შოუ-ბიზნესის ყველაზე მდიდარი ვარსკლავი-ქალები  -  Forbes-ის ტოპ-16

შოუ-ბიზნესის ყველაზე მდიდარი ვარსკლავი-ქალები - Forbes-ის ტოპ-16

access_time2019-07-14 20:00:35

2019 წელს, უკვე მეორედ, 20198 წლის შემდეგ ყველაზე მდიდარი ქალი შოუ-ბიზნესის სამყაროში აღმოჩნდა ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი - ბოლო 12 თვის მანძილზე მისი კაპიტალი გაიზარდა 185 მლნ. დოლარით.

 

სიაში ასევე შევიდნენ მისი კოლეგა-მომღერლები, მათ შორის ბიონსე (81 მლნ.), არიანა გრამდე (48 მლნ.), და ასევე პოპ-ვარსკლავები, რომელთა ქონება გაიზარდა ლას-ვეგასში ხშირი გამოსვლების წყალობით - ჯენიფერ ლოპესი (43 მლნ.), ლედი გაგა (39,5 მლნ.) და სელინ დიონი (37,5 მლნ.).

 

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს სია არის ორივე სქესის ცნობილი და მდიდარი ადამიანების სიის ნაწილი, ამ მხრივ კი საქმე არც თუ ისე კარგადაა - მთლიანი რეიტინგი შედგება 100 ადამიანიდან, და მათ შორის არის მხოლოდ 16 ქალი.

 

ასეთი დისბალანსი ცხადყოფს, რომ დემოკრატიულ და თანასწორუფლებიან ამერიკაშიც კი არსებობს გენდერული სხვაობა ანაზღაურებაში - გართობის ინდუსტრიაში, იქნება ეს კინო, მუსიკა, თუ სპორტი, კაცებს უხდიან მეტს, ვიდრე ქალებს.

 

ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალთა სიაში ნახევარზე მეტი - მომღერალია. როგორც ჩანს, დიდი ფულის შოვნა კინემატოგრაფში ქალებისთვის გაცილებით უფრო რთულია - რეიტინგში მოხვდა მხოლოდ 2 მსახიობი-ქალი - ერთ-ერთი მათ შორის არის  სკარლეტ იოჰანსონი (56 მლნ.) რომელმაც მიიღო 15 მლნ. დოლარის ჰონორარი ფილმში „შურის მაძიებლები - ფინალი“ მონაწილეობისთის, და ასევე 750 მლნ. დოლარად შეფასებული ამავე ფილმის მოგების წილი.

 

რეიტინგის მეორე ქალი-მსახიობი  არის  სოფია ვერგარა (43 მლნ.) - მან მიიღო სოლიდური ჰონორარი სერიალ „ამერიკულ ოჯახში“ მონაწილეობისთვის (500 000 დოლარი ყოველ სერიაში), თუმცა, მისი შემოსავლის დიდი ნაწილი არაა დაკავშირებული კინემატოგრაფთან - ის აქტიურად იყენებს თავის სახელს სარეკლამო კონტრაქების მისაღებად.

 

ბიზნესთან დაკავშირებული შემოსავლები - შედარებით ახალი მოვლენაა შოუ-ბიზნესში გამდიდრებული ქალებისთვის, თუმცა, დღეს უკვე საკმაოდ გავრცელებული - კაილი ჯენერი (170 მლნ.) და მისი და კიმ კარდაშიან-უესტი (72 მლნ.) ფლობენ კოსმეტიკურ ბრენდებს, რომლებიდანაც იღებენ მოგებას 9-ნიშნა ციფრებში.

 

ასევე რიანა (262 მლნ.) ფლობს ფუფუნების საგნების ბრენდ Fenty Beauty -ის.

 


სხვა ვარსკლავები ფლობენ გასართობ ბრენდებს - მაგალითად, ელენ დეჯენერესი (80,5 მლნ.) ფლობს საკუთარიო ტელეშოუს წილს, რის წყალობითაც ის იღებს პროცენტს სარეკლამო და სხვა მოგებიდან - საკუთარი ხელფასის გარდა.

 

მწერალი ჯოან როულინგი (92 მლნ. დოლარი) ფლობს საავტორო უფლებებს ჰარი პოტერის ბრენდის ნებისმიერ გამოყენებაზე, და იღებს წილს ყველა ფილმიდან, სპეკტაკლიდან და თემატური პარკიდან, რომელიც ეხება ამ თემას.

 

ბოლო პერიდოში ბევრ საუბრობდნენ იმაზე, რომ ტეილორ სვიფტი არ ფლობს საავტორო უფლებებს თავის ძველ ჩანაწერებზე, თუმცა, Republic Records-თან დადებული ახალი კონტრაქტის მიხედვით, ის მიიღებს სრულ კონტროლს მომავალ პროექტებზე.

 

კიდევ ერთი კარგი ნიშანი - რეიტინგის 16 ქალმა ბოლო 12 წლის მანძილზე იშოვა 1,17 მლრდ. დოლარი - ეს ნაკლებია, ვიდრე 5 მლრდ. რეიტინგის 84 მამაკაცზე, თუმცა სიის თითო მონაწილეზე გადათვლით სურათი იცვლება - საშუალო შემოსავალმა თითო ქალზე შეადგინა 73 მლნ. დოლარი, მაშინ როდესაც მამაკაცზე - 60.5 მლნ.

 

მთლიანი რეიტინგი გამოიყურება ასე

 

ტეილორ სვიფტი  - 185 მლნ. დოლარი

კაილი ჯენერი 170 მლნ.

ჯოან როულინგი 92 მლნ.

ბიონსი 81 მლნ.

ელენ დედჯენერსი 80,5 მლნ.

კიმ კარდაშიან-უესტი 72 მლნ.

რიანა 62 მლნ.

კეტი პერი 57,5 მლნ.

პინკი 57 მლნ.

სკარლეტ იოჰანსონი 56 მლნ.

ჯუდი შეინდლინი

არიანა გრანდე 48 მლნ.

ჯენიფერ ლოპესი

სოფია ვერგარა 43 მლნ.

ლედი გაგა 39,5 მლნ.

სელინ დიონი 37,5 მლნ.



თეგები:
Forbes



„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up