შპს „მეტრა დეველოპმენტი“ თბილისის მერს კახა კალაძეს ღია წერილით მიმართავს

შპს „მეტრა დეველოპმენტი“ თბილისის მერს კახა კალაძეს ღია წერილით მიმართავს

access_time2019-03-14 20:00:32

ბატონო კახა, „მეტრა პარკის“ მობინადრეების ღია წერილის პასუხად მოგმართავთ და  გთხოვთ არ გაიზიაროთ 7 ადამიანის მიერ სიძულვილით გაჯერებული ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებები.


უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კომპანია შეგნებულად თავს არიდებს საჯარო განცხადებების გაკეთებას და ცდილობს არ გაცდეს დავის სამართლებრივ ჩარჩოებს.  სამაგიეროდ, სარგებლობს რა კომპანიის კორექტულობით მცხოვრბელების 7 კაციანი დაჯგუფება (მუდმივად ჟღერდება, რომ არსებობს 50 კაციანი ჯგუფი, თუმცა ყველა საჩივარზე თუ განცხადებაზე მხოლოდ 7 ადამიანის ხელმოწერაა) და მიმართავს ყველა ბინძურ ხერხს, რათა მოახდინოს კომპანიის დისკრედიტაცია და ზეწოლა მოახდინოს მერიის შესაბამის სამსახურებზე.


პირველ რიგში გვინდა გაცნობოთ, რომ ამ ადამიანების მიერ 2018 წლის ივნისში შეტანილ იქნა ორი სარჩელი ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამასთან, სარჩელის  უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოთხოვნილ იქნა „მეტრა-პარკის“ გრგ-ს მოქმედების შეჩერება, რაზეც როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს  ასევე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ეთქვათ უარი.


ბატონები იოსებ ნიბლაძე, ირაკლი ტიკარაძე და ზურაბ ქილიფთარი, რომლებიც წარმოადგენენ ამ ჯგუფის „ლიდერებს“, მუდმივად ახსენებენ, რომ „შპს „მეტრა დეველოპმენტი“ ყველა ხერხს და ღონეს მიმართავს და მერიის სამსახურები შეყავს შეცდომაში“. გასაკვირია, რომ მათი ეს ბრალდებები მიმართულია მხოლოდ მერიის წინააღმდეგ და აღნიშნული ბრალდებები რატომღაც არ ჟღერდება სასამართლოს მისამართით.


ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პირები დაუზარებლად ასაჩივრებენ შპს „მეტრა დეველოპმენტის“ ყველა განცხადების განხილვას და ამ განხილვის პროცესში მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას ქ. თბილისის მერიის იურიდიულ სამსახურში, თუმცა აქაც უშედეგოდ. არცერთი ადმინისტრაციული განხილვა მომჩივანი პირების სასარგებლოდ არ დასრულებულა.


მუდმივად ჟღერდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია იყენებს შეუსაბამო და არასწორ დოკუმენტაციას, ახდენს დასკვნების გაყალბებას, რაც ასევე მტკნარი სიცრუეა, სულ მცირე იმის გამო, რომ არცერთი აღნიშნული ბრალდების გამაბათილებელი მტკიცებულება მათი მხრიდან წარმოდგენილი არ არის.



მომჩივნების განცხადებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანიას განზრახული აქვს გაჩეხოს ხე-ნარგავები (კავკასიური მუხა, ელდარის ფიჭვები და სხვა), რაც ასევე წარმოადგენს ცილისწამებას. კომპანიამ შეათანხმა დენდროლოგიური პროექტი რომლის მიხედვით საპროექტო ტერიტორიაზე იჭრება მხოლოდ და მხოლოდ თვითნაყარი ბუჩქები და გადარგვას ექვემდებარება სულ რვა ხე. აღარ ვეხებით დეტალურად იმას, თუ რა მაშტაბის გამწვანების სამუშაოები უკვე განხორციელებული აქვს კომპანიას და მომავალში კიდევ რამდენი უნდა გაკეთდეს, შეთნხმებული დენდრო-პროექტის შესაბამისად.


საერთოდ გაუგებარია ტერმინი „თვისობრივად სატყეო ზონა“, რომელზეც აპელირებენ მას შემდეგ, რაც კომპანიამ გააკეთა განცხადება და არგუმენტირებულად განმარტა რომ აღნიშნული ტერიტორია არასდროს განეკუთვნებოდა სატყეო ზონას და არც ამჟამად არის.

ამ სიცრუისა და ბინძური ბრალდებების ნიაღვარში პირველ ადგილს იკავებს ბრალდება იმის შესახებ, რომ შპს „მეტრა დეველოპმენტმა“ მოატყუა მაცხოვრებლები და დაუმალა საპროექტო მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.14.08.001.088)  სამშენებლოდ განვითარების გეგმები.


ბატონებს ირაკლი ტიკარაძეს და ზურაბ ქილიფთარს „მეტრა პარკში“ ბინები შეძენილი აქვთ 2006-2008 წლებში, როდესაც უკვე არსებობდა ამ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) და მაშინვე გათალისწინებული იყო ამ საპროექტო მიწის ნაკვეთზე 5 შენობა-ნაგებობის მშენებლობა.

რაც შეეხება ბატონ იოსებ ნიბლაძეს, რომელმაც უშუალოდ შპს „მეტრა დეველოპმენტისგან“ შეიძინა ბინა, ნასყიდობის ხელშეკრულებაში პირდაპირ უწერია, რომ: ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მყიდველი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია მიწის ნაკვეთის განაშენიანების პროექტი და ხელშეკრულების ხელმოწერით მყიდველი წინასწარ იძლევა თავის ცალსახა უპირობო თანხმობას მასზედ, რომ გამყიდველმა მიმდებარე ტერიტორიის (მიწის ნაკვეთის) განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ-ს) კორექტირება ნებისმიერი პარამეტრებით მოახდინოს, გამყიდველის სრული და შეზღუდული შეხედულებისამებრ.“


შესაბამისად, მათი ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმისკენ, რომ დაზიანდეს დეველოპერი, რომელმაც განახორციელა 11 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება ამ პროექტის რეაბილიტაციაში და რომელმაც 130 იმედდაკარგულ ოჯახს ჩააბარა ბინები.

კომპანია აცხადებს რომ მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას იმისათვის, რომ თითოეულმა იმ ადამიანმა, რომელიც დღეს განზრახ ცდილობს ცრუ ბრალდებებით კომპანიის დაზიანებას და სახელის შელახვას, პასუხი აგოს კანონის წინაშე.

ბატონო კახი გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული გარემოებები და არ მისცეთ საეჭვო ინტერესების მქონე ადამიანთა ჯგუფს იმის საშუალება, რომ დააზიანონ კეთილსინდისიერი დეველოპერული კომპანია. 



(R)






აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up