შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ ტექნიკის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია

შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ ტექნიკის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია

access_time2021-10-13 11:40:48

შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ სპეცტექნიკის შესაძენად გამოცხადებული სატენდერო პროცედურები დასრულებულია და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



თბილისის მერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.



„დაწყებულია მყარი ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამაში გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რისთვისაც მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. 2018 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. საუბარია სესხზე, რომლის მეშვეობითაც, შევძლებთ პროექტის განხორციელებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გადაწყვეტილია ნაგავმზიდი მანქანების შეძენა. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც შესაბამის ტექნიკას მოგვაწვდიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.




მისივე თქმით, ხელშეკრულების თანახმად, სპეცტექნიკა დედაქალაქს რვა-ათი თვის განმავლობაში გადმოეცემა.



„პროექტისთვის გამოყოფილი იყო 15 მლნ ევრო. სესხის ძირითადი კომპონენტი სპეცტექნიკის, მათ შორის, 67 ერთეული ნაგავმზიდისა და შვიდი ერთეული ქუჩის მექანიკური დამგველის, ე.წ. სვიპერის შეძენაა, რომელთა ღირებულება, ჯამში, 9 მილიონი ევროა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტექნიკის არსებობა ქალაქში დასუფთავების თვალსაზრისით და ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით, ყოველდღიურად მუშაობენ. გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ, გარკვეული დრო დასჭირდა. იცით, რომ ტენდერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ატარებს, რომელსაც თავისი წესები აქვს. დღეს უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიებთან ხელშეკრულება გაფორმებულია და 8-10 თვის განმავლობაში, ტექნიკა უნდა მოგვაწოდონ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.



მისივე თქმით, ასევე, იგეგმება დამატებით, 65 ერთეული ტექნიკის შესყიდვა, რომელთა შორის, ნარჩენების შემგროვებელი 44 ერთეული მანქანა იქნება.



„გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, იგეგმება დამატებით, 65 ერთეული ტექნიკის შესყიდვა. მათ შორის, ნარჩენების შემგროვებელი 44 ერთეული მანქანა იქნება. ამჟამად, თბილისს 120 ერთეული ნაგავმზიდი ემსახურება და ძალიან მალე ეს პარკი სრულად განახლდება. რამდენიმე წლის წინ ნაგავმზიდი მანქანების გარკვეული რაოდენობა შევიძინეთ, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. აღნიშნული პროექტით კი ტექნიკა სრულად განახლდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქისთვის, ასევე, კომპანიაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up