50 სასახლისთვის სწრაფი შესყიდვა გამოცხადდა

50 სასახლისთვის სწრაფი შესყიდვა გამოცხადდა

access_time2021-09-18 15:42:33

დამკრძალავი კომპანია, ჰერმესი, რომელიც თბილისში არსებული სასაფლაოების მართვას და მოქალაქეებისათვის სარიტუალო მომსახურებას უზრუნველყოფს შესყიდვების სააგენტოს თხოვს გაითვალისწინოს გადაუდებელი საჭიროება და უახლოეს მომავალში ტენდერის გარეშე შეისყიდოს 50 ცალი სასახლე იმისათვის, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა გარდაცვლილების დაკრძალვისას.

საფრთხე ექმნება ორგანიზაციის ფუნქციონირების უმთავრეს ასპექტს, როგორიცაა მიცვალებულთა დაკრძალვა. სასახლეების სრული მარაგი ამ ეტაპისთვის ამოწურულია და ჩვენი მოქმედი კონტრაქტორები ვერ ახერხებენ საჭირო რაოდენობის საქონლის მოწოდებას. ამ ეტაპისათვის აუცილებელია შესყიდული იქნას სასახლეების რაოდენობა, რომელიც საჭიროა მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი, რამაც გამოიწვია სასახლეების მარაგების სწრაფი ამოწურვა. არსებული მიმწოდებლები ვეღარ ახორციელებენ სასახლეების მოწოდებას, რაც მისი ახსნა–განმარტებით დაკავშირებულია თანამშრომელთა ნაწილის კორონავირუსით დაინფიცირებიდან გამომდინარე - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

შპს ჰერმესი ამ ეტაპზე 50 ცალი სასახლის შესყიდვას ითხოვს. თითოს სავარაუდო ფასი 270 ლარია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ, ჭირისუფალს თბილისში კატაფალკის მოძიება გაუჭირდა. სარიტუალო მომსახურების კომპანიაში მათ უთხრეს, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში შეეძლოთ მანქანის გამოყოფა და მიცვალებულს შორ მანძილზე ვერ წაასვენებდნენ. ჩასასვენებლების საამქროს ხელმძღვანელი, სარიტუალო მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნას, უპირველესად, კოვიდით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს. მისი თქმით, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ კოვიდით გარდაცვალების პროტოკოლის თანახმად, მიცვალებული მაქსიმ 72 საათში უნდა დაიკრძალოს, შესაბამისად, კოვიდით გარდაცვალების რიცხვის მატებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა იმავე დღეს ან მეორე დღეს დაკრძალვაზე, რის გამოც გარდაცვლილის ოჯახის წევრს უწევს რამდენიმე საათში მოაგვაროს დაკრძალვის რიტუალისათვის საჭირო ყველა დეტალი, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო ამძიმებს. მისივე თქმით, თუკი აქამდე ზოგადად, ტრადიციის თანახმად, გასვენების ცერემონიალი კვირის მხოლოდ ოთხ დღეს იმართებოდა, კოვიდით გარდაცვალებამ ეს წესიც შეცვალა:

„ვიცით, რომ როგორც წესი, საქართველოში, გასვენების დღეებად ითვლებოდა სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა, ახლა უკვე კვირის ყველა დღეებში კრძალავენ მიცვალებულს. აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამ სიცხეში, დახურული სასახლით კლინიკიდან წამოყვანილ მიცვალებულს 72 საათი სახლში ვერ გააჩერებ. კლინიკა კოვიდით გარდაცვლილის ოჯახს ეუბნება, დროზე წაიყვანე გარდაცვლილი და დაკრძალე. ოჯახს გარდაცვლილს ატანს დახურული სასახლით, ეუბნებიან, რომ სასახლე არ გახსნან. ამ სიცხეში, მიცვალებული ე.წ. მაცივარში თუ არ გადაასვენე, პანაშვიდს ვერ გადაიხდი, გამორიცხულია. ამიტომ მიცვალებული დროზე უნდა დაიკრძალოს. შესაბამისად, მოთხოვნა კატაფალკებზეც და ჩასასვენებლებზეც გაზრდილია და შესაძლოა, ზოგ დღეებში პრობლემაც კი გაჩნდეს ხოლმე. თან მხოლოდ კოვიდით ხომ არ იღუპებიან ადამიანები. კოვიდით გარდაცვლილებს სხვა მიცვალებულებიც ემატებიან“.

სარიტუალო მომსახურების კომპანიისა და ჩასასვენებლების საამქროს ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თუკი, მაგალითად, მხოლოდ კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი კიდევ რამდენიმე ხანს სტაბილურად შენარჩუნდება დღეში 60-80 გარდაცვლილზე, არ არის გამორიცხული, შეიქმნას ჩასასვენებლების პრობლემაც. მისი თქმით, თბილისში არსებულ 20-მდე საამქროში, ჯამში, ყოველდღიურად მაქსიმუმ 40-50 კუბო მზადდება. თბილისი ამარაგებს ჩასასვენებლებით რეგიონების ნაწილსაც:


„თბილისი დღეში 80 კაცს ვერ გაასვენებს თან თუ ამ ადამიანების დაკრძალვა თუ ერთ დღეს მოგვიწევს. გამორიცხულია. შეიქმნება როგორც კატაფალკის მომსახურების, ისე სასახლის დამზადების პრობლემაც. ასე თუ გაგრძელდა, ძალიან გაჭირდება“.

წყარო: რადიო თავისუფლება







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up