„მიკროავტობუსების პარკს იმ შემთხვევაში განვაახლებთ, თუ მგზავრობის ტარიფი გაიზრდება“-  თბილისის მიკროავტობუსი

„მიკროავტობუსების პარკს იმ შემთხვევაში განვაახლებთ, თუ მგზავრობის ტარიფი გაიზრდება“- თბილისის მიკროავტობუსი

access_time2019-11-27 17:30:16

დღეს დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს ორი კვირის ვადა მისცა, რათა შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რომ 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს. როგორც კახა კალაძემ განაცხადა  ყვითელი მიკროავტობუსები გაუმართავ მდგომარეობაშია, ტექნიკურად გაუმართავია, და საჭიროებს დროულ ჩანაცვლებას. დედაქალაქის მთავრობის სხდომას პრესკონფერენციით უპასუხა „შპს თბილისის მიკროავტობუს“-მა. კომპანიის გენერალური დირექტორი დღეს იმ პრობლემებზე ალაპარაკდა, რომელიც  „შპს თბილისის მიკროავტობუსშია“. დავით ასანიძე აცხადებს, რომ კომპანია დიდ ზარალზე მუშაობს და მას კომპანიის მფლობელები ფარავენ.

 

„როდესაც 2011 წელს მოვიპოვეთ ლიცენზია, საკონკურსო პირობებით ჩვენ სულ განვაახლეთ „თბილისის მიკროავტობუსების“ პარკი, დაახლოებით 63 მლნ დოლარის ინვესტიცია იქნა ჩადებული. მაშინ დოლარის კურსი  1,65 იყო, ჩვენი ბიზნეს გათვლა ამ კურსზე იყო და ჩადებული გვქონდა 10- 20 პროცენტიანი ცვლილება. ჩვენი იდეა იყო, რომ თუკი შეიცვლებოდა დოლარის კურსი, ეს მგზავრობის ტარიფში აისახებოდა, დღეისთვის კურსი რადიკალურად შეცვლილია, მაგრამ ეს ტარიფში არ ასახულა. ამის გარდა აღმოჩნდა, რომ ჩვენ 600 მიკროავტობუსით მეტი შევიძინეთ, ვიდრე საჭირო იყო ქალაქისთვის,  შემდეგ ამის გაყიდვამ  კომპანიას დიდი ზიანი მიაყენა, საუბარია, დაახლოებით 15 მლნ ლარზე. დღეისათვის ზარალმა ასტრონომიულ რიცხვს მიაღწია, ეს აუდიტორიული და ოფიციალური რიცხვია. ეს ციფრი 115 მლნ ლარს შეადგენს“, - განაცხადა დავით ასანიძემ.

 

„შპს თბილისის მიკროავტობუსის გენერალური დირექტორი იმ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რამაც კომპანიას 115 მლნ ლარის ზარალი მოუტანა.

 

„რვა წლის მანძილზე, ტარიფის შეუცვლელობა მარტივი არ არის, დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან ყოველთვის გვქონდა საუბარი და ყოველთვის გაგებით ვეკიდებოდით იმ სოციალურ სიტუაციას, რომელიც ქვეყანაში არსებობს. გათვლა გვქონდა მომავალზე, რომ ისე გადაგვეტანა პროცესი, რომ მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთი არ ყოფილიყო.  მერიამ ახალი ავტობუსები შემოიყვანა, რამაც მგზავრები საგრძნობლად მოგვაკლო, მანქანები ამორტიზირდა. დოლარის კურსი მკვეთრად, რომ არ შეცვლილიყო 2018 წელს ყველა მიკროავტობუსი გამოიცვლებოდა, ჩვენ გეგმა გვქონდა, რომ შვიდი წლის თავზე ავტოპრაკი სრულიად უნდა განახლებულიყო. მაგრამ მარტო დოლარის კურსის ცვლილებამ 50 მლნ დოლარის ზარალი მოგვაყენა და ჩვენი გეგმების განხორციელების საშუალება არ მოგვცა .

