შპს „გრინ კაპიტალი“ საქართველოს მთავრობას მიმართავს

შპს „გრინ კაპიტალი“ საქართველოს მთავრობას მიმართავს

access_time2021-08-06 17:55:19

საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს,

ქალბატონ ნათია თურნავას

შპს „გრინ კაპიტალი“-ს

მის: ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ფალიაშვილის ქუჩა N12 

 

 

მ  ი  მ  ა  რ  თ  ვ  ა



(კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების განხორციელების თაობაზე)

 

გვსურს  გამოვეხმაუროთ  თვითმარქვია კომპანიის  ე.წ. ფრონტერა რისორსიზ წარმომადგენლის, ყოფილი თბილისის პროკურორის - მაია მწარიაშვილის განცხადებას. უპირველეს ყოვლისა განვმარტავთ, რომ მას არ გააჩნია კანონით განსაზღვრული  უფლებამოსილება ისაუბროს „ფრონტერა რისორსისიზ ჯორჯია კორპორეიშენი“-ს სახელით, რამეთუ  „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ“-ის საქართველოს ფილიალის  გენერალურ დირექტორს, ზაზა მამულაიშვილს არ გაუცია არანაირი  უფლებამოსილება მასზე. მან დღეს საუკეთესოდ დაიცვა არა „ფრონტერას რისორსიზ ჯორჯიას კორპორეიშენ“-ის სამართლებრივი ინტერესები, არამედ  ხელისუფლების, რაც მისი ქართულ ოცნებასთან  მჭიდრო კავშირითაა განპირობებეული. ქართული ოცნების ყოფილი თბილისის პროკურორი წარმოადგენს „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“-ს, რომელსაც სტოჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა თავისის 2020 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ“ უარი უთხრეს 2019-2020 წლებში ნავთობისა და გაზის იპერაციების წარმოების უფლება-მოვალეობების გადაცემაზე, რადგან არ იყო ხელშეკრულების მხარე და არ დააკმაყოფილა ფინანსურ-ტექნიკური მოთხოვნები, რომელსაც წესით უნდა აკმაყოფილებდეს ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებაზე უფლებამოსილი სუბიექტი. „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“-ში მხოლოდ დირექტორია ფიქტიურად რეგისტრირებული, კომპანიას არ ჰყავს ტანამშრომლები, არ აქვს ოფისი, არასოდეს არ განუხორციელებია ინვეტისია და არ უწარმოეწბია რაიმე სახის ნავთობის და გაზის ოპერაცია.  აღნიშნული დასტურდება მაია მწარიაშვილის კოლეგის ბლბ-ის ადვოკატ - ანა რეხვიაშვილის განცხადებებით საჯარო რეესტრსა და სასამართლოში, სადაც მათ უარი ეთქვათ ყველა უფლების გადაცემაზე და სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.  აღნიშნულ კომპანიას  ასევე ორჯერ ეთქვა უარი საოპერაციო კომპანიაში  - შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“, მოპასუხის წილის მის საკუთრებაში გადასვლაზე. გაუგებარია „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“-ს მომართვის სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი საქმესთან არავითარ კავშირში არ არის, მას არაერთხელ ეთქვა უარი უფლებების მიღებაზე და შესაბამისად, მის ინტერესებზე არავითარ გავლენას არ ახდენს სასამართლოს გადაწყვეტილება. შპს „გრინ კაპიტალს“ უკვე განზრახული აქვს ყოფილი პროკურორის და თვითმარქვია კომპანიის წარმომადგენლის და ასევე მასთან აფილერებული ყველა პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ  „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“-ს და მის ადვოკატებს - კახა შარაბიძეს და ანა რეხვიაშვილს, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე უარის უთხრა 2021 წლის 26 აპრილს, როდესაც ისინი ითხოვდნენ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. დიახ, კახა შარაბიძე და ანა რეხვიაშვილი წარმოადგენენ კომპანია „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“-ს და საადვოკატო კომპანია ბლბ-ის. მაია მწარიაშვილმა არც კი იცის რას ნიშნავს სახელშეკრულებო ურთიერთოები, ვალდებულების დარღვევა და ზოგადად არც მოეთხოვება, რადგანაც არის ტიპიური საბჭოთა ბიუროკრატი. განვმარტავთ, რომ შპს „გრინ კაპიტალმა“ გასცა ხუთი მილიონ რვაასი ათასი დოლარი ფრონტერას რისორსზის ჯორჯიასა და მის ფილიალზე, რაც დადასტურებულია საბანკო ამონაწერებით. ასევე ხელშეკრულებაში გაიწერა უზრუნველყოფის გარანტიები და საბოლოო ჯამში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღო ფრონტერა რისორსიზის ჯორჯიასა და მისი ფილიალის ყველა უფლება, რომელიც გამომდინარეობდა 1997 წლის ხელშეკრულებიდან. საყურადღებოა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და შპს „გრინ კაპიტალზე“ აღირიცხა 50% ოდენობით ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიას წილობრივი უფლება.

