შპს - ებს შესაძლებლობა ექნებათ ფასიანი ქაღალდები გამოუშვან - ახალი რეგულაციები  „მეწარმეთა შესახებ“ კანონში

შპს - ებს შესაძლებლობა ექნებათ ფასიანი ქაღალდები გამოუშვან - ახალი რეგულაციები „მეწარმეთა შესახებ“ კანონში

access_time2021-04-27 10:00:01

საქართველოს პარლამენტის წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობენ, ინიციატივაზე რომელიც ყველა ბიზნეს სუბიექტს შეეხება. 1994 წელს მიღებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შეიცვლება. ოცდახუთამდე კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტს, რომელიც ცვლილებებს სხვადსხვა მიმართულებით გამოიწვევს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

 

დამატებით დეტალებზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ სხდომაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი დასახულ მიზნებს სრულყოფილად ვერ ასრულებს. სარჯველაძის განმარტებით, კორპორატიული ურთიერთობების მოცულობისა და სირთულის ზრდამ, ასევე ბიზნეს სექტორის სწრაფმა განვითარებამ, საჭირო გახადა უფრო დეტალური, თანამედროვე მოთხოვნებსა და გამომწვევებზე მორგებული რეგულაციების შემუშავება.

 

„ძირითადი სიახლე რასაც კანონი შემოიტანს, ეს არის ელექტრონული პორტალი, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გამართავს. პორტალი არ იქნება მონაცემების უბრალოდ, მესამე პირებისთვის გაცნობის შესაძლებლობა, არამედ ეს იქნება ძირითადი საკომუნიკაციო არხი ყველა იმ ურთიერთობ0ისთვის, რასაც თავის თავში საკორპორაციო ურთიერთობები მოიაზრებს. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს კრების მოწვევის პროცედურის ჩატარება, პარტნიორებისთვის ინფორმაციის მიწოდება, დირექტორთან კომუნიკაცია და სხვადახვა მასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტების გაცნობა, განცხადებების წარდგენა და სხვა. პრაქტიკულად, კომპანიასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია თავს აქ მოიყრის. პორტალი მესამე პირებისთვისაც იქნება უკეთესი შესაძლებლობა, რათა ორგანიზაციის თაობაზე მეტი წვდომა არსებობდეს“, - განმარტავს მიხეილ სარჯველაძე.

 

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ამბობს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღების შედეგად, სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლი და დანიშნულება გაძლიერდება. მისი განცხადებით, კანონპროექტით შემოთავაზებული მთელი რიგი ნორმები ერთი მხრივ, საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, ხოლო მეორე მხრივ, მარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს ამგვარი ავტონომიით სარგებლობის პროცესში. ამბობს იმასაც, რომ საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში ეს იქნება ევროპული დონის გამორჩეული სამართლებრივი აქტი, რომელიც ეფექტიანად დაარეგულირებს იმ ურთიერთობებს რომელიც საკორპორაციო ურთიერთობებს გულისხმობს.

 

ცალკეული ხარვეზები, რომელიც იქნა იდენტიფიცირებული მეტ-ნაკლებად ყველა მათგანთან დაკავშირებით შემოთავაზებულია რეგულაციები. მათ შორის მინდა დავასახელო იგივე ორგანიზაციის საფირმო სახელწოდებასთან დაკავშირებული საკითხი. დღეს მოქმედი კანონით პრაქტიკულად მასთან მიმართებით შეზღუდვა არ არსებობს. ეს იწვევს სახელწოდებების დუბლირებას და ისეთი მანკიერ პიარაქციებს როგორიცაა მაგალითად, შეცდომაში შემყვანი სახელწოდებების პრაქტიკა. ამ საკითხებს ახალი წარმოდგენილი რეგულაციები სამართლიანად არეგულირებს. ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღი პროცესების წარმართვას.

 

საკანონმდებლო პაკეტით ახლებურად და უფრო დეტალურად რეგულირდება რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. საწარმოს გარდაქმნა, ამ შემთხვევაში დაყოფა-შერწყმა ასევე ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხების მკაფიო პროცედურებით გაიწერა. აბსოლუტურად არასახარბიელო იყო გართულებული ბიუროკრატიის გამო სალიკვიდაციო პროცედურების წარმართვა.


 

რაც შეეხება კომპანიის მართვას, ამასთან დაკავშირებით მნიშვნლოვანი სიახლეა, რომ თანამედროვე საკორპორაციო სამართალში მიღებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით კონკრეტული სტანდარტებია შემოღებული. მაგალითად, დირექტორის საქმიანობის შეფასებისთვის, როგორი უნდა იყოს ცალკეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დაცული იქნას ბალანსი, ერთის მხრივ არ უნდა იყოს დირექტორი შეზღუდული და მმართველობა რეალურად განახორციელოს, მეორეს მხრივ ამან უპასუხისმგებლო ფორმა არ უნდა მიიღოს. თუმცა, აქ არ დაგვჭირვებია ველოსიპედის მეორედ გამოგონება და დავეყრდენით საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც თუნდაც ევროპული სახელმწიფოების დოქტრინაშია აღიარებული როგორც საუკეთესო მოდელი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ სხდომაზე.

