შპს „ალმა“ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სარეკლამო ბანერის განთავსების მოთხოვნას საჯაროდ ეხმიანება

შპს „ალმა“ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სარეკლამო ბანერის განთავსების მოთხოვნას საჯაროდ ეხმიანება

access_time2021-09-30 13:55:55

შპს „ალმა“ ა.წ. 29 სექტემბრის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას საჯარო განცხადებას ეხმიანება, რომელიც სარეკლამო კონსტრუქციებზე სარეკლამო ბანერების განთავსებას ეხება. კომპანია „ალმა“ მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილი სარეკლამო ვიზუალის განთავსება, კომპანიის ოპერირების ქვეშ არსებულ სარეკლამო ბილბორდებზე.


აღნიშნულის თაობაზე, კომპანია „ალმამ“ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას.



ოფიციალურ წერილში კომპანია აღნიშნავს, რომ შპს „ალმა“ და მპგ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 2017 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ გარე რეკლამის განთავსების მომსახურების სფეროში და კომპანია კვლავაც გამოთქვამს ინტერესს ასეთი თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.


„ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსისა თუ ვიზუალის შექმნა და მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, სრულიად სცილდება ალმას კომპეტენციას და ამაზე პასუხისმგებელია რეკლამის დამკვეთი, ამ შემთხვევაში, მპგ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - აცხადებენ შპს „ალმაში“.






საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა

საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა
access_time2021-11-28 21:00:55
საქართველოდან ყველის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 101.9 ტონა ყველის ექსპორტში $642.6 ათასის შემოსავალი...

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში
access_time2021-11-28 22:30:05
...

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის
access_time2021-11-29 00:00:11
...

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს
access_time2021-11-28 19:00:46
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველომ ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 22%-ით, 6.7 ათას ტონამდე გაზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, $6.5 მილიონიდან $8.2 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული...

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“
access_time2021-11-28 18:00:19
პროექტ ,,იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედებიდან დღემდე, 3129 უცხოელი დარეგისტრირდა, საიდანაც 501 აპლიკანტს უარი ეთქვა - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს. უწყების ცნობით, ქვეყნაში უკვე შემოსულია 1 117 პირი, რაც პოტენციურად 6 თვის განმავლობაში 14 მლნ...


მსგავსი სიახლეები

up