„შოუ ტექნიკის ცენტრმა“ მსოფლიოში წამყვანი განათების ბრენდების ETC და ROBE lighting სემინარს უმასპინძლა

„შოუ ტექნიკის ცენტრმა“ მსოფლიოში წამყვანი განათების ბრენდების ETC და ROBE lighting სემინარს უმასპინძლა

access_time2017-12-14 16:50:37

კომპანიამ „შოუ ტექნიკის ცენტრი, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების, ETC და ROBE lighting სემინარს უმასპინძლა, სადაც საუბარი საკონცერტო და თეატრალური განათების მოწინავე ტექნოლოგიებზე  მიმდინარეობდა და ასევე სადემონსტრაციოდ წარმოდგენილი იყო, ზემოთხსენებული ბრენდების უახლესი მოდელები. სემინარზე მოწვეულმა საზოგადოებამ განიხილა კონკრეტული ქეისები,  ETC და ROBE lighting -ის მიერ შესრულებული პროექტებიდან. 

 

გარდა ამისა, სემინარს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმითაც ჰქონდა, რომ მსგავსი ინფორმაციის მიღება, ასეთი ფართო მასშტაბით და დეტალურად მხოლოდ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ გამოფენებზეა შესაძლებელი. კომპანიამ „შოუ ტექნიკის ცენტრი” ქართველ სპეციალისტებს შესაძლებლობა მისცა ამ მიმართულებით მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე და დაემყარებინათ პირდაპირი კომუნიკაცია ბრენდის წარმომადგენლებთან.

 

„კონფერენციაზე პროფესიული განათების მიმართულებით თითქმის ყველა სეგმენტი განიხილა. ეს ეხება როგორც მოძრავი განათებების სისტემას, ასევე თეატრალური და სატელევიზიო სტუდიის განათებებს.


კომპანიისთვის „შოუ ტექნიკის ცენტრი” მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ასეთი დიდი გამოცდილების, ძლიერი კომპანიებს წარმოადგენს.


„ჩვენ აქ ყველა თეატრის წარმომადგენელი გვყავს მოწვეული, ასევე ტექნიკოსები, მხატვრული გამნათებლები და ამ მიმართულების სპეციალისტები. ეს შეხვედრა პროფესიონალებს მეტ ინფორმაციას მიაწვდის“, - განაცხადა კომპანიის „შოუ ტექნიკის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზაზა გაბელაიამ.

 

„2017 წლის დასაწყისში დავსახეთ გეგმა, რომ რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში თვეში ერთხელ სხვადასხვა რეგიონებში ჩვენი ახალი პროდუქციის პრეზენტაცია მოვახდინოთ. სწორედ ამიტომ ვართ საქართველოში, კერძოდ კი თბილისში. ჩვენ რუსეთის გარდა სემინარები გვქონდა მინსკსა და ყაზახეთში. ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული აქ მყოფი ადამიანისთვის“, - განაცხადა ROBE-ს რეგიონალურმა მენეჯერმა რუსეთში ბორის კრილოვმა.  

  

„ჩვენ დღეს სტუმრად პარტნიორებთან ვართ. რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ მოგვიწვიეს, როგორც მწარმოებლები. ვაწყობთ თეატრებს და საკონცერტო დარბაზებს. დღეს კი სწორედ ამ ყველაფრისთვის საჭირო  ტექნოლოგიები წარმოვადგინეთ. ჩვენი ქვეყანა ასეთი შეხვედრებით დაინტერესებულია, რადგან მსგავსი დიალოგი და კომუნიკაციის ეს ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას.



სამომავლოდ მსგავსი სემინარები პერიოდულად უფრო პატარა მასშტაბებით საქართველოში კვლავ იგეგმება. შემდგომ ჩვენ უშუალოდ მოვინახულებთ თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებს“, - აღნიშნა ETC-ს გაყიდვების განყოფილების ტექნიკურმა სპეციალისტმა ვლადიმერ კრაიონვმა.


http://www.commersant.ge/views/commersant/img/uploads/1513065386_6dddc4ae27.jpeg 

 

კომპანია შოუ ტექნიკის ცენტრი”, 15 წელია ადგილობრივ ბაზარზე ახდენს პოზიციონირებას. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია, პროფესიონალური განათება, გახმოვანება და აკუსტიკური დიზაინი. გარდა ამისა კომპანიის ერთ-ერთ მთავარ ბირთვს წარმოადგენს საპროექტო განყოფილება, რომელიც სხვადასხვა ტიპის ობიექტების განათების, გახმოვანებისა და აკუსტიკური დიზაინის დაპროექტებასა და ინსტალაციას ახორციელებს, მსოფლიოში მრავალგზის აპრობირებული და უკვე სტანდარტად ქცეული მეთოდების საშუალებით, თუმცა ამ მეთოდების პარალელურად, კომპანია „შოუ ტექნიკის ცენტრი”, მუდმივად ცდილობს დაამკვიდროს განსხვავებული და ინოვაციური სტანდარტები საქართველოში და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ზემოთხსენებული მიმართულებების განვითარებაში. კომპანიას აქვს ასევე სერვისის სამსახური, რომლის საშუალებითაც გარდა საგარანტიო მომსახურებებისა, ახორციელებს სხვადასხვა განათებისა და აუდიო ტექნიკის შეკეთებას.

 

კომპანია “შოუ ტექნიკის ცენტრი-ს მიერ განხორციელებული პროექტების სიაში ისეთი ობიექტებია, როგორებიცაა:

  • თიბისი ბანკი
  • გალერია თბილისი “Ball room”
  • ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
  • ახმეტელის თეატრი
  • ბათუმის რაგბის სტადიონი
  • შ.რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ქაშუეთის ტაძარი
  • სიონის ტაძარი
  • რესტორანი ქართული სახლი
  • სასტუმრო ამბასადორი
  • ინტურისტ პალასი (ლაუნჯი)
  • რესტორანი ასკანელ ჰილტონი (ბათუმი)
  • რესტორანი ოტიუმი
  • კლუბი მანდარინი

 

 “შოუ ტექნიკის ცენტრი გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებისა, მუსიკალური ინსტრუმენტების მიმართულებითაც ვითარდება და მომხმარებელს უკვე 15 წელია მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს სთავაზობს, მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში „ მუსიკის სახლი“, რომელიც 3 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში.

 

თბილისი:

  • ა.მიცკევიჩის ქ.27ბ
  • ალ.თვალჭრელიძის ქ.2 (ისთ ფოინთი)

 ბათუმი:

  • ნ.ჟორდანიას ქ.26

 

მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში „მუსიკის სახლი“, შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ბრენდების ოფიციალური მოდელები, როგორებიცაა:

 

CASIO, Pioneer Dj, Pioneer Pro Audio, Alhambra, Meinl, Fender, Ibanez, Marshall, Presonus, Shure, Beyerdynamic, John Packer.

http://www.commersant.ge/views/commersant/img/uploads/1513065386_25e8e9034b.jpeg

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ტელ: 032-222-07-30

მისამართი: ა.მიცკევიჩის ქ.27ბ

Stc.ge | MusicHouse.ge | Musikis-Saxli.ge

ელ.ფოსტა: office@stc.ge


(R)



გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up