შრომის ინსპექტირება პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში - გამოწვევების დაძლევას ორიგინალური მიდგომა დასჭირდა

შრომის ინსპექტირება პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში - გამოწვევების დაძლევას ორიგინალური მიდგომა დასჭირდა

access_time2022-02-01 14:00:10

რას საქმიანობს შრომის ინსპექცია, რას გულისხმობს შრომის უსაფრთხოება და რა როლი ითამაშა შრომის ინსპექციამ პანდემიის მართვაში ამ და სხვა თემებზე რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “ბიზნეს ინსაიდერი“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ისაუბრა.


შრომის ინსპექციამ გარკვეული აქტივობა 2015 წლიდან დაიწყო, მაშინ როდესაც 10-წლიანი წყვეტის შემდეგ კვლავ გაჩნდა გარკვეული დეპარტამენტი, რომელმაც ძირითად მისიად ადამიანის უფლებებზე ზრუნვა დაისახა. 2006 წლამდე არსებობდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, თუმცა სახელმწიფო რეგულირების პერიოდში, ისევე როგორც სხვა ინსტიტუტი, ინსპექციაც გაუქმდა. ბექა ფერაძის თქმით, 2015 წელს შრომის ინსპექცია კვლავ შეიქმნა, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ საპილოტე პროგრამა იყო და 2015-2018 წლების ფარგლებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის საქმიანობით შემოიფარგლებოდა. შრომის ინსპექცია მიდიოდა იმ ბიზნეს სუბიექტთან, რომელიც თანამშრომლობისთვის მზაობას გამოხატავდა და აძლევდა რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მომხდარიყო უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა.


“როგორც ცნობილია, შრომის უსაფრთხოების კანონი ძალაში 2018 - 2019 წლიდან შევიდა, კანონი გულისხმობს არა სარეკომენდაციო ხასიათს, არამედ დღე-ღამის განავლობაში კომპანიების წინასწარი შეტყობისნების გარეშე შემოწმებას. 2021 წლიდან კი ძალაში შევიდა ცვლიელების პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა შრომის საერთაშორისო ორგნიზაციასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღო, რაც შრომის ინსპექციას აძლევს მანდატს, რომ არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოება, არამედ შრომითი უფლებებიც შეამოწმოს“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.


მისივე თქმით, 2018 წლამდე , ანუ სანამ შრომის ინსპექციის სამსახურს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა, მათთან თანამშრომლობის პროცესში ნებაყოფლობით არაერთი ბიზნესი ჩაერთო. ფერაძის თქმით, ეს ბიზნესები მეტნაკლებად მომზადებულები შეხვდნენ ახალ რეგულაციებს და შესაბამისად 2019 წლიდან თავიდან აიცილეს ის ჯარიმებიც, რომლებიც შესაძლო დარღვევის გამო შეიძლება დაკისრებოდათ.


ფერაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2018 წლამდე სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო, სწორედ ეს ფაქტორი იყო ერთ-ერთი, რამაც ხელი შეუწყო კანონის დროულად მიღებას და მას შემდეგ, რაც შრომის უსაფრთხოების კანონი ძალაში შევიდა, სამუშაო ადგილზე გარდაცვალების შემთხვევები 40%-ით არის შემცირებული.


„აქცენტი, ძირითადად, დღესაც სამშენებლო და სამთო მოპოვებით მიმართულებებზე კეთდება, დარღვევები მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ქვეყანაში შრომის კულტურაა მოშლილი. იმ ათწლიანი ჩავარდნის პერიოდში, როდესაც შრომის ინსპექციის სამსახური არ ფუნქციონირებდა, გაუქმებული იყო ის კანონი და კანონქვემდებარე აქტები , რომელიც ამ სფეროს არეგულირებდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე აქტი არსებობდა, ერთადერთი რგოლი სადაც ადამიანს მისი უფლებების დაცვა შეეძლო, იყო სასამართლო, თუმცა ეს იმდენად გაწელილი პროცესი იყო, რომ ხშირ შემთხვევაში მას არავინ მიმართავდა.


სასამართლოსგან განსხვავებით შრომის ინსპექცია პრევენციული ორგანოა, ჩვენი მიზანი არ არის ობიექტის დაჯარიმება და სანქციის დაკისრება, მაგრამ ჩვენი მიზანია იმ საფრთხეების და პოტენციური რისკების წინასწარ განჭვრეტა, რომელმაც შესაძლოა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. შესაბამისად, ზედამხედველობის დროს პირველ ეტაპზე ჩვენ არ ვაჯარიმებთ ობიექტს და ვაძლევთ გაფრთხილებას. თანამედროვე ევროპული პრაქტიკაც ამას გვეუბნება, შრომის ინსპექცია დასაქმებულების და ბიზნესის მეგობარია და თუ მისი მითითება არ სრულდება, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენება სადამსჯელო სანქციები. გაფრთხილების მექანიზმი კომპანიას აძლევს საშუალებას, რომ ხარვეზი დანაკარგის გარეშე გამოასწოროს“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.



მისივე განმარტებით, შრომის ინსპექცია ძირითადად 4 მიმართულებით მუშაობს. ესენია: 1. იძულებით შრომა, 2. შრომითი ექსპლუატაცია, 3. შრომის უსაფრთხოება, 4. კოვიდის რეგულაციები, რომელიც 2020 წლიდან გახდა შრომის ინსპექციის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა.


