შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი სოფელ  რუისის მოსახლეობას შეხვდა და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი სოფელ რუისის მოსახლეობას შეხვდა და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილა

access_time2020-07-05 21:00:46

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისის მოსახლეობას შეხვდა და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„იმისათვის, რომ აღნიშნულ სოფელში სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი დარეგულირდეს და შეფერხების გარეშე მიეწოდოს მოსახლეობას წყალი  გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტაშისკარის მაგისტრალური არხის ბოლო მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ რუისში შექმნილ შეფერხებების აღმოფხვრის. ამასთანავე, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად გადანაწილდეს. პარალელურად მიმდინარეობს რუისის სატუმბი სადგურის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება, ხოლო პროექტის სრულად დასრულება მომავალი წლის სარწყავი სეზონისთვისაა დაგეგმილი. სატუმბი სადგურის მოწყობა სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.



სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთ წყალგამანაწილებელზე, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტში დამატებით 135 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული მოირწყვება.




შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 34 სარეაბილიტაციო პროექტი, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში 6 პროექტი მიმდინარეობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს
access_time2020-10-28 20:00:37
გასულ დღე-ღამეში ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში კიდევ 64 ადამიანი დაინფიცირდა - ეს ძალიან ბევრია ცხინვალისთვის, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს.   15 სექტემბერს რუსეთს და ე.წ. სამხრეთს ოსეთს შორის საზღვარი გაიხსნა და ამის შემდეგ რესპუბლიკაში ინფიცირების...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...


მსგავსი სიახლეები

up