შოუ-ბიზნესის ვარსკლავების წარუმატებელი ბიზნეს-იდეები

შოუ-ბიზნესის ვარსკლავების წარუმატებელი ბიზნეს-იდეები

access_time2019-04-27 20:00:24

 

ცნობილი ადამიანები ყოველთვის და ყველაფერში არ არიან ისეთივე წარმატებულები, როგორც ხელოვნებაში ან სპორტში. პირიქით - ხშირად გაგვიგია მათ მიერ წამოწყებული პროექტების წარუმატებლობის შესახებ.

 

აი მხოლოდ რამდენიმე მაგალითი, რომელიც წარადგინა ამერიკულმა ჟურნალმა Entrepreneur

 

1.კიმ ბესინჯერის კულტურული ცენტრი

რეიტინგის პირველ ადგილი დაიკავა ცნობილმა კინომსახიობმა კომ ბესინჯერმა, რომლის პროექტის წარუმატებლობა გამოცემამ შეაფასა, როგორც „ეპიკური ჩავარდნა“.

 

1989 წელს კიმმა შტატ ჯორჯიას საპენსიო ფონდთან ერთად იყიდა პატარა ქალაქი ბრაქსელტონი. გარიგების ღირებულება შეადგენდა 20 მლნ. დოლარს.

 

ყველაფერი დაიწყო ქალაქის ცენტრში ბანკის შენობის შეძენით 600 000 დოლარად.

 

მსახიობი გეგმავდა ქალაქის გადაქცევას კულტურულ ცენტრად, სადაც ჩატარდებოდა კინოფესტივალები, და გამოფენები, თუმცა, საქმე არ წასულა ლაპარაკის იქეთ. 1990 წელს კიმ ბესინჯერს დაეკისრა 8 მლნ. დოლარის ჯარიმის გადახდა ერთ-ერთ ფილმში გადაღებაზე უარის თქმის გამო, რის შემდეგაც მსახიობმა გამოაცხადა გაკოტრების თაობაზე.

 

შესაბამისად, მის მიერ ქალაქის ყიდვის გარიგება გამოცხადდა ძალადაკარგულად, და მას მოუწია უზარმაზარი ვალების გასტუმრება.

 

2. ბონო საინვესტიციო კომპანია

 U2-ს ლიდერი ბონო არის კომპანია Elevation Partners-ის დამფუძნებელი და მმართველი.

კომპანის საქმიანობს გასართობ ინდუსტრიაში და მედია-ბიზნესში.

 

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა, შემდეგ მან გადაწყვიტა ინვესტიციების ჩადება ფონდ Palm Inc-ში, რაც დასრულდა მრავალმილიონიანი ზარალით.

 

ამის გამო Wall Street-მა შეაფასა ბონო როგორც „ამერიკის ყველაზე ცუდი ინვესტორი“.

 

თუმცა, რაც შეეხება Elevation Partners-ს, ის დღესაც წარმატებით მუშაობს, ბონომ კი დაიკავა კორპორაცია TPG Capital ტექნოლოგიების საკითხში სპეციალური მრჩეველის პოსტი.

 

3. კანიე უესტის ტანსაცმლის ხაზი

კანიე უესტი დიდი ხანი ამბობდა, რომ მას სურს მოდური ბრენდის შექმნა, და 2009 წელს რეპერმა შეკრიბა სპეციალისტების გუნდი, და შეუდგა საქმეს.

 


კოლექციის ავტორები ეძებდნენ ძველებურ ტანსაცმელს საკომისიო მაღაზიებში, და ლოს-ანჯელესის ბაზრობაზე. როგორც ამბობენ, თავად მუსიკოსი  მთლიანად იყო ჩართული ამ საქმიანობის ყველა დეტალში, და დილიდან საღამომდე მუშაობდა კოლექციის შექმნაზე.

 

დებიუტი დაიგეგმა 2009 წლის დეკემბრისთვის, თუმცა ის არ შედგა. MTV -ს დაჯილდოვების ცერემონიის დროს მომღერალ ტეილორ სვიფტის მიმართ დაშვებული უხეშობის გამო, კანიე უესტი გახდა არაპოპულარული ამერიკაში, მისი ბრენდის ოფისი ლოს-ანჯელესში დაიხურა, ასევე ჩაიშალა ნიუ-იორკში მაღაზიის გახსნის იდეა.

 

„ბევრი ხმაური - ცოტა ხეირი“  - ასე შეაფასეს ეს წამოწყება კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა.

 

4.კარდაშიანების საბანკო ბარათი

კიმ, ქლოი, და კორტნი კარდაშიანებმა 2010 წელს შექმნეს  Kardashian Kard —  საბანკო ბარათი, რომელიც თითქოს და აძლევდა ხელმოკლე ახალგაზრდებს შეუზღუდავი მოხმარების  და „კარდაშიანებივით ცხოვრების“ საშუალებას.

