შპს ლიდერი-ფუდის დამფუძნებლის ადვოკატი, ავთანდილ თეთრაშვილი, არჩილ კბილაშვილის განცხადებას ეხმაურება

შპს ლიდერი-ფუდის დამფუძნებლის ადვოკატი, ავთანდილ თეთრაშვილი, არჩილ კბილაშვილის განცხადებას ეხმაურება

access_time2020-07-31 15:53:51

მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, სამართლებრივ დავებს იურისტები სასამართლოში უნდა ვიხილავდეთ, ვფიქრობ, ლიდერი-ფუდთან დაკავშირებული დავა გაცდენილია ჩვეულებრივი სამართალურთიერთობის ფარგლებს და მის მიმართ საზოგადოების ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია.


მე, როგორც შპს ლიდერი-ფუდის დამფუძნებლის, ირაკლი დუმბაძის ადვოკატი, იძულებული ვარ გამოვეხმაურო ამავე დავის მეორე მხარის, დავით ზეიკიძის ადვოკატს, ბატონ არჩილ კბილაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ თურმე, მისმა კლიენტა ორ ინსტანციაში დავა იმიტომ წააგო, რომ სასამართლო გადაწყვეტილება კორუფციის ნიშნებს შეიცავს.


უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დავის წამოშობისას, ჩვენი, როგორც ადვოკატების პროფესიული ვალდებულებაა ისეთი სამართლებრივი ნორმის, საფუძვლისა და გზის მონახვა, რომელიც ჩვენი მარწმუნებლის კანონიერ ინტერესებს შეესაბამება და მისთვის სასურველ შედეგზეა ორიენტირებული. ეს სრულიად ნორმალურია და ამ მხრივ, მე პატივს ვცემ თითოეული ჩემი კოლეგის თავდაუზოგავ შრომას.


ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელი სულ სხვა რამაა. ბატონი არჩილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები კორუფციის ნიშნებს იმიტომ შეიცავს, რომ მათ არ გაითვალისწინეს ის გარემოებები, რომელიც ბატონი კბილაშვილის კლიენტის ინტერესებს შეესაბამებოდა და ამ კუთხით რამოდენიმე „გაუთვალისწინებელ“ გარემოებას საკუთარი ინტერპრეტაციით გვთავაზობს. ასე, მაგალითად: ბატონი არჩილი ამბობს, რომ სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის ადვოკატის ოფისმენეჯერის ჩვენება, სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით და არ გაიზიარა მოპასუხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ჩვენება, სარჩელის მიუღებლობასთან დაკავშირებითო. ბატონო არჩილ, მოდით კარგად გავიხსენოთ, 11.07.2019 წელს, როდესაც პირველივე სასამართლო სხდომაზე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მ. ბაღათურიას დაკითხვის საკითხი განიხილებოდა, ეს ბატონი სასამართლოში იმყოფებოდა და სხდომის დარბაზის კართან გვიცდიდა. მიუხედავად ჩვენი არაერთგზისი თხოვნისა, რომ იმავე დღეს დაგვეკითხა ბატონი მ.ბაღათურია, თქვენ და დავით ზეიკიძე პრინციპულ უარზე იყავით, ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ მ. ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად დრო გჭირდებოდათ. გარდა ამისა, ბატონმა დავით ზეიკიძისმ, პირდაპირ, პროცესზევე განგვიცხადა, რომ მისი უსაფრთხოების უფროსი სწორედ იმას ეტყვის სასამართლოს, რასაც თვითონ გვეუბნება და ამისგან განსხვავებული მოლოდინი არ უნდა გვქონოდა. ეს ხომ სასამართლოს სხდომის ოქმის ჩანაწერებით დასტურდება, ამას ხომ ვერაფერს დავამატებთ ან მოვაკლებთ?! 


