შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ მზიურის პარკში ავარიული და ზეხმელი ხეების სანიტარიული ჭრის სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ავრცელებს.
„პარკის ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, 10 ძირი დიდტანოვანი ავარიული და საფრთხის შემცველი ვერხვის ხის მოჭრა იგეგმება. სამუშაოები 2 სექტემბრიდან დაიწყება“–ნათქვამია ინფორმაციაში.