 

ძნელია საბჭოთა ყაიდის პროკურორმა შეისწავლოს და გაანალიზოს ურთულესი სამოქალაქო დავა და რა თქმა უნდა ის ვერ სცდება საბჭოთა აპრობირებულ პრაქტიკას და სპეკულირებს, ვითომ დანაშაულის ნიშნებზე რაც ბუნებაში არ არსებობს. უპირველეს ყოვლისა, შპს „გრინ კაპიტალი“ მისგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას, რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას და რათქმუნდა მაია მწარიაშვილისა და მასთან აფილირებული პირების მიმართ მოვითხოვთ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

 

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ასევე იმ გარემოებაზე, რომ „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“ არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს და მისი მხრიდან მტკიცება იმისა, რომ იგი საქმის შედეგით დაინტერესებული პირია (რადგან მოპასუხემ მას 2019 წლის 13 აპრილის და 2020 წლის 24 აპრილის შეტყობინებების შესაბამისად გადასცა „საოპერაციო ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე უფლებები და მოვალეობები), მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას მაშინ, როდესაც იგი თავად განმარტავს, რომ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ“ უარი უთხრეს მას აღნიშნული უფლება-მოვალეობების გადაცემაზე, რადგან მან არ დააკმაყოფილა ფინანსურ-ტექნიკური მოთხოვნები, რომელსაც წესით უნდა აკმაყოფილებდეს ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებაზე უფლებამოსილი სუბიექტი. მას ასევე ორჯერ ეთქვა უარი საოპერაციო კომპანიაში - შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“, მოპასუხის წილის მის საკუთრებაში გადასვლაზე, რის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც წარმოგიდგენთ დანართის სახით. გაუგებარია აღნიშნული სუბიექტის ინტერესები და მომართვის სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი საქმესთან არავითარ კავშირში არ არის, მას არაერთხელ ეთქვა უარი უფლებების მიღებაზე და შესაბამისად, მის ინტერესებზე არავითარ გავლენას არ ახდენს სასამართლოს გადაწყვეტილება. საერთოდ ეს კომპანია არ არის მხარე და გარდა სახელისა არაფერი აკავშირებს ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენთან. ეს არის თვითმარქვია კომპანია, რომელიც როგორც ჩანს სახელმწიფოსთან ერთად ორკესტრირებულად მოქმედებს შპს „გრინ კაპიტალი“-ს და „ფრონტერა ისთერნ ჯორჯიას“ წინააღმდეგ.

 

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ასევე იმ გარემოებაზე, რომ ბატონი ზაზა მამულაიშვილი გახლავთ საქართველოში ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენის და მისი საქართველოს  ფილიალის და ასევე საოპერაციო კომპანიის ფრონტერა ისთერნ ჯოარჯიას დირექტორი. ზაზა მამულაიშვილს აქვს სრული უფლება კომპანიის სახელით განახორციელოს ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული ქმედება, მათ შორის სასამართლოში წარმომადგენლობა და მის უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ზაზა მამულაიშვილის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა სარჩელის განხილვის ფარგლებში და თან ერთვის საქმეს. 

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ  ზაზა მამულაიშვილი უკვე ორ ათეულ წელზე მეტია  გახლავთ კომპანია შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“-ს გენერალური დირექტორი ფრონტერა რისორსისზ ჯორჯიას პრეზიდენტი, ასევე მისი ფილიალის დირექტორი და უმსხვილესი აქციონერი რაც დასტურდება საჯარო რეესტრიდან გაცემული ამონაწერებით.   არცერთ მხარეს, არც სახელმწიფოს, არც მანამდე „ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენს“ და არც ახლანდელ მეწილეს შპს „გრინ კაპიტალს“, არ მიუმართვავს მისი  თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით.  ამჟამად, შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ ემსახურება უმაღლესი სახელმწიფო ინტერესების განხორციელებას შპს „გრინ კაპიტალთან“ ერთად, რადგანაც ის გახლავთ 1997 წლის ხელშეკრულების მხარე და შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ 50 პროცენტიანი წილის მესაკუთრე. საოპერაციო კომპანიას - შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“-ს ქვეყანაში შემოაქვს ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია და ემსახურება მხოლოდ ჩვენი ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებას.

