შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობები

შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობები

access_time2019-05-23 13:09:25

„ჯორჯიან მანგანეზი“ კომპანიაში დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.


მათი ცნობით, თანამშრომელთა საშუალო თვიური შრომითი ანაზღაურება 1002 ლარია, ამასთანავე ხელფასთან ერთად, დასაქმებულები სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის, ტრანსპორტისა და კვების შეღავათებით. კომპანიის ინფორმაციით, სადაზღვევო მომსახურებით, 3116 თანამშრომელთან ერთად, მათი ოჯახის წევრებიც სარგებლობენ.


„შპს “ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობები:


ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულია 3214 თანამშრომელი;


კომპანიის თანამშრომელთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 1002 ლარია. აქედან, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის საშუალო ხელფასი 1465 ლარი, ხოლო მუშა-მოსამსახურეების - 924 ლარია;



კომპანიის სახელფასო ფონდი თვეში, საშუალოდ, შეადგენს 3.143.000 ლარს, სადაც ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ხელფასის წილი 21,1 %-ია, ხოლო მუშა-მოსამსახურეთა - 78,9 %.


ხელფასთან ერთად თანამშრომლები სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის, ტრანსპორტისა და კვების შეღავათებით, რომლის ჯამური ხარჯი თვეში 610.000 ლარია;


„ჯორჯიან მანგანეზის“ სადაზღვევო მომსახურებით 3116 თანამშრომელთან ერთად სარგებლობენ მათი ოჯახის წევრებიც. საოჯახო დაზღვევის პაკეტი თანამშრომელს, მის მეუღლეს და 25 წლამდე შვილების დაზღვევას ფარავს. სადაზღვევო მომსახურება, ჯამში, 8012 პირზე ვრცელდება, რაც წლის განმავლობაში კომპანიას 1.860.000 ლარი უჯდება“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის განცხადებაში.






(NS)





კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ გარემოს

კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ინვესტორებისთვის, ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები, ნიშნავს არასტაბილურ  გარემოს
access_time2019-06-16 16:00:24
კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.ფინანსთა...

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე

შეიძლება ორი თვით ადრე, რომ გვეთქვა ჯობდა - ფინანსთა მინისტრი ოქროს სიის შეღავათების გაუქმებაზე
access_time2019-06-16 16:00:13
“შეიძლება ორი თვით ადრე რომ გვეთქვა, ჯობდა, თუმცა მოხდა ის,  რაც მოხდა” - განაცხადა ოქროს სიის შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით Forbes-ის კვირის...

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე

რატომ იტყუება მუდმივად ქართული ოცნება - ნაწილი მეხუთე
access_time2019-06-16 12:02:03
ბათუმში, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ორი ათასზე მეტი ოჯახი უკანონოდ ცხოვრობს. ეს ადგილი, ალბათ, ადამიანთა უბადრუკი ყოფის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დასტურია. ანტისანიტარია ერთიანად იგრძნობა ყნოსვით, ხედვით, შეხებით, სმენითაც...

ჭიათურა - მშრომელების ციხე

ჭიათურა - მშრომელების ციხე
access_time2019-06-16 18:00:31
პირის ამოკერვა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა საბჭოთა გულაგში გაჩნდა....

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება

ივანე მაჭავარიანი - ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს და არა იდეების დემონიზება
access_time2019-06-16 10:00:21
ფოთის პორტს აქვს თუ არა უფლება გაფართოვდეს, აქვს თუ არა უფლება ინვესტორს, რომ დააღრმავოს ეს ლეგიტიმური კითხვაა და მგონია, რომ ასეთი საკითხების განხილვა საჯარო დისკუსიებში უნდა მოხდეს, - განაცხადა ფინანსთა...


მსგავსი სიახლეები

up