 

ამავ დროს სიახლე ითვალისწინებდა ისეთ მაღალი საკომისიოს და პროცენტებს, მათ შორის ჯარიმების ბარათის დახურვისთვის, რომ ამ საკითხით დაინტერესდა შტატ კონექტიკუტის პროკურორი რიჩარდ ბლუმენტალი.

 

მან გაუგზავნა  ბარათის ემიტენტ  University National Bank-ს წერილი, რომელშიც გამოთქვა ეჭვი საჯარიმო გადასახადების კანონიერებაში.

 

„ამ ბარათის გამოყენებით შეუძლებელია დები კარდაშიანების მზგავსი მატერიალური სტატუსის მიღწევა, ეს ტყუილია“  - ჩათვალა პროკურორმა.

 

კარდაშიანებს არ სურდათ ფინანსურ სკანდალში თავის გაყოფა, ამიტომაც პროექტი დაიხურა 1 თვეში.

 

5. ჯეი ზის ბუტიკ-ოტელი

რეპერი ჯეი ზი, იგივე შონ კარტერი, ითვლება კარგ და წარმატებულ მეწარმედ, თუმცა, სასტუმრო ბიზნესში მომღერალ ბეონსეს მეუღლეს არ გაუმართლა.

 

2007 წელს რეპერმა იყიდა საწყობი მანჰეტენზე, სადაც გეგმავდა ბუტიკ-ოტელების ქსელის J Hotels-ის ქსელის პირველი სასტუმროს მშენებლობას.

 

თუმცა, 2009 წელს მას მოუვიდა კონფლიქტი პარტნიორებთან, რომელიც გადაიზარდა ხანგძლივ სასამართლო დავაში, რის შემდეგაც ჯეი ზის უარი თქვა პროექტზე და გადასცა შენობა ყოფილ პარტნიორებს.

 

6. სტივენ სპილბერგის წყალქვეშა რესტორანი

90-ანების ბოლოს ცნობილმა რეჟისორმა და კინოსტუდია Dreamworks-ის აღმასრულებელ დირექტორ ჯეფ კაცენბერგთან ერთად გახსნა ორი რესტორანი სახელად Dive!  ლოს-ანჯელესში და ლას-ვეგასში.

 

ორივე რესტორანი იყო გაფორმებული ყვითელი წყალქვეშა ნავის სტილში The Beatles-ის სიმღერიდან Yellov submarine.

 

მენიუ ძირითადად შედგებოდა წყალქვეშა სალათების და დესერტებისგან. თუმცა, პროექტი აღმოჩნდა ფინანსურად წამგებიანი, და 1999 წელს ორივე რესტორანი დაიხურა.

 

7. ნატალი პორტმანის ვეგანური ფეხსაცმელი

მსახიობმა და ცნობილმა ეკო-აქტივისტმა ნატალი პორტმანმა ფირმა Te Casan-თან ერთად 2008 წელს გამოუშვა ფეხსაცმელი ვეგანებისთვის.

 

მანა განაცხადა, რომ შექმნა კოლექცია იმის გამო, რომ ბაზარზე თითქმის არ იყიდება ხელოვნური მასალებისგან დამზადებული ყოველდღიური ფეხსაცმელი.

 

„სტელა მაკარტნი კერავს შესანიშნავ ფეხსაცმელს, მაგრამ ის ძვირია, და თანაც ტყავის, არის კიდევ პლასტიკური ფეხსაცმელი, თუმცა, პლასტიკი არაა კარგი მასალა ფეხსაცმლისთვის“- განაცხადა მსახიობმა.

 

ნატალი პორტმანის ფეხსაცმელი შეკერილი იყო ხელოვნური და ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან, თუმცა, პროექტი ჩავარდა - 2008 წლის კრიზისის გამო Te Casan გაკოტრდა, და მსახიობი დარჩა პარტნიორის გარეშე.

 

8. ბრედ პიტის ეკოსახლები

ბრედ პიტს შეუყვარდა ქალაქი ნიუ-ორლეანი, სადაც ის იღებდა მონაწილეობას  ერთ-ერთი ფილმის ( „ინტერვუი ვამპირთან“) გადაღებაში. მან იყიდა სახლი ქალაქის ფრანგულ უბანში თუმცა,  2006 წელს ქალაქში ჩასვლისას ის შეწუხდა იმის გამო, რომ ქარიშხალ „კატრინას“ შემდეგ იქ თითქმის არაფერ არ შენდებოდა.

 

მან შექმნა ფონდი, რომელმაც 2011 წელს ააშენა 150 ეკოლოგიურად სუფთა სახლი - ყოველი სახლის სახურავზე იყო დაყენებული მზის პანელები, სახლები აშენდა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან.

 

ბრედ პიტს სჯეროდა, რომ ეს ეკოსახლები მალე გახდებოდა მაგალითი  მშენებლებისთვის მთელს მსოფლიოში.

 

თუმცა, ყველაფერი განვითარდა სულ სხვანაირად - ეკოსახლების პატრონებმა უჩივლეს მსახიობს მათი უხარისხობის გამო.

 

საბოლოო ჯამში ბრედ პიტმა უარი თქვა ამ პროექტის გაგრძელებაზე.






საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up