 

გარდა ამისა, გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, რომ თითქოს არაუფლებამოსილი პირია ზაზა მამულაიშვილი  და  თითქოს საქარველოს ეკონომიკის სამინისტრო, ამერიკულ ფრონტერასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ქალბატონო ნათია, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით წერილობითი მტკიცებულება გამოგიგზავნეთ, რის საფუძველზეც აქამდე უნდა მოგეხდინათ საქმის შესწავლა და გონივრული გადაწყვეტილების მიღება, დღემდე თქვენი მხრიდან გვესმის აბსურდული ბრალდებები. შპს „გრინ კაპიტალი“ დღემდე არის 1997 წლის ხელშეკრულების მხარე და  საოპერაციო კომპანის შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“-ს 50 %-იანი წილის მესაკუთრე. როგორ ესაუბრებით არაუფლებამოსილ პირს, ანუ ნებისმიერ პირს ზაზა მამულაიშვილის გარდა ქალბატონო მინისტრო ან როგორ შეიძლება არ გაითვალისწინოთ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება?! გსურთ ალბათ, რომ კანონზე და სასამართლო გადაწყვეტილებაზე მაღალა დადგეთ, მაგრამ არ ფიქრობთ იმას, შპს „გრინ კაპიტალთან“ სრულიად უსაფუძვლო დავა რამდენი მილიარდი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას.

 

გარდა ამისა, მიმდინარეობს სასამართლო დავა თქვენი უწყების მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე და თქვენი აღნიშნული განცხადებით რეალურად სასამართლოზე გავლენას ახდენთ. თქვენ ხომ მშვენივრად იცით, რომ მას შემდეგ, რაც შპს „გრინ კაპიტალი“ გახდა 1997 წლის ხელშეკრულების მხარე და ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას მეწილე, თქვენ არ გქონდათ უფლება მოგეთხოვათ საქმის განახლება და გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რადგან შპს „გრინ კაპიტალი“ არის 1997 წლის 24 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების მხარე, ხოლო 1997 წლის 24 ივნისის „პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ“ ხელშეკრულების 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „ვიდრე სხვაგვარად იქნება განსაზღვრული ამ კონტრაქტის მიხედვით, ყველა დავები წარმოშობილი საქნავთობსა და კონტრაქტორ მხარეებს შორის ყოველგვარი ლიმიტაციის გარეშე ნებისმიერი დავა, უნდა იქნეს განხილული სამი არბიტრის მიერ რაც განსაზღვრულია გაეროს საერთაშორისო სავაჭრო კანონმდებლობით“. სამწუხაროდ საქართველოს მოუწევს სტოკჰოლმში სასამართლო დავა, რაც გაგრძელდება წლები, თუმცა თქვენ ამაზე არც ღელავთ, რადგან მაშინ უკვე აღარ იქნებით მინისტრი და ვერც პასუხისმგებლობას აიღებთ. 

 

მიუხედავად ამისა გვსურს, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას, კონსესუსის გზით შევძლოთ ყველა გადაწყვეტილების მიღება და არ დავაზარალოთ საქართველო და მისი საინვესტიციო გარემო. უმორჩილესად გთხოვთ დაუყონებლივ შეხვედრას და ასევე მზაობას გამოვთქამთ, რომ საქართველოში განვახორციელოთ რამოდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია ენერგეტიკული მიმართულებით უმოკლეს ვადებში.

