შპს „საქნახშირი“ „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლების საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს

შპს „საქნახშირი“ „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლების საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს

access_time2020-03-19 13:36:09

შპს „საქნახშირი“ გასული თვის განმავლობაში ტყიბულში, „ძიძიგურის შახტში“ დასაქმებული პირების მხრიდან უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობისა და სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის გამო მათი ანაზღაურების საკითხს აქტიურად განიხილავს და ცდილობს, ოპტიმალური გამოსავალი მოძებნოს.


კერძოდ, საკითხი ეხება მიმდინარე წლის თებერვალში მეშახტეების მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე გამოუცხადებლობისა და საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის საკითხს, რის გამოც კომპანიის კანონიერი ინტერესი შეილახა, დაირღვა ოპერირების უწყვეტი ციკლი და კომპანიამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.


მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში დასაქმებულებს არაერთი გაცდენილი დღე ჰქონდათ, კომპანია ტყიბულის შახტების სოციალურ მნიშვნელობას სრულად აცნობიერებს, შესაბამისად, შპს „საქნახშირის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სიტუაციის გარკვევის მიზნით, პროფკავშირებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგადაც, კომპანიამ გარკვეული კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო - მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე შედგა ოქმი, რაც შპს „საქნახშირის“ მხრიდან - განაცდური სამუშაო დღეების ანაზღაურებას, ხოლო მეშახტეების მხრიდან სამუშაო პროცესის განახლებას ითვალისწინებს.


შესაბამისად, შპს „საქნახშირის“ მენეჯმენტის კეთილი ნებით, დასაქმებულები თებერვლის კუთვნილ ანაზღაურებას თითქმის სრულად მიიღებენ.


გამონაკლისია თებერვლის გაცდენილი 6 დღის ანაზღაურების საკითხი. საუბარია 10 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით, ასევე, 24-27 თებერვლის პერიოდზე, როდესაც დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე არ გამოცხადდნენ.



აღსანიშნავია, რომ მეშახტეები მიმდინარე წლის 10-12 თებერვალს სამუშაო ადგილებზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ მივიდნენ, რაც შეეხება 24-27 თებერვალს, აღნიშნულ პერიოდში შპს „საქნახშირის“ მიერ ოფიციალური ბრძანება ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლები სამუშაოდ „მინდელის შახტზე“ უნდა გადასულიყვნენ. მათ განემარტათ, რომ აღნიშნული დროებითი ღონისძიება განპირობებული იყო მეშახტეთა სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვით. კერძოდ, ძიძიგურის შახტის ამწე-დანადგარზე ბაგირებს ექსპლუატაციის ვადა ამოეწურა და შეცვლას საჭიროებდა, რაც რამდენიმე კვირას მოითხოვდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შახტის ჩასასვლელი გაიხსნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ დასაქმებულებს აღნიშნული ბრძანება და მისი საფუძველი მკაფიოდ განუმარტა, 24-27 თებერვლის ჩათვლით, „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლები სამუშაო ადგილზე მაინც არ გამოცხადდნენ და სამსახურში მხოლოდ 28 თებერვალს მივიდნენ.


ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შპს „საქნახშირმა“ საკუთარი დასაქმებულების ინტერესები კიდევ ერთხელ გაითვალისწინა და მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლებს ეს პერიოდიც აუნაზღაურდებოდათ, თუმცა, კუთვნილი შვებულების ხარჯზე და იმ შემთხვევაში, თუკი თანამშრომლები კომპანიას კუთვნილი საშვებულებო დღეების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართავდნენ.


აღნიშნულის შესახებ კომპანიამ დასაქმებულებს აცნობა, თუმცა მათ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, შეთანხმება ვერ შედგა. საინიციატივო ჯგუფმა შპს „საქნახშირს“ შემხვედრი წინადადებითა და შემუშავებული შეთავაზებით თავად მიმართა, რომლის თანახმადაც, კომპანია თანამშრომლებს თებერვლის თვის სრულ ანაზღაურებას იმ შემთხვევაში მისცემდა, თუკი მარტის თვეში „ძიძიგურის შახტზე“ დასაქმებული პირები შრომით პროცესს განაახლებდნენ. შპს „საქნახშირი“ აღნიშნულ ინიციატივასაც დასთანხმდა, რაც შეხვედრის ოქმითაც დაადასტურეს. თუმცა, შეთანხმების მიუხედავად, მომდევნო დღეს, 14 მარტს, „ძიძიგურის შახტში“ დასაქმებული პირები სამსახურში მაინც არ გამოცხადდნენ, შეთანხმება დაარღვიეს და მის შესრულებაზე უარი განაცხადეს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანია იძულებული გახდა, თებერვლის თვის ზემოაღნიშნული გაცდენილი 6 სამუშაო დღე არ აანაზღაუროს.


მოვლენების არათანამიმდევრული განვითარების მიუხედავად, კომპანია მზად არის, მოლაპარაკების პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში განაახლოს და ამ მიზნით პროფკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებს, დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სოციალური კეთილდღეობის მიღწევის უზრუნველსაყოფად მოლაპარაკების პროცესში ჩაერთონ. ამავე დროს, პროცესში მონაწილე გარკვეულ პირებს მოუწოდებს, ნუ მოახდენენ პროცესის დესტრუქციას და შექმნილ ვითარებას ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე ნუ გამოიყენებენ.


შპს „საქნახშირი“ კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების დამკვიდრება მისთვის პრიორიტეტულია და მზად არის, ამ მიზნის უზრუნველსაყოფად შესაბამის დასაქმებულთა გაერთიანებებთან აქტიურად ითანამშრომლოს.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up