შოთა დიღმელაშვილი გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენაზე - ასე არ გამოვა - შევქმნით განგაშს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ უნახავს

შოთა დიღმელაშვილი გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენაზე - ასე არ გამოვა - შევქმნით განგაშს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ უნახავს

access_time2019-09-03 11:24:00

თუ ივანიშვილი დააწინაურებს ადამიანს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალის დათხრაზე, მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. დიღმელაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი გაპრემიერებით ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას უკიდურესად ამწვავებს.


„ასე არ გამოვა. თუ ივანიშვილი დააწინაურებს ადამიანს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალის დათხრაზე, მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს. ჩვენ მივმართავთ ყველა გზას, გამოვიყენებთ დიპლომატიურ კავშირებს, უცხოურ მედიას და შევქმნით განგაშს, რომელიც ჯერ „ქართულ ოცნებას“ არ უნახავს. გახარიას გაპრემიერება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას უკიდურესად ამწვავებს. გახარიას გადაყენების მაგივრად პრემიერად დანიშვნა გამოიწვევს საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანებას, შესაბამისად უფრო მასშტაბურ პროტესტს.


ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებამ ვერ უშველა 2012 წლის არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ და მით უმეტეს ვერ უშველის პოლიტიკურად გაკოტრებულ „ქართულ ოცნებას“. ნაცვლად იმისა, რომ გამოესწორებინათ წინა ხელისუფლების შეცდომები, ისინი იმეორებენ წინამორბედების შეცდომებს და ვერ იმეორებენ წარმატებებს. ამ მორიგ ვირეშმაკობას ჩვენი მხრიდან ადეკვატური პასუხი გაეცემა. 20 ივნისის დამრბევი შს მინისტრის გაპრემიერება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ თავისივე „ბოტების“ შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ.



სინამდვილე სხვანაირია. ყოფილი შს მინისტრი სადაც კი ჩნდება, ყველგან საპროტესტო აქცია ხვდება და იძულებულია სათადარიგო გასასვლელებიდან იპარებოდეს. გაცილებით მწვავე რეაქციები მოჰყვება მის გამოჩენას უკვე პრემიერის რანგში. გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების კამპანია გაგრძელდება მის საბოლოო გამარჯვებამდე, რაც მხოლოდ „ოცნებისთვის“ ხელისუფლების წართმევით მიიღწევა“, - წერს შოთა დიღმელაშვილი.



IPN





აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება
access_time2021-07-27 12:44:08
„იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს“, - აღნიშნული დავალება შესაბამის უწყებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მისცა, რომელიც დღეს, 27 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამასთან, პრემიერის დავალებით, მოკლე ვადებში განხორციელდება სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა,...

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი
access_time2021-07-27 10:55:42
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1...

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
access_time2021-07-27 09:50:15
კოვიდპანდემიის გაუარესებული სურათის ფონზე, ვაქცინაციის ტემპი სასურველ ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ვირუსთან ბრძოლის უმთავრესი იარაღი კი მასობრივი ვაქცინაციაა. „ირაომ“ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. სადაზღვევო კომპანიის დირექტორთა საბჭოსა გადაწყვეტილებით, ის თანამშრომლები, რომლებიც 26 ივლისიდან 1 სექტემბრამდე წარმოადგენენ პირველი აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ, შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ საჩუქარი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-26 21:00:16
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლოქდაუნი არ იქნება – მთავრობა პანდემიის ეფექტიანი მართვის გზას ირჩევს „მე მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ.  მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის...


მსგავსი სიახლეები

up