 

ქალბატონო მინისტრო, 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ განმცხადებელს „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს.ელ-ელ-სი“-ს არ გააჩნდა ნამდვილი იურიდიული ინტერესი უშუალოდ დავის საგნის მიმართ. დავა მიმდინარეობდა მხოლოდ შპს „გრინ კაპიტალს”, ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ CR-72227/აშშ/-სა და კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ-ის ფილიალი საქართველოში-ს შორის. აღნიშნული დავა გამომდინარეობს, მხარეთა შორის 2018 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, განმცხადებელს არ გააჩნია თავისი დამოუკიდებელი მოთხოვნა მოცემულ საქმეზე. ამდენად, პროცესუალურად, განმცხადებლის მონაწილეობა საქმეში დავის გადაწყვეტაზე არ მოახდენდა გავლენას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული მისი უფლება-მოვალეობები ერთ - ერთი მხარის მიმართ. რაც შეეხება წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, (ტომი II, ს.ფ 140-151) დასტურდება, რომ ზაზა მამულაიშვილი წარმოადგენდა მოპასუხე მხარის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ გვქონდა ფრონტერას კანონიერ პრეზიდენტთან და აქციონერთან ზაზა მამულაიშვილთან საუბარი და მან აღნიშნა, რომ მაშინდელი გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნების მეშვეობით, 2016 წელს  იგი ჩამოაშორეს ცნობილი კომპანია შპს „რუსმეტალი“-ს მფლობელობას. შპს „რუსმეტალში“  ზაზა მამულაიშვილი ფლობდა 39 პროცენტიან წილს და ის თაღლითური გზებით დატოვეს გაკოტრებულ კომპანიაში ისე, რომ საწარმოს მთელი 200 მილიონ დოლარიანი აქტივები გადაუფორმეს შპს „რუსელოისს“, რუსულ კომპანიას,  სრულიად უსასყიდლოდ.  დღემდე გრძელდება ამ კომპანიასთან ზაზა მამულაიშვილის დავა, რომლის ფარგლებშიც, შპს „რუსელოისს“ დაყადაღებული აქვს მთელი ქონება. სხვათა შორის კორუმპირებულმა საბჭოური წარსულის მქონე პროკურორებმა  ამ კომპანიიდანაც გააძევეს ამერიკული ინვესტიციები და შემოიყვანეს აღნიშნულ კომპანიაში რუსი ბიზნესმენები, რომლის საკუთრებაშიც არის დღეს შპს „რუსელოი“, რომელიც დარეგისტრირებულია ოფშორში. 

 

კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ცნობილი ამერიკული კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ს (CR-72227 /აშშ/) პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც დადებულ იქნა 1997 წლის 24 ივნისის  მასსა და სახელმწიფო კომპანია საქნავთობს შორის, ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება.  ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენი, როგორც ამერიკული კომპანია მისი ფილიალისა და საოპერაციო კომპანიის მეშვეობით - შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“, 1997 წლიდან ახორციელებდა ნავთობის და გაზის ოპერაციებს. ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ-ს, 1997 წლის 24 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მიენიჭა ინვესტორის სტატუსი. მან, როგორც ინვესტორმა, დააფუძნა საოპერაციო კომპანია - შპს ფრონტერა ისტერნ ჯორჯია (ს/ნ 204905674), რომლის დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი და სახაზინო საწარმო სახელმწიფო კომპანია საქნავთობი. 2021 წლის 31 მარტამდე  ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი წარმოადგენდა აღნიშნული კომპანიის 50 %-იანი წილის მესაკუთრეს, ხოლო 50 %-იანი წილის მესაკუთრეს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. საოპერაციო კომპანია-მ 1997 წელს გაიმარჯვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში და ამავე წლის 17 ნოემბერს მას მიენიჭა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზია, რომლითაც მას მიენიჭა საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება.

 

1997 წლის 17 ნოემბერს მინიჭებული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის თანახმად, შპს ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას აქვს შემდეგი ოპერაციების წარმოების უფლება:


  1. საქართველოს ტერიტორიის მე-12 ბლოკზე არსებული ნავთობისა და გაზის საბადოების აღდგენა და მოპოვების გაზრდა;

  2. ტერიტორიის გეოლოგიური და ეკოლოგიური შესწავლა;

  3. ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა და ძიება;

  4. ექსპლუატაციაში შეყვანა;

ლიცენზია გაცემულია 1997 წლის 27 აგვისტოდან, 2022 წლის 27 აგვისტომდე და იძლევა უფლებას ზემოთდასახელებული ოპერაციების ჩატარება განხორციელდეს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანის, მარნეულის და გარდაბნის ტერიტორიაზე (გეოლოგიური მინაკუთვნის ფართობი გეგმაზე - 5060 (ხუთი ათას სამოცი) კვ/მ).


