შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიმართვა გაფიცულ თანამშრომლებს

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიმართვა გაფიცულ თანამშრომლებს

access_time2019-05-22 17:59:18

„ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ თანამშრომლებს მიმართავს, განცხადების ტექსტს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


„ძვირფასო თანამშრომლებო, 2019 წლის 15 მაისიდან დღემდე განვითარებული მოვლენებიდან იკვეთება შემდეგი:


• შპს ჯორჯიან მანგანეზის („კომპანია“) დასაქმებულთა ნაწილმა 2019 წლის 15 მაისს სამუშაო ადგილებზე გასვლასა და სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა;


• 15 მაისს სამუშაოზე გაუსვლელ დასაქმებულებს, მოგვიანებით, ეტაპობრივად შეუერთდნენ სხვა თანამშრომლებიც;


• დასაქმებულების მიერ სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმამ მიიღო კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის კოლექტიური დავის ფორმა, რომელსაც ახლავს დასაქმებულების გაფიცვა;



• კანონით დადგენილია, რომ კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ან მედიაციის გზით;


• კომპანიამ არაერთხელ სცადა და მოუწოდა თანამშრომლებს პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებისკენ, თუმცა დასაქმებულებმა მოლაპარაკებებისთვის წარმომადგენლების გამოყოფაზეც კი უარი განაცხადეს;


• დავის გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ დაინიშნა მედიაცია და გამოიგზავნა მედიატორი, თუმცაღა, დასაქმებულებმა, ასევე, უარი თქვეს მედიაციაში მონაწილეობასა თუ მედიატორთან თანამშრომლობაზე და არც მედიატორთან თანამშრომლობისთვის გამოყვეს წარმომადგენლები.


მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების საჭიროებასა და, ზოგადად, პროცესების კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოში წარმართვაზე დასაქმებულებს მუდმივად ესაუბრებოდა სხვადასხვა უწყება, მათ შორის - მედიატორი, დასაქმებულებმა არ გაითვალისწინეს არცერთი გაფრთხილება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოლაპარაკებებსა და მედიაციისათვის თავის არიდება გაფიცვის დროს არის უკანონო.


წარმომადგენელთა არგამოყოფა განიხილება, როგორც მიზანმიმართული ქმედება, რათა იმთავითვე არ მოხდეს დავის დარეგულირება მოლაპარაკებების ფორმატში.


თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ.


უკანონო გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არის კომპანიის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დასაქმებულის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი.


ყოველივე ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, კომპანია იწყებს სასამართლოსა და სამართალდამცავებისთვის მიმართვის პროცესს“,  აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიმართვაში.






მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up