შოვი დამსვენებლებს წელსაც საბჭოთა ინფრასტრუქტურით ხვდება

შოვი დამსვენებლებს წელსაც საბჭოთა ინფრასტრუქტურით ხვდება

person access_time2016-06-22 09:55:37

"კომერსანტი" საქართველოში არსებული ცალკეული კურორტების ამჟამინდელი მდგომარეობის, განვითარების და პერსპექტივის შეფასებას განაგრძობს. ამჯერად დავინტერესდით რამდენად მიმზიდველია წელს ტურისტებისთვის ონის რაიონში მდებარე კურორტი შოვი და რა სიახლეები დახვდებათ მათ?

 

როგორც აღმოჩნდა, რაჭაში, ონის რაიონში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი შოვი საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ განვითარებულა, თუმცა, კურორტი ადგილობრივების დახმარებით მაინც იღებს ტურისტებს.

 


ონის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი დავით რაზმაძე „კომერსანტთან" განმარტავს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს შოვთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2017 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. სამუშაოები ჯამში 10 მილიონ ლარამდე ჯდება. რაზმაძე ამბობს, რომ ეკონომიკურ პროცესებს რეგიონში გზის სარეაბილიოტაციო სამუშაოების დასრულება უფრო გაააქტიურებს.

 

მისი განმარტებით, შოვში ძირითადად საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურაა შემორჩენილი, არის ასევე ხის კოტეჯები, ამიტომ კურორტზე დასვენების ფასიც არსებული ინფრასტრუქტურის შესაბამისია. კოტეჯებში დასვენების ღირებულება 50 ლარია. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, შოვი ტურისტების ნაკლებობას მაინც არ უჩივის.

 

„კომერსანტის" კითხვაზე, აპირებს თუ არა ონის მუნიციპალიტეტი კურორტის განვითარებას და აქვთ თუ არა შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რაზმაძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტმა 1 წელზე მეტია კურორტის პოტენციალის და მისი გაფართოების სამუშაოები დაიწყო. კერძოდ, საპარტნიორო ფონდმა ამის შესახებ სპეციალური კვლევაც ჩაატარა. შესაბამისად, შოვის განვითარებით საპარტნიორო ფონდია დაინტერესებული. რაზმაძე ამბობს, რომ ფონდი შოვის განვითარებას სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაიწყებს. მისივე ინფორმაციით, კურორტით სხვა მსხვილი ინვესტორები არ დაინტერესებულან.



შოვში არსებული გზების პრობლემებზე საუბრობს სასტუმრო „სანსეტ შოვის" ადმინისტრატორი მარიამ ქევხიშვილიც. მისი თქმით, მგზავრობის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები არსებობს, რაც შესაძლოა ტურისტების მხრიდან შედარებით ნაკლები ინტერესის მიზეზი იყოს.


„მაგალითად, თბილისიდან შოვამდე მგზავრობას 6-7 საათი მაინც სჭირდება, ეს კი ტურისტებს პრობლემებს უქმნის. გარდა ამისა, ონიდან შოვამდე ჯერჯერობით კიდევ გასაკეთებელია გზა, შესაძლოა ტურისტებს ესეც აფერხებდეს"-აცხადებს ქევხიშვილი.


მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, წინა წლებში სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობდა და წელსაც იგივე მოლოდინები აქვთ. კურორტზე სეზონი 13 ივნისიდან დაიწყო და ამ დროისთვის უკვე საკმაოდ დატვირთულია. არის ჯავშნებიც.


ქევხიშვილი ამბობს, რომ „სანსეტ შოვით" ძირითადად ქართველები ინტერესდებიან. უცხოელები კი ტურისტების მხოლოდ 20 პროცენტს შეადგენენ.

 

რაც შეეხება ფასებს, ივნისიდან „სანსეტ შოვში" დასვენება 60-270 დოლარის ფარგლებში მერყეობს. აღნიშნულ ფასში შედის 3-ჯერადი კვება, ასევე გართობა, ანიმატორის მომსახურება, მაგიდის ჩოგბურთი და ასე შემდეგ.


შოვამდე მისასვლელი გზის ამორტიზებაზე და ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს საოჯახო ტიპის სასტუმრო „რაჭას" აღმასრულებელი დირექტორი. მისი თქმით, მის სასტუმროს ამ დროისთვის არც ჯავშნები აქვს და არც დატვირთულია, თუმცა, სეზონს იმედით უყურებს და აცხადებს, რომ მიუხედავად პრობლემური გზისა, მათთან დამსვენებლები წელსაც ჩავლენ. მისი თქმით, როდესაც მოგვარდება გზის პრობლემა, შემდეგ უკვე ყველაფერი მოგვარებადი იქნება. 


კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი შოვი რაჭაში, ონის რაიონში, თბილისიდან 380 კმ-ში, ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს.


შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ახალი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე მიმდინარე წლის მარტში ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე - იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.



გია ჯოხთაბერიძეძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

გია ჯოხთაბერიძეძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
access_time2020-07-13 13:30:41
„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. კომერსანტი  ჯოხთაბერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა, მაგთიკომის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ ორმა უმსხვილესმა...

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...


მსგავსი სიახლეები

up