ეხლა, მე რომ დავდგე და ყველა არგუმენტის გაბათილება და ჩემი მარწმუნებლის სასარგებლო მტკიცებოლებების წერა ამ სივრცეში დავიწყო, რამდენად გასაგები იქნება ეს ჩვეულებრივი მკითხველისათვის?! ალბათ, ნაკლებად. ასევე გაუგებარია თქვენს მიერ არაკონტექსტუალურად მოყვანილი ე.წ. პოზიციის გამამართლებელი გარემოებები და საზოგადოებას რეალური სურათის აღქმის საშუალებას უზღუდავს ბატონო არჩილ. ასეთ საკითხებზე პასუხს, სასამართლოში სიამოვნებით  მოგახსენებთ დაწვრილებით. თუმცა, მეორე მხრივ, უკიდურესად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამავე საკითხზე საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა და მზად ვარ, ნებისმიერ საეთერო სივრცეში, თქვენთან ერთად განვიხილო ყველა ის არგუმენტი, რომელზეც მხარეები, ჩვენ-ჩვენ პოზიციას ვაყრდნობთ.  


ყველა ადვოკატისთვის ცნობილია, რომ სასამართლო, საკუთარ გადაწყვეტილებას ამათუიმ გარემოებებზე აფუძნებს და სწორედ ამ დროს ხდება გარკვეული ფაქტების თუ მოსაზრებების გათვალისწინება ან გაუთვალისწინებლობა. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ სასამართლომ არგუმენტირებულოდ მოახდინოს ასეთი გარემოებების გათვალისწინება, რაც განსახილველ დავაში, ამომწურავადაა დასაბუთებული.

შესაბამისად, მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლომ არ დაიჯერა დავით ზეიკიძის არგუმენტები, რომელიც თავისი შინაარსით გაცდენილია ყოველგვარ ლოგიკურ საფუძველს და არც რაიმე მტკიცებულებითაა გამყარებული, ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია ჩემი კლიენტის - ბატონი ირაკლი დუმბაძის პირდაპირ თუ ირიბად კორუფციულ გარიგებაში დადანაშაულება.


თქვენ ბრძანებთ, რომ ბატონმა დ. ზეიკიძემ, ირაკლი დუმბაძის და სხვა პირთა, მათ შორის საქმის განმხილველ მოსამართლეთა მიერ,  მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო პროკურატურას მიმართაო. მაშინ, იქნებ აგვიხსნათ, რა რეაგირებას ახდენს აღნიშნულზე პროკურატურა, რატომ არ დაუბარებიათ ირაკლი დუმბაძე და არაფერი უკითხავთ მისთვის (იმედია, პროკურატურასტან კორუფციულ გარიგებაშიც არ დაგვადანაშაულებთ!)? იმიტომ ხომ არა, რომ ბატონი დ. ზეიკიძის ამ აბსურდულ ბრალდებას არანაირი ლოგიკური და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია?! მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასეა!


მე იმასაც ვფიქრობ, რომ პროკურატურისთვის მიმართვა ერთგვარი იურიდიული ხრიკია, რათა თქვენი მარწმუნებლის მიერ შეკვეთილი, სრულაიდ გაუგებარი და ცინიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც რატომღაც სრული ერთი წლის შემდეგ გაგახსენდათ (არადა იმავე მასალაზე ექსპერტიზა უკვე ჩატარებული გაქვთ), თავს მოგვახვიოთ ჩვენც, სასამართლოსაც და საზოგადოებასაც.


მე ასევე, იმასაც ვფიქრობ, რომ თქვენ, როგორც ადვოკატს, გულის სიღრმეში გესმით, თუ რა დონის აბსურდია ბატონი დ. ზეიკიძის ის ვერსია, რომელსაც სარჩელის ნაცვლად სხვა დოკუმენტის მიღების დასაჯერებლად გვთავაზობს.


აქვე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად თქვენი კლიენტის, ბატონი დავით ზეიკიძის მიმართ საფუძვლიანი ეჭვის არსებობისა, რომ იგი, ირაკლი დუმბაძის საწინააღმდეგოდ, სხვადასხვა ფორმით ზეგავლენის მოხდენას ცდილობს სასამართლოზე, პროკურატურაზე და სხვა გავლენიან სუბიექტებზე, რომლის შედეგებიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა, უაპელაციოდ და მტკიცებულებების გარეშე არასოდეს მისაუბრია საჯარო სივრცეში, რაც პირადი მორალით, კანონით და პროფესიული ეთიკითაა ნაკარნახევი. შესაბამისად, იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი საქმიანობა დარჩება პროფესიული ეთიკის ფარგლებში და მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, ვიმოქმედებთ ჯენტლმენური პრინციპების დაცვით.       

 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up