2013 წლის შემდგომ, სახელმწიფოს პოლიტიკური კურსის კვალდაკვალ, ფრონტერას, როგორც ამერიკულ ინვესტიციას მიადგა უდიდესი მატერიალური ზიანი და ამ დროს მან დახმარებისათვის და ინვესტიციებისათვის მოგვმართა ჩვენ, შპს „გრინ კაპიტალს“. შპს „გრინ კაპიტალმა“ მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორცილა.

 

2018 წლის 25 აპრილს, მოსარჩელე - შპს გრინ კაპიტალსა და მოპასუხე - შპს ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი-ს ფილიალი საქართველოში-ს შორის, გაფორმდა ნედლი ნავთობის ნასყიდობის ხელშეკრულება. შპს გრინ კაპიტალმა, შეთანხმებისამებრ განახორციელა რამდენიმე გადახდა, ჯამურად 5 800 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, თუმცა ამის მიუხედავად, გამყიდველმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ მიუწოდებია ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი - ნედლი ნავთობი. 

 

2021 წლის 31 მარტს, მოსარჩელე მხარეს სრულად დაგვიკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, ამავე დღეს გადაწყვეტილება შესულ იქნა კანონიერ ძალაში და გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი. ფრონტერამ სრულად სცნო და დაეთანხმა გრინ კაპიტალის სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობდა 2018 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან იყო კანონიერი, დასაბუთებული და სწორედ ეს გახდა საფუძველი მისი სრულად დაკმაყოფილებისა სასამართლოს მიერ.

 

2021 წლის 31 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად:

 

  1. შპს ,,გრინ კაპიტალის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

  2. დაეკისროს ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს მოსარჩელე შპს გრინ კაპიტალის სასარგებლოდ 5 800 000 (ხუთი მილიონ რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა.

  3. შპს გრინ კაპიტალს (ს/ნ 402052372) მიეკუთვნოს 1997 წლის 24 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულებით ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი-სთვის 1997 წლის 27 აგვისტოდან, 2022 წლის 27 აგვისტომდე მინიჭებული, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანის, მარნეულის და გარდაბნის ტერიტორიაზე (გეოლოგიური მინაკუთვნის ფართობი გეგმაზე - 5060 (ხუთი ათას სამოცი) კვ/მ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება.

  4. შპს გრინ კაპიტალი აღიარებული და აღრიცხული იქნეს 1997 წლის 24 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების მხარედ.

  5. შპს ფრონტერა ისტერნ ჯორჯია-ს (ს/ნ 204905674) 50%-იანი წილის მესაკუთრედ ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ-ის ნაცვლად აღირიცხოს და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში შპს გრინ კაპიტალი (ს/ნ 402052372).

 

აღნიშნული გადაწყვეტილება იმავე დღეს შევიდა კანონიერ ძალაში და 2021 წლის 01 აპრილს  გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

2021 წლის 20 აპრილს, სასამართლოში წარმოდგენილ იქნა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ ერთობლივი მომართვა, რომლითაც მოითხოვეს 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რაც 2021 წლის 27 აპრილს, სასამართლომ დააკმაყოფილა. ამასთან სასამართლომ 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით გამოიყენა შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები:

 

    1. ყადაღა დაედო შპს „გრინ კაპიტალზე“ გადაფორმებულ 50%-იან წილს შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ საწესდებო კაპიტალში და შპს „გრინ კაპიტალს“ აეკრძალა მისი რეალიზაცია/განკარგვა და/ან ნებისმიერი ფორმით უფლებრივი დატვირთვა.

    2. შპს „გრინ კაპიტალს“ (მათ შორის შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში“ მის მიერ დანიშნულ პირებს), „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ ფილიალს საქართველოში და შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ აეკრძალა პირდაპირ ან/და შვილობილი კომპანიების ან/და მესამე პირების მეშვეობით, მოპოვებული ნავთობისა და გაზის და ასევე, ნავთობისა და გაზის ოპერაციებისთვის გამიზნული და „31 მარტის გადაწყვეტილების“ გამოტანის მომენტისთვის „ფრონტერას“ „ფილიალის“ და შპს  „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია/განკარგვა და უფლებრივი დატვირთვა და ყადაღა დაედო მითითებულ ნავთობსა და გაზს და სხვა ქონებას.

