეზებზე“, - განაცხადა კოტე ერისთავმა.


16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაცვალებას ეხმიანება თბილისი მერია. კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

 

„ობიექტზე, სადაც  უბედური შემთხვევა მოხდა, შეჩერებული იყო მშენებლობა  6 წლის მანძილზე. სამშენებლო სამუშაოები განახლდა 2019 წელს, გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე. მუნიციპალური ინსპექციის მიერ  ობიექტის შემოწმება მოხდა ჯერ კიდევ სამუშაოების განახლებამდე. შემოწმების შედეგად, აღნიშნულ ობიექტს მიეცა მითითება უსაფრთხოების ნორმების გამოსწორებასთან დაკავშირებით, რომელიც მშენებელმა გამოასწორა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.უბედური შემთხვევა უკავშირდება შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.

 

 

რაც შეეხება აღნიშნული მშენებლობის დამკვეთი შპს ნირან პროპერტის დეველოპმენტს. კომპანიასთან დაკავშირება კომერსანტმა ვერ შეძლო. მშენებელ კომპანიასთან კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძეს. ფერაძის ინფორმაციით კომპანიის დირექტორი დაკითხვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

კომპანია „ნირან პროპერტის დეველოპმენტის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე სასონ ჰოკია, მას ორმაგ მოქალაქეობა (საქართველო, ისრაელი) აქვს.  სასონ ჰოკი ასევე არის შპს ახალი მშრალი ხიდის მფლობელი და დირექტორი, შპს ნორჩი დინამოელის მფლობელი და დირექტორი, შპს ჯორჯიან ფაინანშიალ სოლუშენს ( შემოკლებით შპს ჯი ეფ ეს) მფლობელი და დირექტორი.

 




შრომის უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას აღწერს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციია, რომლის მიხედვითაც დასაქმების ადგილებზე 2010 წლიდან 2018 წლამდე 399 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1183 დაშავდა.




ბაჩო ადამია




„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-17 22:40:06
„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ პარლამენტის იმ დეპუტატების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა...

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...


მსგავსი სიახლეები

up