შპს „შუქრუთი +“: ყოფილი დასაქმებულების ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება

შპს „შუქრუთი +“: ყოფილი დასაქმებულების ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება

access_time2020-11-13 23:40:48

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, შპს „შუქრუთი +“-ს ყოფილმა დასაქმებულებმა, ნოდარ ტეფნაძემ და თორნიკე ნოზაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს მათ კომპანიამ შრომითი ხელშეკრულება კანონდარღვევით, ახსნა-განმარტების გარეშე შეუწყვიტა. ამავდროულად, აღნიშნულმა პირებმა გაავრცელეს ფოტო და ვიდეომასალა და „შუქრუთი+“-ს წაუყენეს პრეტენზია მძიმე სამუშაო პირობებისა და არასათანადო კვების შესახებ. 


ინფორმაციაში, რომელსაც „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს, აღნიშნულია რომ „ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სრული სიცრუე. აქვე განვმარტავთ, რომ თორნიკე ნოზაძე შპს „შუქრუთი +“- ში 2020 წლის 28 ივლისს, სატვირთო საბაგირო გზაზე სამთო ოსტატად, ხოლო ნოდარ ტეფნაძე ამავე წლის 23 ივლისს, სატვირთო-საბაგირო გზის მკვებავის მემანქანედ დაინიშნენ. კომპანიამ გაითვალისწინა მათი არაერთგზის თხოვნა და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პირებს არ ჰქონდათ შესაბამისი კვალიფიკაცია, პროფესიული გადამზადების შემდეგ მათ მისცა გამოსაცდელი ვადით მუშაობის შესაძლებლობა“,  აცხადებენ კომპანიაში.


„გაცნობებთ, რომ აღნიშნულმა პირებმა მუშაობის 3 თვის განმავლობაში, არაერთგზის უხეშად დაარღვიეს დისციპლინარული ნორმები და შრომის შიდა განაწესი, ასევე სამუშაო ადგილზე ალკოჰოლური სასმელის მოხმარების, აზარტული თამაშებით დაკავებისა და სამუშაო საათების გაცდენის გამო, მიიღეს სასტიკი საყვედურები. ამ მიზეზების გამო, კომპანიამ მიიღო აღნიშნული პირების სამსახურიდან დათხოვნის სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც მათ ეცნობათ როგორც სამსახურის უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან, ასევე წერილობით.


რაც შეეხება აღნიშნული პირების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალას, კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ გადაღებული კადრები არ ასახავს შპს „შუქრუთი + „-ს მოქმედ ობიექტს. იგი არის ერთ-ერთი ძველი ობიექტი, სადაც იგეგმება სარემონტო სამუშაოების დაწყება.
მოგახსენებთ, რომ შპს „შუქრუთი+“-მა რეგიონში ოპერირება მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყო. 4 თვის განმავლობაში კომანიამ მის დაქვემდებარებაში არსებული საწარმოო ობიექტების სარემონტო სამუშაოები და კეთილმოწყობის სამუშაოების ეტაპობრივად დაიწყო.


ამ ეტაპზე, კომპანიამ უკვე კაპიტალურად გაარემონტა ე.წ სანატორიუმის შენობა, სადაც ვახტურ რეჟიმზე მომუშავე თანამშრომლები არიან განთავსებული, მათ შორის გარემონტდა სამზარეულო და შეიცვალა კვების კომპანია, რომელიც დასაქმებულებს მრავალფეროვან მენიუს და მაღალი ხარისხის საკვებით უზრუნველყოფს.
შპს „შუქრუთი +“-ს მიერ მაღაროების ტერიტორიაზე მომუშავე დასაქმებულებს სამუშაო ადილებზე მიეწოდებათ მშრალი ულუფებიც, რომლებიც ასევე არის მაღალხარისხიანი.



ასევე, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შპს „ შუქრუთი +“ პანდემიის დაწყების დღიდან, ზედმიწევნით იცავს საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და ვიდრე მშრალი ულუფები დასაქმებულებამდე მივა, ის მკაცრ კონტროლს გადის. სასადილოს თანამშრომლები სპეციალური სანიტარული ფორმებით არიან აღჭურვილნი, ხოლო თითოეული პროდუქტი სასურსათო ამანათებში თავსდება, რათა სანიატრული ნორმები და უსაფრთხოება სათანადოდ იყოს დაცული.


სამუშაოები, რაც დასაქმებულთა შრომითი პირობებისა და საწარმოო პროცესის გაუმჯობესებას ემსახურება, მიმდინარეობს ეტაპობრივად და მომავალშიც გაგრძელდება.


მაშინ, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საშიშ ეტაპზე იმყოფება და საქართველოს ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ადგილობრივი წარმოების შეუფერხებელი მუშაობა, აღნიშნული პირების მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებები მავნებლურად მიგვაჩნია. ის არამხოლოდ კომპანიის იმიჯს აზიანებს, ამავდროულად შეურაცხმყოფელია კომპანიაში დასაქმებულთათვის.


შპს „შუქრუთი+“ გავრცელებული ბრალდებების საპასუხოდ, მზად არის, თემით დაინტერესებულ ყველა მხარეს კომპანიის სამუშაო პირობებისა თუ სხვა საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს“,  აღნიშნულია განცხადებაში.











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up