შპს  „ბატონის“  გოზინაყების სადღესასწაულო განწყობა  არასაახალწლო პერიოდში

შპს „ბატონის“ გოზინაყების სადღესასწაულო განწყობა არასაახალწლო პერიოდში

access_time2019-04-13 12:28:59

 

ქართული ტკბილეულის ბაზარზე ახალი პროდუქტი „ბატონა“ გამოჩნდა, რომელიც ქართველ მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის გოზინაყს სთავაზობს.

 კომპანიის დამფუძნებლის ნანა ლეკვეიშვილის თქმით, ქართული გოზინაყის წარმოება შპს „ბატონამ“ ნოემბერში დაიწყო და   მიუხედავად იმისა, რომ გოზინაყი სეზონური ტკბილეულია, „ბატონი“ არასაახალწლო პერიოდშიც პოპულარულია.

„ნოემბერში გავხდით  სტარტაპერები და დავიწყეთ ქართული ნატურალური გოზინაყის წარმოება, რომელიც მზადდება თინო ნაცვლიშვილის ტექნოლოგიით.  ეს არის  ყოველგვარი დანამატების გარეშე ნატურალური თაფლით დამზადებული გოზინაყი, რომელსაც გავლილი აქვს ყველანაირი შემოწმება. გოზინაყი სეზონურ პროდუქტად მიჩნევა, თუმცა გვინდა დავანახოთ ყველას, რომ ეს ასე არ არის და ნებისმიერ სეზონზე შეიძლება სადღესასწაულო განწყობა  შეიქმნა . როცა გაქვს ასეთი ნატურალური ტკბილეულის ტრადიცია, რატომ არ უნდა ისისმოვნო  მთელი წლის განმავლობაში,“ - აღიშნავს ნანა ლეკვეიშვილი.

 

„ბატონი“ მომხმარებელს ტრადიციული ქართული გოზინაყთან ერთად სთავაზობს  ბელგიურ შოკოლადებში ამოვლებულ გოზინაყს, კაკაოთი, ასევე  მალე ქართულ დახლებზე გამოჩნდება  თათარაში ამოვლებული გოზინაყიც.

 


ნანა ლეკვეიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს,  რომ მათი კომპანია ცოტა ხანში გოზინაყის ასორტის გამრავალფეროვნებასთან ერთად,  საშობაო მურაბების -  კაკლის, ვაშლის და თეთრი ბლის მურაბების წარმოებასაც დაიწებს.

 

კომპანია „ბატონის“ ორი სახეობის გოზინაყი „ბატონი“ და „გოლეული“ საახალწლო პერიოდში კარფურის მაღაზიებში და ყველის სახლში გაიყიდა,  ამჟამად მწარმოებლების დახლი „თბილისი მოლშია“ განთავსებული და ნანა ლეკვეიშვილის განცხადებით იგეგმება ახალი დახლის განთავსებაც სხვა სუპერმრკეტებში. მომავალში კი არ არის გამორიცხული, რომ ქართული გოზინაყი უცხოეთშიც   გაიყიდოს.  





მარიამ მორგოშია

 






აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up