შრომის ინსპექცია დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე მონიტორინგს აგრძელებს. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გასულ 48 საათში უწყებამ საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, თბილისსა და მის შემოგარენში ფართომასშტაბიანი გასართობი და სოციალური ღონისძიებებისთვის 5 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა. მათგან 3 ფიზიკურ პირს სანქცია სოციალური ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, ფართის იჯარით გადაცემის საფუძველზე დაეკისრა, ერთი ფიზიკური პირის კუთვნილი ფართი კი, დაილუქა.
შეგახსენებთ, რომ ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 2 000, ხოლო იურიდიული პირისთვის - 10 000 ლარს ითვალისწინებს.
23-25 აპრილს შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, ზედამხედველობა სულ 194 ობიექტზე განახორციელა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.