„შრომის უფლებების დარღვევამ შესაძლოა შრომის უსაფრთხოების უგულებელყოფა გამოიწვიოს, მაგალითად თუ ადამიანი მუშაობს ზეგანაკვეთურად, მისი მუშაობა არის მოდუნებული და შეიძლება ამან გამოიწვიოს გარკვეული დაუდევრობა. ასევე თუ ადამიანი უსაფრთხო გარემოში არ მუშაობს, ის ზღუდავს შრომის უფლებას.


2021 წლიდან ჩვენ ასევე ვმუშაობთ დისკრიმინაციის მიმართულებითაც ეს ეხება როგორც უშუალოდ სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის ფაქტს, ასევე წინასახელშეკრულებო ურთიერთობებსაც. მაგალითად თუ დამსაქმებელმა გამოაცხადა ვაკანსია, რომელიც შეიცავს დისკრიმინაციულ შინაარს და ადამიანს სხვა ადამიანთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებს.


ხშირად გვხვდება სქესის და ასაკის ნიშნით დინამიკა, მაგალითად აცხადებენ ვაკანსიას და უნდათ 30 წლამდე სასიამოვნო გარეგნობის გოგო და ვერ საბუთდება, რატომ ვერ შეასრულებს იგივე მოვალეობას უფრო დიდი ან თუნდაც მამაკაცი. ამ შემთხვევაში დამსაქმებელს შეუძლია, რომ მოგვმართოს. ასევე არის შემთხვევები, როდესაც გასაუბრების ეტაპზე ეკითხება დამსაქმებელი პოტენციურ თანამშრომელს, ხომ არ აპირებს ბავშვის გაჩენას ან გათხოვებას და ამის გამო არ აყავთ სამსახურში.


გარდა დისკრიმინაციისა, ვსწავლობთ ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევებსაც, ჩვენ შემოვიღეთ სამუშაო დროის აღრიცხვა, ცხადია ჩვენ არ გვაინტერესებს ცხრიდან 6-მდე სტანდარტულად მუშაობს თუ არა ადამიანი, მაგრამ გვაინტერესებს უწევს თუ არა ზეგანაკვეთური შრომა და რამდენად პროპორციულად უნაზღაურდება ეს“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.


ფერაძემ კორონავირუსის პერიოდში შრომის ინსპექციის მუშაობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიოში და ხუთეულშიც შედიოდა, სადაც შრომის ინსპექცია კოვიდ რეულაციბის მართვაში ჩაერთო, მისი თქმით აშშ-ს პირველს ჰქონდა ზოგადი რეკომენდაციები მასზედ, თუ როგორ უნდა დაეცვათ თავი კოვიდისგან სამუშაო ადგილზე და შემდეგი იყო საქართველო, რომელმაც რეკომენდაციები სექტორულად გაწერა, რათა როცა პირველი ლოკდაუნის შემდეგ ბიზნესი მუშაობას განაახლებდა, კვლავ ლოკდაუნის საჭიროების წინაშე არ დამდგარიყო ქვეყანა.


“როდესაც რეკომენდაციები დავწერეთ, ცხადია მას აღსრულება სჭირდებოდა, რაოდენობიდან გამონდინარე ეს ამ პერიოდში ძალიან რთული იყო, რადგან შრომის ინსპექციას სულ 60-მდე ინსპექტორი ჰყავდა, ხოლო შესამოწმებელი ადგილი იყო ძალიან ბევრი, ამიტომ პროცესში ჩართვა ვთხოვეთ სხვადასხვა უწყებას, ესენი იყვნენ შსს, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი უწყება, მერიის სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო და ა.შ. ერთობლივად ვახდენდით კოორდინაციას და ერთმანეთთან შეთანხმებით მოწმდებოდა ობიექტები. თითოეული სექტორის აღდგენა შესაბამისი პროტოკოლით ხდებოდა.


როცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვირუსის მიმართ იმუნური გახდა, შემოვიდა ე.წ. მწვანე პასპორტები და ბიზნესის კუთხით მასზე კონტროლი შრომის ინსპექციას დაევალა. დღეის მდგომარეობით 90 შრომის ინსპექტორი გვყავს, პროცესში კვლავ ჩართულია სხვადასხვა უწყებები, რადგან ინდივიდუალურად ყველას გაკონტროლება წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.


ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს კომპანიების შერჩევით კონტროლს, მისივე თქმით ყველა კომპანიას უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ შემოწმდება. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არ არსებობს იმდენი შრომის ინსპექტორი, რომ ყველა კმპანიას გაუმკლავდეს, კანონი ავალებს კომპანიებს, რომ უსაფრთხოების სპეციალისტი თვითონ დანიშნოს.


“ამ სპციალისტს სჭირდება გადამზადება და ამ გადამზადების პროგრამაზე ზედამხედველობა აქვს შრომის ინსპექციას, რომელიც აყალიბებბს მოდულებს და ზედამხედველობს სწავლების პროცესს იმსითვს, რომ მოხედს შესბამისი უნარებით განხილვა იმ ადამაინის, რომელიც ობიქტზეა დასამქებული.


ჩვენ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს ვანიჭებთ აკრედიტაციას იმისთვის, რომ განვახორციელოთ სწავლება, 2019 წლისგან განსხვავებით საგამოდო ნაწილი გამოვიტანეთ ცალკე, რომელსაც ტექნიკურად უზრუნველყოფს ორგანიზაცია ტრენინგ სფეისი. ეს ორგანიზაცია შექმნილია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბაზაზე, თუმცა თვითონ პროცედურებს, საგამოცდო პროცესს, პროცედურებს და გამოცდების კონტროლს შრომის ინპექცია უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up