 


დოლარის კურსის ცვლილების გარდა საწვავი დაახლოებით 100 პროცენტით გაძვირდა. 2011 წლის ფასები და დღევანდელი ფასები, რომ შევადაროთ ყველაფრის ფასია თითქმის გაორმაგებული გარდა ჩვენი მგზავრობის ტარიფისა. ზოგადად, საქალაქო ტრანსპორტიც არ გაძვირებულა მაგრამ, საქალაქო ტრანსპორტი არის დოტაციაზე ქალაქის მერიის მხრიდან, ეს დოტაციის თანხები დარწმუნებული ვარ, რომ გაიზარდა. ჩვენ არავითარი დოტაცია არ გვაქვს ჩვენი ერთადერთი შემოსავალი მგზავრობიდან შემოსული თანხაა.

 

ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ გარემოებას-ჩვენ როდესაც ოპერირება დავიწყეთ გათვლილი გვქონდა, რომ მძღოლს დღეში 40 ლარი უნდა დარჩენოდა ხელზე მაშინ ეს ძალიან ნორმალურ ხელფასად ითვლებოდა. დღეს 40 ლარი პატარა ციფრია. თვითონ ავტობუსებშიც  ხელფასები უფრო დიდია, ვიდრე ჩვენთან. ამის გამო,მძღოლები მიკროავტობუსებს   მასიურად   ტოვებენ. „კარგ ხაზებზეც“ ჭირს მძღოლების მოძებნა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მძღოლებსაც ის პრობლემები აქვთ რაც ჩვენ. ყველაფერი გაძვირდა, შემოსავალი მეტი სჭირდება და ეს შემოსავალი ჩვენთან  ფიქსირებულია.ამაზე მეტს ვერ ვთავაზობთ.

 

ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სიტუაციას, რომ მანქანები ამორტიზირდა, დაძველდა, გამოცვლას მოითხოვს, მიკროავტობუსებით მგზავრობა უკვე  არაკომფორტულია, არის პრობლემები გამონაბოლქვის მხრივაც. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა მიკროავტობუსს გავლილი აქვს ტექნიკური დათვალიერება, მაგრამ ხდება შემთხვევა როდესაც შეიძლება ტექდათვალიერება გაიაროს, მაგრამ ავზში ცუდი საწვავი მოხვდება და ამის გამო გამონაბოლქვი გაუჩნდება“, - განმარტავს დავით ასანიძე.

 

დავით ასანიძე აცხადებს, რომ  მიკროავტობუსების პარკის განახლებას კომპანია 2020 წლიდან იმ შემთხვევაში დაიწყებს თუ მგზავრობის ტარიფი გაიზრდება.

 

„ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით საკითხს, არ ვცდილობთ სხვა გამოსავალი მოვძებნოთ, მაგრამ თუ მოხდება პრობლემების ტარიფებზე ასახვა, კომპანია შეძლებს მიკროავტობუსების ავტოპარკი განაახლოს და შეძლებს მომსახურება იმ დონეზე აიყვანოს, რომ ქალაქში არსებულ ავტობუსებს არ ჩამორჩებოდეს. შესაბამისად, ის პრობლემები რაც კონდენცირებას , ჰიგიენურ სისუფთავეს  და გამონაბოლქვს შეეხება სრულად აღმოიფხვრება. ამის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი აზრით არის ფასის ზრდა. ამ საკითხის გათვალისწინება თუ მოხდება ჩვენ მზად ვართ მომავალი წლიდან ავტოპარკი განვაახლოთ. ერთ წელიწადში  დიდი რაოდენობით მანქანების შემოყვანა ვერ მოხერხდება, მაგრამ ადეკვატურ ვადებში შევძლებთ ავტოპარკი განვაახლოთ“, - აცხადებს დავით ასანიძემ.

 

ბაჩო ადამია




20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up