შოთა გულბანი - არა ცალკეული მიკერძოებული პიროვნებების, არამედ ინსტიტუციების შეფასებებია მნიშვნელოვანი

შოთა გულბანი - არა ცალკეული მიკერძოებული პიროვნებების, არამედ ინსტიტუციების შეფასებებია მნიშვნელოვანი

access_time2020-02-14 20:50:44

გადავიკითხე მსოფლიოს სამი უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციის შეფასებები საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით და უნდა ითქვას, რომ საქართველომ ცალკეულ კონგრესმენებს კი არ უნდა უსმინოს, რომლებიც სუბიექტურები არიან და თან არაკომპეტენტურები ჩვენს შიდა საკითხებთან მიმართებით, არამედ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ისეთი ორგანიზაციების დასკვნები და შეფასებები, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD)-ამის შესახებ ეკონომილოს ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს.



12 თებერვალს დაასრულა სავალუტო ფონდმა მორიგი მისია საქართველოში და მოხსენებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2019-მა წელმა მოლოდინებს გადააჭარბა და რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას და მოქნილობას ინარჩუნებს. თავად მისიის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ვერა მარტინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მათ პროგნოზირებულ 4,6%-ს გადააჭარბა და 5,2% შეადგინა. გარდა ამისა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, მშპ-ს 4.4% დააფიქსირა. იმპორტი მცირედით გაიზარდა, ხოლო ექსპორტმა 12%-იანი ზრდა დააფიქსირა. მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპი შენარჩუნებულია, ხოლო ინფლაციამ შემცირება დაიწყო.



არანაკლებ მნიშნელოვანი საკითხი რასაც მსოფლიო ბანკი ეხმიანება მის მიერ ახალი მეთოდოლოგიით განხორციელებული კვლევით არის სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში. კერძოდ მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად უკიდურესი სიღარიბის დონე საქართველოში 2012 წლის 8,62%-დან 2017 წელს 5,02%-მდე ჩამოვიდა.



ხოლო საქსტატის ოფიციალური მონაცემების თანახმად სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2012 წლის 30%-დან 2018 წელს 20%-მდე დაიწია.ახლახანს გამოოქვეყნდა EBRD-ის კავკასიის რეგიონალური დირექტორის კატარინა ჰანსენის წერილი „ფორბსის“ ქართულ ჟურნალში, სადაც ის „იბიარდისა“ და საქართველოს სტრატეგიულ პარტინიორობაზე საუბრობს, რომ „იბიარდი“ მუდამ საქართველოს ერთგულ პარტნიორად რჩებოდა ხოლო საქართველომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საგრძნობი პროგრესი განიცადა, როგორც კრიმინალისა და კორუფციის აღმოფხვრის კუთხით, ისე სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმირების მიმართულებით.


მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ არა ცალკეული მიკერძოებული პიროვნებების, არამედ ინსტიტუციების შეფასებებია მნიშვნელოვანი.-წერს გულბანი.




მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა

მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა
access_time2021-01-18 13:10:13
მიკროსაფინანსო სექტორში უპასუხისმგებლო მსესხებლის კუთვნილი ქონება 7 მლნ-მდეა შემცირებული. სექტორს პანდემიის საგაზაფხულო ტალღისას მარეგულირებლის დავალებით ნამეტი რეზერვი აქვს შექმნილი. Q2/2020-ისთვის, სასესხო დანაკარგებზე 129 მლნ-ის ბუფერი ჰქონდა და 3 კვარტლის მდგომარეობით, 1 ოქტომბრისთვის, 108 მლნ-მდეა შემცირებული. 7 მლნ-ის ½-ზე მეტი მსხვილ მოთამაშეებზე მოდის, თუმცა ზუსტი წილი ვერ გამოითვლება რადგან "რიკო კრედიტს" ანგარიშგებაში...

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება
access_time2021-01-18 12:01:04
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, არაბული ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება.საქართველოში Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში (გასა) განმარტავენ, რომ Air Arabia 23 იანვრიდან, (უკვე დამტკიცებულია განრიგი თებერვლის ჩათვლით) პირდაპირ რეისებს განაახლებს შარჯა-თბილისი-შარჯა, მიმართულებაზე. ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება.ბილეთების ღირებულება 237 დოლარიდანაა.30 დღიანი ტურისტული ვიზის ღირებულება კი 89...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...


მსგავსი სიახლეები

up