შოვში პანსიონატის მშენებლობა სასამართლო დავის გამო ჭიანურდება - რა მდგომარეობაშია რაჭის კურორტი (ფოტოები)

შოვში პანსიონატის მშენებლობა სასამართლო დავის გამო ჭიანურდება - რა მდგომარეობაშია რაჭის კურორტი (ფოტოები)

access_time2020-07-27 10:00:18

კურორტ შოვში, ყაზახური ინვესტიციით, თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა 2017 წლიდან იგეგმება. ამის შესახებ კომპანია „ევრაზია ინვესტის" გენერალური  დირექტორის ტიმირზან მეირამბეკოვისა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის  შეხვედრისას გახდა ცნობილი.


კურორტ შოვის ტერიტორიაზე მდებარე კომპლექსი „პანსიონატი მამისონი"-ს რეკონსტრუქცია კი უკვე მესამე წელია ჭიანურდება.  სწორედ ამ კომპლექსის განახლება იყო ყაზახი ინვესტორების მიერ თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობის პროექტის ნაწილი.


„შოვის საკურორტო ადგილი, რომელიც მთლიანად კერძო საკუთრებაა არანაირად არ შეცვლილა ამ ხნის განმავლობაში. დიდი  ხანია  უკვე  გაყიდულია და არაფერი  გაკეთებულა,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“„პანსიონატი მამისონი"-ს თანამფლობელმა განუცხადა.


როგორც ცნობილია, 2017 წელს  ინვესტორებსა და ადგილობრივ მესაკუთრეს შორის  დაიწყო დავა, პანსიონატის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყაზახი ინვესტორები ცდილობენ შეისყიდონ ადგილობრივების მიწა.


„ის  მიწა  რაც  ყაზახებს აქვთ ბევრად მეტია იმ მიწაზე  რაც ადგილობრივს აქვს.



 თავიდან შეთანხმებაზე მოდიოდნენ, რომ  ამა და  ამ  მიწას  შევისყიდით, მაგრამ როგორც  მათ  მოგვწერეს, უნდათ, რომ მივცეთ  სიმბოლურ  ფასად  ან  უნდა ვაჩუქოთ და გადავცეთ  უსასყიდლოდ.


ძაან  ჩახლართული ამბავია  ზოგადად,  დაძაბულობაც არ გვინდა, ამჟამად სასამართლოში დავა მიმდინარეობს და ადგილობრივები ედავებიან თავად სააქციო საზოგადოების დირექტორს,“ - ამბობს პანსიონატი მამისონის დამფუძნებელი.


ასევე,  პანსიონატის მფლობელის განცხადებით, შოვში განუვითარებელია ინფრასტრუქტურა   და ძირითადი  ტერიტორია,  რაც ყაზახებს  ეკუთვნით მიუკარებელია.





მარიამ მორგოშია

თეგები:
შოვი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up