    3. შეჩერდა 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 2021 წლის 01 აპრილის სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. აღნიშნულით გრინ კაპიტალს, ასევე ფრონტერას აუკრძალეს ნავთობისა და გაზის რეალიზაცია.

 

მოგახსენებთ, რომ აღნიშნული განჩინება შპს „გრინ კაპიტალის“ ადვოკატებმა გავასაჩივრეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლომაც მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და უარი გვითხრა ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილებაზე  და ძალაში დატოვა 2021 წლის 26 აპრილის ბუნდოვანი და უკანონო განჩინება  და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი. 

 

ჩვენ მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე, რაც დღემდე არ არის განხილული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. აღნიშნული საქმის მოსამართლე ბატონი მერაბ ლომიძე გახლავთ.

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს ასევე ის გარემოებაც, რომ ეს ყველაფერი გვიტოვებს მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება შეუერთდება იმ გადაწყვეტილებების რიგს, რომლებმაც გამოიწვიეს ბიზნესის ლიკვიდაცია, და სახელმწიფოსათვის გამოუსწორებელი ზიანი. მიგვაჩნია, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ნაწილობრივ ბათილად ცნობილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

განვმარტავ, რომ ნავთობისა და გაზის მესაკუთრე გახლავთ შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის შპს „გრინ კაპიტალს“ (50%) და ნავთობისა და გაზის კოორპორაციას (50%). ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა არ არის შესული კანონიერ ძალაში და  შპს „გრინ კაპიტალი“ რჩება შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ 50% პროცენტის მესაკუთრედ  და ასევე 1997 წლის ხელშეკრულების მხარედ.

 

2021 წლის 26 აპრილის განჩინებაში და არც მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ (ს/ნ 204905674) მოვალე მხარედ, რომლის საკუთრებაშია ნავთობი და გაზი, ასევე გაზსადენი რაც დგინდება ამონაწერით გაცემული საჯარო და სამეწარმეო რეესტრებიდან.

 

არ შეიძლება ყურადღება არ გავამხვილოთ ამერიკის კონგრესის მხარდაჭერაზე „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შესახებ. კერძოდ წარმოგიდგენთ კონგრესმენების განცხადებებს, რომლებიც ერთპიროვნულად გამოხატავენ პროტესტს და მხარს უჭერენ ფრონტერას საქართველოში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში. ფრონტერას გარშემო არაერთი განცხადება და მიმართვა გაკეთდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში და კონგრესში.  ასევე შპს „გრინ კაპიტალი“-სა და შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“-ს  მიერ, არაერთხელ იქნა განცხადებით მიმართული საქართველოს პრემიერ მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, ნავთობის და გაზის კოორპორაციის და ეკონომიკის სამინისტროსადმი, თუმცა არავითარი შედეგი არ დამდგარა, რამეთუ სახელმწიფოს აღნიშნულ დავაში გააჩნია პირდაპირი ინტერესი. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „გრინ კაპიტალი“ უკვე გახლავთ 1997 წლის 24 ივნისის „პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების მხარე, იგი იტოვებს უფლებას მიმართოს სტოკჰოლმის არბიტრაჟს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლების ხელყოფასთან დაკავშირებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბატონო პრემიერო და ქალბატონო მინისტრო გთხოვთ შეხვედრას უმოკლეს ვადებში.

გარდა ამისა, გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენთვის კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილება და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოთ შემდგომი რეაგირება:

 

დაუყონებლივ მოიხსნას თბილისის სააღსრულებო ბიუროს უკანონოდ და უსაფუძვლოდ დადებული ყადაღები შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” (ს/ნ 204905674) საკუთრებაში არსებულ ნავთობსა და გაზზე, ასევე გაზსადენის მილზე და მოიხსნას აღმასრულებლის მიერ დადებული ლუქები ჭაბურღილებიდან და რეზერვუარებიდან. გთხოვთ, აღნიშნულის თაობაზე გვიშუამდგომლოთ საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორციასთან და საქართველოს გაზისა და ნავთობის სააგენტოსთან რათა მათ დააყენონ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე მოიხსნას ყადაღა. აღნიშნული შეზღუდვის მოხსნით, შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“, როგორც საოპერციო კომპანიას შეეძლება ნავთობისა და გაზის რეალიზაციის უფლება, რომლის ფარგლებში მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებას.

 

პატივისცემით

 

საინვესტიციო კომპანია „გრინ კაპიტალი“


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up