შოთა გულბანი: საქართველოში რომ მართლაც მიმზიდველი გარემოა, ამას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის  ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებებიც მოწმობს

შოთა გულბანი: საქართველოში რომ მართლაც მიმზიდველი გარემოა, ამას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებებიც მოწმობს

access_time2019-09-12 15:45:37

ფრეიზერის ინდექსში საქართველოს პოზიციონირება ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების გვერდიგვერდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ფულის დაბანდება არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მსოფლიოში და რეგიონში უპირობო ლიდერი. — წერს სოციალურ ქსელში შოთა გულბანი. 



კარგი ამბავი. ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ერთი ადგილით წინ წავიწიეთ და მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზე გავედით. ამ ინდექსში საქართველოს პოზიციონირება ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების გვერდიგვერდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ფულის დაბანდება არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მსოფლიოში და რეგიონში უპირობო ლიდერი. ცნობისთვის ამავე ანგარიშში რუსეთი 85-ე ადგილზეა, თურქეთი 95-ე, აზერბაიჯანი 116-ე, სომხეთი 27-ე, ხოლო უკრაინა 135-ე. კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ფასდება ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყნის პროგრესი, არის: მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლება, მყარი ფული, თავისუფლება საერთაშორისო ვაჭრობაში და რეგულაციები. აქედან 4 მათგანში წინსვლა გვაქვს, ხოლო ერთში უკუსვლა და ეს არის მყარი ფული, რაშიც იგულისხმება ფულის მასის ზრდა, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა, ინფლაციის დონე და უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშების ფლობის თავისუფლება. 



რატომ არის ამ და სხვა გლობალურ მოხსენებებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება მნიშნელოვანი? იმიტომ, რომ ის ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტია ინვესტორისთვის, როცა ის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მისთვის მიმზიდველ გარემოს ეძებს ფულის დასაბანდებლად. ხოლო ის ფაქტი, რომ საქართველო მართლაც მიმზიდველი გარემოა, არამარტო ფრეიზერის ინსტიტუტის ინდექსით დასტურდება, არამედ ამას მოწმობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები უზრუნველყოფს საქართველოს მაღალ საინვესტიციო მიმზიდველობას. კერძოდ, როგორც OECD-ის ექსპერტები აცხადებენ, ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებაში მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება.


(NS)







ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up