 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ კერძო ნაწილის შემთხვევაში კანონპროექტის მთავრი ღირსება არის ის, რომ ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმები მკაფიოდ არის გაწერილი და წარმოჩენილი:

 

„ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმები თვისობრივად ძალიან კარგად არის წარმოჩენილი, მათ შორის სხვაობაც, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ნამდვილად ასე არ იყო. არ იყო გასაგები რატომ უნდა ყოფილიყო არჩევანი შეჩერებული სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოებაზე, როდესაც გაქვს შესაძლებლობა ზუსტად იგივე პროცედურით დააფუძნო შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება. ამის გამო ყველაზე პოპულარულ ფორმებად მიიჩნეოდა შპს და სააქციო საზოგადეობა, სხვა ფორმებს იშვიათად თუ ვინმე მოკიდებდა ხელს. სწორი არჩევანი ორგანიზაციული ფორმისა ბიზნეს დამატებით შესაძლებლობებს ანიჭებს“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

მნიშვნელოვანი სიახელე, რომლის შესახებაც დეპუტატმა ისაუბრა ფასიანი ქაღალდებს შეეხება. მისი განმარტებით, დამატებითი სახსრების მოზიდვისთვის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადეობის ფორმის მქონე ბიზნეს შეეძლება ფასიანი ქაღალდები გამოუშვას:

 

„ასევე მნიშვნლოვანი სიახლეა ის გარემოება, რომ სააქციო საზოგადოება პრაქტიკულად გახდება ფორმა, რომელიც უფრო მეტად ორიენტირებული იქნება ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობის მიხედვით რეგულირებაზე. ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე უნდა დავასახელოთ სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის სავალდებულო მოთხოვნა, ევროპული დირექტივის მიხედვით მინიმალური 25 000 ევროიანი კაპიტალია, რომელიც კანონმდებლობით უნდა იყოს დადგენილი სააქციო საზოგადეობის შემთხვევაში, თუმცა ჩვენ არ გვინდოდა ის უპირატესობები, რომელიც სააქციო საზოგადოებას აქვს, იგივე ფასიანი ქაღალდების ემისიის თვალსაზრისით ყოფილიყო უფრო ხელმიუწვდომელი და ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას მიეცა გაცილებით ფართო შესაძლებლობები. ეს არის დადებითი მოვლენაა, რადგან გააჩენს დამატებით შესაძლებლობას იგივე კაპიტალზე ხელმისაწვდომის თვალსაზრისით. დღეს პარტნიორთა დამატებითი შენატანი ან საბანკო კრედიტია ერთადერთი შესაძლებლობა ბიზნესისთვის - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის, რომ დამატებითი კაპიტალი მოიზიდოს და ვფიქრობთ, რომ ფასიანი ქაღალდების გამოშვების უფლება- მოსილებით აღჭურვა ამ მიმართულებით დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს“, - ამბობს დეპუტატი.

 

მიხეილ სარჯველაძემ საკომიტეტო მოსმენისას გარდამავალ დებულებებზე ისაუბრა. მისი განმარტებით გათვალისწინებულია კანონის პირველ ნოემბერს ამოქმედება, თუმცა დეპუტატის განცხადებით თარიღი დამოკიდებულია იმაზე თუ, როგორ წავა პროცესები კანონის მიღებასთან დაკავშირებით. მმართველი გუნდის წევრის განცხადებით, გარდამავალი პერიოდის მეორე ნაწილი, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს შესაბამისობაში მოიყვანოს საკუთარი წესდებები და სხვა სარეგისტრაციო მონაცემები ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ამისთვის გათვალისწინებული იქნება ორწლიანი გარდამავალი პერიოდი.

 

სხდომაზე კანონპროექტის განხილვაში დეპუტატებთან ერთად ბიზნეს ასოციაციების და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომელთაც კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგან ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი, ნიკოლოზ ნანუაშვილი იყო:

 

„ჩვენი შეფასებით ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კანონპროექტი. ბიზნესისთვის იმთავითვე მნიშვნელოვანი იყო ორი რამ - მარტივი და ნათელი თამაშის წესები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტით შენარჩუნდება  ბიზნესის დაწყების რეგისტრაციის სიმარტივე,  რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. განსხვავებით რიგი ევროპული ქვეყნების ის მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადეობის შემთხვევაში ჩვენთან რჩება ისევ ისე, როგორც იყო. ანუ ეს დამატებითი ბარიერი ბიზნესისთვის არ იქნება. ჩვენ გვაქვს შენიშვნები იმპერატიული ნორმების ურთიერთმიმართებასთან.  ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მეორედ მოსმენის წინ გვექნება ვრცელი კონსულტაციები და ეს კანონპროექტი საბოლოოდ მიიღებს ისეთ სახეს რომ არ დარჩება კითხვები თუნდა ტექნიკურ საკითხებთან მიმართებაში“,- განაცხადა ნიკოლოზ ნანუაშვილმა.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up